პირველადი პრევენცია
სტომატოლოგიური პროცედურების, სასუნთქი, შარდ-სასქესო თუ გასტროინტესტინური ტრაქტის ინსტრუმენტული გამოკვლევის შედეგად განვითარებული ინფექციის პრევენციაში ანტიბიოტიკოთერაპიის ეფექტურობის შესახებ მტკიცებულებების რაოდენობა მწირია. სადავო მონაცემების თანახმად, ბაქტერემიის კლებამ შეიძლება არ გამოიწვიოს ინფექციური ენდოკარდიტის ინციდენტობის შემცირება დაბალი რისკის მქონე პირებში.[20] ბაქტერიემიის განვითარების რისკი გაცილებით ნაკლებია სტომატოლოგიური ან რესპირატორული, შარდ-სასქესო და გასტროინტესტინური ინტერვენციის შედეგად, ვიდრე ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო აქტივობის დროს, როგორიცაა კბილის გამოხეხვა ან ღეჭვა.[21] მონაცემები მიუთითებს, რომ მაშინაც კი, როდესაც პროფილაქტიკური ანტიბიოტიკებით მკურნალობა100%-ით ეფექტურია, შემთხვევათა მხოლოდ მცირე რაოდენობის პრევენციაა შესაძლებელი. მართლაც, ანტიბიოტიკოპროფილაქტის შედეგად განვითარებული ანაფილაქსიით გამოწვეული ფატალური შემთხვევების რისკი უფრო მაღალია, ვიდრე ენდოკარდიტის პრევენციის სარგებელი.
არსებობს კონსენსუსი, რომ ანტიბიოტიკოპროფილაქტიკა უნდა იყოს გათვალისწინებული იმ პაციენტებისთვის, ორმელთაც აქვთ ენდოკარდიტის განვითარების და მისი არასასურველი გართულებების მაღალი რისკი.[6][22] ამერიკის გულის ასოციაცია და ამერიკის კარდიოლოგიის კოლეჯი ასახელებს ჩამოთვლილ მაღალი რისკის მახასიათებლებს:[10][22]
ხელოვნური სარქველები, კათეტერით ჩადგმული პროთეზების და ჰომოგრაფტების ჩათვლით
ხელოვნური მასალა, რომელიც გამოიყენება სარქველის რეკონსტრუირებისას, მაგ. ანულოპლასტიკის ბეჭდები, ქორდები ან სამაგრები
გადატანილი ინფქეციური ენდოკარდიტი
გულის თანდაყოლილი ციანოზური მანკი, რომელიც არ ჩასწორებულა ან თანდაყოლილი მანკი, რომელიც ჩასწორდა, მაგრამ რჩება ნარჩენი შუნტი ან სარქვლის რეგურგიტაცია ქირურგიული ჩარევის/ხელოვნური მასალის ადგილების გარშემო.
გულის ტრანსპლანტაციის მიმღებები
პარკუჭის დამხმარე მოწყობილობები.
ანტიბიოტიკებით პროფილაქტიკა რეკომენდებულია მაღალი რისკის მქონე ხსენებულ პაციენტებში სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარების დროს, რომლებიც მოიცავენ ღრძილების ქსოვილის ან კბილის პერიაპიკალური რეგიონის მანიპულაციას, ასევე პერორული ლორწოვანი გარსის პერფორაციას.[6][22]
სტომატოლოგიური პროცედურებიის შემდეგ განვითარებული ინფექციური ენდოკარდიტის ყველაზე ხშირი მიზეზია Streptococcus viridans (ალფა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი). შესაბამისად, პროფილაქტიკური ანტიბიოტიკების სამიზნე სწორედ ეს ორგანიზმია. გამოიყენება ერთი დოზის სახით, პროცედურამდე 30-60 წუთით ადრე.[6][22]
ანტიბიოტიკოპროფილაქტიკა არ არის რეკომენდებული მაღალი რისკის პაციენტებში შემდგომი სტომატოლოგიური პროცედურების დროს: საანესთეზიო საშუალებების ინექციები არაინფიცირებულ ქსოვილში, სტომატოლოგიური რადიოლოგიური კვლევების ჩატარება, ამოღებადი პროსთოდონტური ან ორთოდონტური ხელსაწყოების ჩადგმა, ორთოდონტური ხელსაწყოების შესწორება, ორთოდონტული ბრეკეტების ჩადგმა, პირველადი კბილების მოცვლა და სისხლდენა ტუჩების ან პერორული ლორწოვანი გარსის ტრავმული დაზიანების შედეგად.[6]
ანტიბიოტიკოპროფილაქტიკა არ არის რეკომენდებული მაღალი რისკის პაციენტებში , რომლებიც იტარებენ არასტომატოლოგიურ პროცედურებს (მაგ. ტრანსთორაკალური ექოკარდიოგრამა, ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია, კოლონოსკოპია ან ციტოსკოპია) აქტიური ინფექციის არარსებობის ფონზე.[6][22]
საშუალო რისკის დაზიანებების შემთვევაში ანტიბიოტიკოპროფილაქტიკა რეკომენდებული არ არის.[6][22]
გაერთიანებულ სამეფოს ჯანმრთელობის და სამედიცინო დახმარების დახელოვნების ეროვნული ინსტიტუტი (NICE) რეკომენდაციას იძლევა, რომ რისკის მქონე პაციენტებში, რომელთაც უტარდებათ ინტერვენციული პროცედურები, არ არის საჭირო ანტიბიოტიკოპროფილაქტიკა ინფექციური ენდოკარდიტის საპრევენციოდ. თუმცა, ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ანტიბიოტიკოთერაპია აუცილებელია აქტიური ან პოტენციური ინფექციების დროს.[23] ამერიკის გულის ასოციაციის და NICE-ის რეკომენდაციები შეიძლება არ იყოს სრულად მიღებული სხვა ქვეყნების მიერ.
მეორეული პრევენცია
პაციენტები, რომელთაც ანამნეზში აქვს წინამორბედი ინფექციური ენდოკარდიტი, ენდოკარდიტის შემდგომი ეპიზოდის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ არიან. ანტიბიოტიკოპროფილაქტიკა რეკომენდებულია სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარების დროს, რომლებიც მოიცავენ ღრძილების ქსოვილის ან კბილის პერიაპიკალური რეგიონის მანიპულაციას, ასევე პერორალური ლორწოვანი გარსის პერფორაციას:[6][22]
გაერთიანებულ სამეფოს ჯანმრთელობის და სამედიცინო დახმარების დახელოვნების ეროვნული ინსტიტუტი (NICE) რეკომენდაციას იძლევა, რომ რისკის მქონე პაციენტებში, რომელთაც უტარდებათ ინტერვენციული პროცედურები, არ არის საჭირო ინეფქციური ედნოკარდიტის ანტიბიოტიკებით პროფილაქტიკა. თუმცა, ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ანტიბიოტიკოთერაპია აუცილებელია აქტიური ან პოტენციური ინფექციების სამკურნალოდ.[23] ამერიკის გულის ასოციაციის და NICE-ის რეკომენდაციები შეიძლება არ იყოს სრულად მიღებული სხვა ქვეყნების მიერ.
იე შეიძლება მიუთითებდეს ფარულ ავთვისებიან მდგომარეობაზე. კარგადაა დოკუმენტირებული კავშირი Streptococcus bovis (კერძოდ, Streptococcus gallolyticus -ის ქვესახეობები) ინფექციასა და კოლინჯის კიბოს შორის. ფარული კოლინჯის კიბოს გამორიცხვა საჭიროა ამ ორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების შედეგად განვითარებული იე-ს შემთხვევაში. ანალური კოლონოსკოპია მკაცრდაა ნაჩვენები იმ პირებში, რომელთაც არ აღმოაჩნდათ სიმსივნე.[85]
თანდაყოლილი გულის მანკების ინდივიდთა რიცხვი გაიზარდა და ინფექციური ენდოკარდიტის შემთხვევათა სიხშირე ამ ჯგუფში 15-140-ჯერ მეტია, ვიდრე ზოგად მოსახლეობაში, თუმცა, პროგნოზი უფრო სასურველი რჩება, ვიდრე ინეფქციური ენდოკარდიტის სხვა ფორმების შემთხვევაში. გულის თანდაყოლილი დაავადების პაციენტებში პირველადი პრევენცია უმნიშვნელოვანესია. საკვანძოა პაციენტის ცნობიერების ამაღლება პერორული, სტომატოლოგიური და კანის ჰიგიენის შესახებ და ტატუების და პირსინგების გაკეთბისგან თავის შეკავებასთან დაკავშირებით.[86][87]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას