ინფექციური მონონუკლეოზი
- მიმოხილვა
- თეორია
- დიაგნოზი
- მართვა
- მეთვალყურეობა
- წყაროები
მკურნალობის ალგორითმი
მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულა/შეყვანის გზა და დოზა შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდის, ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით: იხილეთ გაფრთხილება
ყველა პაციენტის
დამხმარე მოვლა
მოიცავს კარგ ჰიდრატაციას, სიცხის დამწევი საშუალებების და ტკივილგამაყუჩებლების გამოყენებას, როგორიცაა პარაცეტამოლი და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები. რეიეს სინდრომის შესაძლო განვითარების გამო, ბავშვებში ასპირინი არ უნდა დაინიშნოს.
ხშირი რეკომენდაციაა დასვენება, თუმცა, მისი რეალური სარგებლიანობა ინფექციური მონონუკლეოზის მკურნალობის დროს უცნობია. ასევე რეკომენდებულია, რომ პაციენტმა თავი შეიკავოს ინტენსიური ფიზიკური დატვირთვისა და სპორტის კონტაქტურ სახეობებში მონაწილეობისგან დაავადების დაწყებიდან პირველი 3-4 კვირის განმავლობაში (ზოგიერთ პაციენტში - 8 კვირამდე), ელენთის გაგლეჯის შესაძლებლობის გამო.
პირველადი პარამეტრები
პარაცეტამოლი: ბავშვები: 10-15 მგ/კგ პერორალურად, ყოველ 4-6 საათში ერთხელ საჭიროებისამებრ, 75 მგ/კგ/დღეში; მოზრდილები: 500-1000 მგ პერორალურად ყოველ 4-6 საათში ერთხელ საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ 4000 მგ/დღეში
ან
იბუპროფენი: ბავშვებში 5-10 მგ/კგ პერორალურად, ყოველ 6-8 საათში ერთხელ საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ 40 მგ/კგ/დღეში; მოზრდილებში: 200-400 მგ პერორალურად, ყოველ 4-6 საათში ერთხელ საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ 2400 მგ/დღეში
კორტიკოსტეროიდი
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
საჭიროა პაციენტის ჰოსპიტალიზაცია
კორტიკოსტეროიდებმა შესაძლოა შეამსუბუქოს ზედა სასუნთქი გზების ობსტრუქცია პირ-ხახის გადიდებული ტონზილებისა და ლიმფური კვანძების ზომის შემცირების გზით.[58]Roy M, Bailey B, Amre DK, et al. Dexamethasone for the treatment of sore throat in children with suspected infectious mononucleosis: a randomized, double-blind, placebo-controlled, clinical trial. Arch Pediatr Adolesc Med. 2004 Mar;158(3):250-4. http://archpedi.ama-assn.org/cgi/content/full/158/3/250 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/14993084?tool=bestpractice.com სისტემურმა კორტიკოსტეროიდებმა შესაძლოა გააუმჯობესოს ობსტრუქციის სიმპტომები, თუმცა, უკიდურესად მძიმე შემთხვევებში შეიძლება, საჭირო გახდეს ინტუბაცია, ტრაქეოტომია ან ტონზილექტომია.
კორტიკოსტეროიდები ახდენს იმუნური პასუხის მოდიფიცირებას და ამიტომ შესაძლოა სასარგებლო იყოს ჰემოლიზური ანემიის მკურნალობისას, რადგან შეიძლება დააჩქაროს კუპირება.
პირველადი პარამეტრები
პრედნიზოლონი: ბავშვები: 1-2 მგ/კგ/დღეში პერორალურად, დაყოფილი დოზით 5-7 დღის განმავლობაში; მოზრდილები: 30-60 მგ/დღეში პერორალურად, დაყოფილი დოზით 5-7 დღის განმავლობაში; თერაპიის პირველ დღეებში შეიძლება გამოვიყენოთ ინტრავენური კორტიკოსტეროიდის ეკვივალენტური დოზა.
კორტიკოსტეროიდები ან ინტრავენური იმუნოგლობულინი
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
საჭიროა პაციენტის ჰოსპიტალიზაცია
კორტიკოსტეროიდები იწვევს იმუნური პასუხის მოდიფიცირებას, ამიტომ შესაძლოა სასარგებლო იყოს იმუნური თრომბოციტოპენიის მკურნალობისთვის.
ინტრავენური იმუნოგლობულინი (IVIG) იწვევს იმუნური პასუხის მოდულაციას პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ინფექციურ მონონუკლეოზთან დაკავშირებული იმუნური თრომბოციტოპენია.
ინტრავენური იმუნოგლობულინის განხილვა შეიძლება არჩევის საწყის მკურნალობად აქტიური სისხლდენის მქონე პაციენტებში.[61]Cyran EM, Rowe JM, Bloom RE. Intravenous gammaglobulin treatment for immune thrombocytopenia associated with infectious mononucleosis. Am J Hematol. 1991 Oct;38(2):124-9. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/1951302?tool=bestpractice.com კორტიკოსტეროიდისა და ინტრავენური იმუნოგლობულინის კომბინაციის ან ოპტიმალური რეჟიმის გამოყენებასთან დაკავშირებით კონსენსუსი ჯერ არ არის მიღწეული. მათი გამოყენება მონოთერაპიის სახით ან კომბინაციით დამოკიდებულია ექსპერტის მოსაზრებასა და ექიმის უპირატეს არჩევანზე.[62]Provan D, Stasi R, Newland AC, et al. International consensus report on the investigation and management of primary immune thrombocytopenia. Blood. 2010 Jan 14;115(2):168-86. https://ashpublications.org/blood/article/115/2/168/26966/International-consensus-report-on-the http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/19846889?tool=bestpractice.com
პირველადი პარამეტრები
პრედნიზოლონი: ბავშვები: 1-2 მგ/კგ/დღეში პერორალურად, მაქსიმუმ 14 დღის განმავლობაში ან 4 მგ/კგ/დღეში პერორალურად, 3-4 დღის განმავლობაში; მოზრდილები: 0.5 - 2 მგ/კგ/დღეში პერორალურად, 2-4 კვირის განმავლობაში
ან
მეთილპრედნიზოლონი: მოზრდილები: 30 მგ/კგ/დღეში ინტრავენურად, 7 დღის განმავლობაში
ან
დექსამეთაზონი: მოზრდილები: 40 მგ პერორალურად, ერთხელ დღეში, 4 დღის განმავლობაში, ყოველ 2-4 კვირაში - 1-4 კურსი
ან
ადამიანის ნორმალური იმუნოგლობულინი: ბავშვები: 0,8 - 1 გ/კგ ინტრავენურად, ერთჯერადი დოზით; მოზრდილები: 0.4 გ/კგ/დღეში ინტრავენურად, 5 დღის განმავლობაში ან 1 გ/კგ/დღეში ინტრავენურად, 1-2 დღის განმავლობაში
აირჩიეთ პაციენტების ჯგუფი ჩვენი რეკომენდაციების სანახავად
მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულაცია/შეყვანის გზა და დოზირება შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდების, წამლების ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით. იხილეთ გაფრთხილება
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას