აშშ-ში ინფექციური მონონუკლეოზის ყოველწლიური ინციდენტობაა დაახლოებით 500 შემთხვევა ყოველ 100 000 მოსახლეზე. ყველაზე ხშირია 15-24 წლის ასაკობრივ ჯგუფში. ყოველწლიურად მოწყვლადი მოსახლეობის დაახლოებით 10-20% ინფიცირდება ეპშტეინ-ბარის ვირუსით და ინფექციური მონონუკლეოზი უვითარდება ინფიცირებულ პირთა 30-50%-ს.[11]Luzuriaga K, Sullivan JL. Infectious mononucleosis. N Engl J Med. 2010 May 27;362(21):1993-2000.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/20505178?tool=bestpractice.com
სხვადასხვა ქვეყნის სეროპრეველანტობის კვლევები თანმიმდევრულად მიუთითებს, რომ გადატანილი ეპშტეინ-ბარის ვირუსული (EBV) ინფექცია აღენიშნება 40 წლის ასაკის მოზრდილთა 90%-ზე მეტს.[12]Pariente M, Bartolome J, Lorente S, et al. Age distribution of serological profiles of Epstein-Barr virus infection: review of results from a diagnostic laboratory [in Spanish]. Enferm Infecc Microbiol Clin. 2007 Feb;25(2):108-10.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/17288908?tool=bestpractice.com
[13]Ternak G, Uj M, Szucs G, et al. Sero-epidemiologic study of Epstein-Barr virus markers in patients without mononucleosis at a department for infectious diseases [in Hungarian]. Orv Hetil. 1995 Dec 10;136(50):2727-30.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/8532326?tool=bestpractice.com
[14]Pereira MS, Blake JM, Macrae AD. EB virus antibody at different ages. Br Med J. 1969 Nov 29;4(5682):526-7.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC1630375/pdf/brmedj02060-0032.pdf
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/4902364?tool=bestpractice.com
ბრიტანეთში ჩატარებული სეროეპიდემიოლოგიური კვლევის მონაცემებმა აჩვენა, რომ ≤25 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების 85% იყო EBV დადებითი. EBV სეროპოზიტიურობა უფრო სწრაფად გაიზარდა ქალებში, ვიდრე მამაკაცებში მოზარდობის პერიოდში (10-15 წლის ასაკში). IM-ის სიხშირე გაიზარდა 2002 და 2013 წლებში.[15]Kuri A, Jacobs BM, Vickaryous N, et al. Epidemiology of Epstein-Barr virus infection and infectious mononucleosis in the United Kingdom. BMC Public Health. 2020 Jun 12;20(1):912.
https://www.doi.org/10.1186/s12889-020-09049-x
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/32532296?tool=bestpractice.com
ინგლისელ ახალგაზრდებში ჩატარებულმა სეროპრევალენტობის კვლევებმა აჩვენა, რომ 11 წლის ასაკისთვის EBV ინფექცია ვლინდებოდა მოსახლეობის ნახევარში. სეროპრევალენტობა იზრდებოდა 60.4%-მდე 11-14 წლის ასაკისთვის, 68.6%-ს აღწევდა 15-18 წლის ასაკში და 93%-ს- 22-24 წლის ასაკში. არათეთრკანიანთა ეთნიკური ჯგუფი და მოწევა ასევე დაკავშირებული იყო ამ მოსახლეობაში ეპშტეინ-ბარის ვირუსის მომატებულ სეროპრევალენტობასთან.[16]Winter JR, Taylor GS, Thomas OG, et al. Predictors of Epstein-Barr virus serostatus in young people in England. BMC Infect Dis. 2019 Nov 28;19(1):1007.
https://www.doi.org/10.1186/s12879-019-4578-y
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/31779585?tool=bestpractice.com
აშშ-ში საერთო სეროპრევალენტობა 6-19 წლის ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში იყო 66.5% და სიხშირე იზრდებოდა ასაკის მატებასთან ერთად 54.1%-დან (6-8 წლის ასაკში) 82.9%-მდე (18-19 წლის ასაკში).[17]Dowd JB, Palermo T, Brite J, et al. Seroprevalence of Epstein-Barr virus infection in U.S. children ages 6-19, 2003-2010. PLoS One. 2013 May 22;8(5):e64921.
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC3661547
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/23717674?tool=bestpractice.com
განვითარებადი ქვეყნების ბავშვთა უმეტესობა ეპშტეინ-ბარის ვირუსით ინფიცირდება 4 წლამდე ასაკში.[18]Schuster V, Kreth HW. Epstein-Barr virus infection and associated diseases in children. I. Pathogenesis, epidemiology and clinical aspects. Eur J Pediatr. 1992 Oct;151(10):718-25.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/1330572?tool=bestpractice.com
განვითარებულ ქვეყნებში პირველადი EBV ინფექცია სიცოცხლის უფრო მოგვიანებით ეტაპზე ვითარდება. კოლეჯის პირველი კურსის სტუდენტთა დაახლოებით 30-75% სერონეგატიურია ეპშტეინ-ბარის ვირუსზე.[19]Crawford DH, Macsween KF, Higgins CD, et al. A cohort study among university students: identification of risk factors for Epstein-Barr virus seroconversion and infectious mononucleosis. Clin Infect Dis. 2006 Aug 1;43(3):276-82.
https://academic.oup.com/cid/article/43/3/276/332089
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/16804839?tool=bestpractice.com
განვითარებული და ზოგიერთი განვითარებადი ქვეყნის ეპიდემიოლოგიური მონაცემი მიუთითებს, რომ პირველადი EBV ინფექცია ინაცვლებს უფრო ასაკიან პაციენტებში, რაც მოზარდებსა და მოზრდილებში მძიმე ინფექციების უფრო მაღალ მაჩვენებელს განაპირობებს.[20]Takeuchi K, Tanaka-Taya K, Kazuyama Y, et al. Prevalence of Epstein Barr virus in Japan: trends and future prediction. Pathol Int. 2006 Mar;56(3):112-6.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/16497243?tool=bestpractice.com
ინფექციური მონონუკლეოზის ეპიდაფეთქება იშვიათია, სავარაუდოდ, ეპშტეინ-ბარის ვირუსის ტრანსმისიულობის დაბალი მაჩვენებლიდან გამომდინარე. ინფექციური მონონუკლეოზის ინკუბაციური პერიოდი 30-დან 50 დღემდეა, თუმცა, აღნიშნული მცირეწლოვან ბავშვებში ალბათ, უფრო ხანმოკლეა. არ არსებობს ინფექციის განვითარებისადმი ძლიერი წინასწარგანწყობა სქესის ან რასობრივი კუთვნილების მიხედვით. ინფექციური მონონუკლეოზის ინციდენტობას სეზონურობა არ ახასიათებს.