შემთხვევის ანამნეზი
შემთხვევის ანამნეზი
31 წლის ქალს აღენიშნება ცხელების, შემცივნების, დაღლილობისა და ცალმხრივი მუხლის ტკივილის ერთკვირიანი ანამნეზი. მისი წარსული სამედიცინო ანამნეზიდან საყურადღებოა მიტრალური სარქვლის პროლაფსი და ჰიპოთირეოზი. იგი აღიარებს, რომ იშვიათად იყენებს ინტრავენურ ჰეროინს და აქვს თამბაქოს მოხმარების 10 წლიანი ანამნეზი. გასინჯვისას აღინიშნება ცხელება 39°C (102°F), რეგულარული გულის რითმი 110 დარტყმა/წთ, სისხლის წნევა 110/70 მმ.ვწყ.სვ. და სუნთქვის სიხშირე 16 წუთში. კარდიოვასკულური გასინჯვით გამოვლინდა 2/4 ხარისხის ჰოლოსისტოლური შუილი, რომელიც ყველაზე ხმამაღლა ისმინება მკერდის ძვლის ზედა მარჯვენა საზღვართან. მარჯვენა მუხლი წითელი და თბილია, უკან მოხრისას აღინიშნება ძლიერი ტკივილი.
სხვა გამოვლინებები
კლინიკური სურათი მრავალფეროვანია და დამოკიდებულია გამომწვევ ორგანიზმზე, ისევე როგორც რისკ-ფაქტორებზე. მწვავე ინფექიური ენდოკარდიტი შეიძლება გამოვლინდეს სეპტიური ემბოლური ფენომენით, როგორიცაა ინსულტი, სახსრის სეპტიური დაზიანება ან ელენთის ინაფრქტი, რასაც თან ახლავს ცხელება და კარდიული შუილი. ქვემწვავე ინფექციური ენდოკარდიტის დროს შეიძლება გამოხატული იყოს სისტემური სიმპტომები, როგორებიცაა ცხელება, სისუსტე, შეუძლოდ ყოფნა და პერიფერიული ანთებითი ინფილტრატები, მაგალითად ემბოლური ფენომენი, ოსლერის კვანძები, ჯეინვეის წყლულები ან ხაზოვანი სისხლჩაქცევები ფრჩხილების ქვეშ.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას