კრიტერიუმები

დუკის მოდიფიცირებული კრიტერიუმები[22]

ძირითადი კრიტერიუმები:

  • სისხლის დადებითი კულტურა ინეფქციურ ენდოკარდიტზე:

    • ინფექციური ენდოკარდიტის გამომწვევი ტიპიური მიკროორგანიზმი სისხლის ორი განსხვავებული კულტურიდან: Viridans streptococci, Streptococcus bovis, HACEK ჯგუფი (Haemophilus spp, Actinobacillus actinomycetemcomitans, Cardiobacterium hominis, Eikenella spp, და Kingella kingae), S aureus; ან საზოგადოებაში შეძენილი enterococci, პირველადი კერის არარასებობის ფონზე

    • ინფექციური ენდოკარდიტის შესაბამისი მიკროორგანიზმების მუდმივი დადებითობა სისხლის კულტურის შედეგებში, რომელიც განისაზღვრება შემდეგნაირად:

      • 12 საათის ინტერვალით აღებული სისხლის ნიმუშების მინიმუმ 2 კულტურის დადებითი შედეგი

      • სისხლის სამივე ≥4 ცალკეული კულტურის ნიმუშიდან უმრავლესობა (პირველი და ბოლო სინჯები აღებულია მინიმუმ ერთი საათის ინტერვალით)

      • სისხლის კულტურის ერთჯერადი დადებითი შედეგი Coxiella burnetii-ზე ან ანტიფაზა I იმუნოგლობულინის G ანტისხეულების ტიტრი >1:800.

  • ენდოკარდიული ჩართულობის მტკიცებულება:

    • ინეფქციურ ენდოკარდიტზე დადებითი ექოკარდიოგრამა განისაზღვრება შემდეგნაირად:

      • რხევადი ინტრაკარდიული წარმონაქმნი სარქველზე/დამხმარე სტრუქტურებზე ან რეგურგიტაციის ნაკადის გზაზე, ან იმპლანტირებულ მასალაზე, ალტერნატიული ანატომიური მიზეზის გარეშე

      • აბსცესი

      • ხელოვნური სარქველის ახალი ნაწილობრივი გახსნა.

    • სარქველის ახალი რეგურგიტაცია (გაუარესება ან არსებული შუილის შეცვლა საკმარისი არ არის).

მცირე კრიტერიუმები:

  • მაპროვოცირებელი გულის მდგომარეობა და ინტრავენური ნარკოტიკების მოხმარება

  • 38°C-ზე (>100.4°F) მაღალი ცხელება

  • სისხლძარღვოვანი პროცესები, როგორებიცაა ძირითადი არტერიების ემბოლია, სეპტიკური ფილტვის ინფარქტი, სოკოვანი ანევრიზმა, ქალასშიდა სისხლჩაქცევა, კონიუნქტივური ჰემორაგია, ჯეინუეის დაზიანება

  • იმუნოლოგიური ფენომენი:

    • გლომერულონეფრიტი

    • ოსლერის კვანძები

    • როტის ლაქები

    • რევმატოიდული ფაქტორი

  • მიკრობიოლოგიური მტკიცებულება:

    • სისხლის კულტურის დადებითი შედეგები, რომლებიც არ აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ ძირითად კრიტერიუმებს (გამორიცხავს ერთჯერად დადებით კულტურას კოაგულაზა-უარყოფით სტაფილოკოკებზე და მიკროორგანიზმებზე, რომლებიც არ იწვევენ ინფექციურ ენდოკარდიტს).

    • ინფექციური ენდოკარდიტის შესაბამისი მიკროორგანიზმით ინფექციის სეროლოგიური მტკიცებულება.

დადასტურებული ინფექციური ენდოკარდიტი: უნდა აკმაყოფილებდეს 2 ძირითად კრიტერიუმს; 1 ძირითად და 3 მცირე კრიტერიუმს; ან 5 მცირე კრიტერიუმს.

შესაძლო ინეფქციური ენდოკარდიტი: უნდა აკმაყოფილებდეს 1 ძირითად კრიტერიუმს და 1 მცირე კრიტერიუმს; ან 3 მცირე კრიტერიუმს.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას