ანამნეზი და გასინჯვა
ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
ცხელება/ჟრჟოლა
ყველაზე ხშირი საწყისი ჩივილია. მოხუცებსა და იმუნოკომეტირებულ პაციენტებში გამოვლინება შეიძლება იყოს ატიპური, ცხელების გარეშე. მნიშვნელოვანია ინფქეციური ენდოკარდიტის სასწრაფოდ შეფასება, როდესაც პაციენტს უვლინდება ცხელება და თავის ტკივილი, თავის ტვინის გარსების (მენინგეური) ნიშნები, ინსულტის სიმპტომები, ტკივილი გულმკერდის არეში, დისპნოე დატვირთვის დროს, ორთოპნოე ან ღამის პაროქსიზმული დისპნოე; ენდოკარდიტის შეფასება ასევე აუცილებელია დაუდგენელი ცხელების დროს ნებისმიერ პაციენტში, რომელიც არის ინფექციური ენდოკარდიტის მაღალი რისკის ქვეშ (მაგ. სარქველების თანდაყოლილი ან შეძენილი დაავადება, გადატანილი ინფქეციური ენდოკარდიტი, გულის ხელოვნური სარქველი, გულის თანდაყოლილი ან მემკვიდრული მალფორმაციები, იმუნოდეფიციტი, წამლების ინექციური მოხმარება).[22]
ღამის ოფლიანობა, სისუსტე, დაღლილობა, ანორექსია, წონის კლება, მიალგია
არასპეციფიკური სისტემური სიმპტომები
სისუსტე
სისუსტე შეიძლება იყოს ზოგადი ან ფოკალური წარმოშობის. თუ პაციენტს უვლინდება ინსულტის შესაბამისი ასიმეტრული სისუსტე, ეჭვი უნდა მივიტანოთ სისტემურ ემბოლიებზე.
ართრალგია
შეიძლება იყოს კონსტიტუციური სიმპტომი ან განვითარდეს მეორადად დაზიანებული სახსრის სეპტიკური ემბოლიის შედეგად.
თავის ტკივილი
შეიძლება იყოს კონსტიტუციური სიმპტომი ან განვითარდეს მეორადად სეპტიკური ემბოლიის შედეგად.
სუნთქვის გაძნელება
დისპნოე ფიზიკური დატვირთვის დროს, ორთოპნოე და პაროქსიზული ღამის ქოშინი გულის შეგუბებითი უკმარისობის ნიშნებია.
იშვიათი
მენინგეური ნიშნები
ვითარდება მეორადად სეპტიკური ემბოლის შემდეგ.
კარდიული შუილი
კლასიკური ახალი შუილი ან არსებული შუილის გაუარესება იშვიათია. პაციენტები, რომელთაც განუვითარდათ ახალი რეგურგიტაციული შუილი, იმყოფებიან გულის შეგუბებითი უკმარისობის განვითარების რისკის ქვეშ.
ჯეინვეის დაზიანებები
ჰემორაგიული, მაკულური, უმტკივნეულო ფოლაქები უპირატესი გავრცელებით ფეხის და ხელის გულებზე.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ჯეინვეის დაზიანებებისანჯაი შარმას კოლექციიდან, ლონდონის სენტ ჯორჯის უნივერსიტეტი, გაერთიანებული სამეფო; გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].
ოსლერის კვანძები
პატარა, მტკივნეული, კვანძოვანი დაზიანებები ჩვეულებრივ ვლინდება ხელის და ფეხის თითების ბალიშებზე.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ოსლერის კვანძისანჯაი შარმას კოლექციიდან, ლონდონის სენტ ჯორჯის უნივერსიტეტი, გაერთიანებული სამეფო; გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].
როტის ლაქები
ბადურას ფუნდოსკოპიით გამოვლენილი ოვალური, ფერმკრთალი დაზიანება, რომელიც გარშემორტყმულია ჰემორაგიით.[Figure caption and citation for the preceding image starts]: როტის ლაქებისანჯაი შარმას კოლექციიდან, ლონდონის სენტ ჯორჯის უნივერსიტეტი, გაერთიანებული სამეფო; გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].
სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები
იშვიათი
ჰემორაგია (სისხლჩაქცევა) ნატეხის სახით
შეიძლება აღინიშნებოდეს ზედა და ქვედა კიდურების ფრჩხილებზე. არასპეციფიკური ნიშანი .
კანის ინფარქტი
შეიძლემა აღინიშნებოდეს კიდურების დისტალურ ნაწილებზე. არასპეციფიკური ნიშანი .[Figure caption and citation for the preceding image starts]: კანის ინფარქტისანჯაი შარმას კოლექციიდან, ლონდონის სენტ ჯორჯის უნივერსიტეტი, გაერთიანებული სამეფო; გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].
ტკივილ გულმკერდის არეში
შეიძლება გამოვლინდეს გულმკერდის არეში იშემიური ტკივილით, რაც ვითარდება მწვავე სარქვლოვანი რეგურგიტაციის ან კორონარული არტერიის ემბოლიის გამო განვითარებული დეკომპენსირებული გულის უკმარისობის შედეგად.
წელის ტკივილი
შეიძლება გამოვლიდეს სეპტიკური ემბოლიის გამო განვითარებული დისციტის დროს.
პეტექიები სასაზე
შესაძლოა იყოს წარმოდგენილი.
რისკფაქტორები
ძლიერი
ინფექციური ენდოკარდიტის ანამნეზი
მიიჩნევა ძალიან მაღალ რისკად ენდოკარდიტის უარყოფითი გამოსავლისათვის.
გულის ხელოვნური სარქვლის არსებობა
მიიჩნევა, რომ ეს მდგომარეობა ყველაზე მეტადაა დაკავშრებული ენდოკარდიტის უარყოფით გამოსავალთან . ინფქეციური ენდოკარდიტის რისკი ტრანსკათეტერულად აორტის სარქვლის იმპლანტაციის და ქირურგიული წესით აორტის სარქვლის შეცვლის დროს აღმოჩნდა მსგავსი.[18]
მდგომარეობები, რომლებიც აკმაყოფილებს ამერიკის გულის ასოციაციის მიერ შექმნილ ენდოკარდიტის უარყოფითი გამოსავლის ყველაზე მაღალი რისკის კრიტერიუმებს:
არაკორეგირებული ციანოზური გულის თანდაყოლილი მანკი, მათ შორის, პალიატიური შუნტები და ხვრელები; გულის თანდაყოლილი დეფექტის სრული კორეგირება, როდესაც ჩაიდგა ხელოვნური პროთეზი ან მოწყობილობა ოპერაციის ან კათეტერზაციის გზით, პროცედურიდან პირველი 6 თვის განმავლობაში; კორეგირებული თანდაყოლილი მანკები რეზიდუალური დეფექტებით ხელოვნური მოწყობილობის მხარეს ან მომიჯნავედ (რომელიც აფერხებს ენდოთელიალიზაციას); ფილტივს არტერიის სარქვლის ან გამტარის ქირურგიული ან ტრანსკათეტერული წესით ჩადგმა, მაგ. მელოდიის სარქველი და კონტეგრას გამტარი.[6]
ბავშვობაში მკურნალობის მეთოდების გაუმჯობესების შედეგად, მოზრდილებში გულის თანდაყოლილი დაავადებების პრევალენსი საგრძნობლად გაიზარდა.[17]
გულის გადანერგვის შემდგომი პერიოდი (პაციენტები, რომელთაც განუვითარდათ გულის სარქველის პათოლოგია)
მიიჩნევა ძალიან მაღალ რისკად ენდოკარდიტის უარყოფითი გამოსავლისათვის.
სუსტი
იმპლანტირებული კარდიული ელექტრონული მოწყობილობების ან ინტრავასკულური კათეტერების (მაგ., ჰემოდიალიზისთვის) არსებობა
შეიძლება დაკავშირებული იყოს ინფექციური ენდოკარდიტის განვითარების მაღალ რისკთან.
მოწყობილობასთან დაკავშირებულ ინფექციური ენდოკარდიტის რისკ-ფაქტორებია: თირკმელების უკმარისობა, ჰემატომა იმპლანტაციის ადგილზე, შაქრიანი დიაბეტი და ანტიკოაგულაცია.
შეძენილი დეგენერაციული სარქვლოვანი დაავადება
არსებობს კარგი მტკიცებულება, რომ თანდაყოლილი ბიკუსპიდური აორტის სარქვლის სტენოზი წარმოადგენს ენდოკარტიტის განვითარების მაღალ რისკს. თუმცა, ნაკლები მტკიცებულებაა ხელმისაწვდომი დეგენერაციული ტიპის აორტის სარქვლის სტენოზთან დაკავშირებით.[17]
მიტრალური სარქვლის პროლაფსი ან ორსაგდულიანი (ბიკუსპიდური) სარქვლის პროლაფსი
მიტრალური სარქვლის პროლაფსის პრევალენტობა ზოგად მოსახლეობაში მაღალია.[17]
მიტრალური და ორსაგდულიანი სარქველის პროლაფსის დროს უფრო მაღალია viridans ჯგუფის streptococci-ით გამოწვეული ინფექციური ენდოკარდიტი და საეჭვო ონტოლოგიური წარმოშობის ინფექციური ენდოკარდიტი, ვიდრე მაღალი რისკის პაციენტებში.[19]
ბევრი მოსაზრება არსებობს არარეგურგიტაციული მიტრალური სარქვლის პროლაფსის შემთხვევაში, პროფილაქტიკის ეფექტურობის შესახებ.[17]
ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია
მაღალი პიკური სისტოლური წნევა ასოცირებულია უფრო მაღალ რისკთან ენდოკარდული ძგიდის ქრონიკული დაზიანების გამო, ვინაიდან იქმნება პოტენციური ინფექციის კერა.[7]
ნარკოტიკების ინტრავენური მოხმარება
პაციენტები იმყოფებიან Staphylococcus aureus -ით გამოწვეული ენდოკარდიტის მაღალი რისკის ქვეშ.[3] შეერთებულ შტატებში ყოველი 10 ინვაზიური სტაფილოკოკური ინფექციიდან ერთი მიეკუთვნება ნარკოტიკების ინტრავენურ გამოყენებას.[3]
მიუხედავად იმისა, რომ ტრიკუსპიდური სარქველი უფრო ხშრად ზიანდება ინტრავენური ნარკოტიკების გამოყენების ფონზე განვითარებული ენდოკარდიტის დროს, ვიდრე პაციენტებში, რომლებიც არ მოიხმარენ ინტრავენურ ნარკოტიკებს, ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ორივე ჯგუფში მარცხენამხრივი ენდოკარდიტი მაინც უფრო ხშირია, ვიდრე მარჯვენამხრივი.[11]
ამ პაციენტებთან აღინიშნება უარესი კლინიკური გამოსავალი მიუხედავად იმისა, მოიხმარენ თუ არა ნარკოტიკებს ოპერაციის შემდეგ.[11]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას