ანამნეზი და გასინჯვა
ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
რისკ-ფაქტორების არსებობა
რისკფაქტორებია სქესობრივი აქტიურობა და კოცნა.
ცხელება
მერყეობს 37.8 °C-დან (100°F) 41.1°C-მდე (106°F); როგორც წესი <38.9°C (102°F).
გრძელდება 1-2 კვირის განმავლობაში; იშვიათად 5 კვირამდე.
გვხვდება შემთხვევათა 76%-ში.[34]
ფარინგიტი
შესაძლოა იყოს ექსუდაციური ან არაექსუდაციური.
ხშირად Streptococcus pyogenes-თი გამოწვეული ფარინგიტის მსგავსია.
ჩაცხრება მეორე კვირისთვის.
რბილ სასაზე შესაძლოა გამოვლინდეს პეტექიები.
გვხვდება პაციენტების 84%-ში.[34]
კისრის ან გენერალიზებული ლიმფადენოპათია
ლიმფური კვანძები როგორც წესი, მტკივნეული, არაერითემატოზული და შემოსაზღვრულია.
ყველაზე მკაფიოდ შესამჩნევია დაავადების მეორე კვირას.
გვხვდება შემთხვევათა 94%-ში.[34]
საერთო სისუსტე
გვხვდება შემთხვევათა 82%-ში.[34]
სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
სპლენომეგალია
ელენთის გადიდება იწყება პირველ კვირაში.
გრძელდება 3-4 კვირის განმავლობაში.
გვხვდება შემთხვევათა 52%-ში.[34]
იშვიათი
გამონაყარი
გვხვდება მოზრდილთა 10%-ში, თუმცა, სიმპტომი ბავშვების 1/3 -შია გამოხატული.[34]
ჩნდება ავადმყოფობის პირველ დღეებში; გრძელდება 1 კვირის განმავლობაში. შესაძლოა იყოს ერითემატოზული, მაკულოპაპულური ან წითელასმაგვარი.
მაკულოპაპულური მქავანა გამონაყარი, როგორც წესი, ვლინდება ინფექციური მონონუკლეოზით დაავადებულ მოზრდილებში ფარინგიტისთვის ამპიცილინით, ამოქსიცილინით ან ბეტალაქტამური ანტიბიოტიკებით მკურნალობის დაწყების შემდეგ.[45]
ლორწოვან გარსზე გამონაყარი და ქუთუთოების შეშუპება უფრო ხშირია მოზრდილებში.
ჰეპატიტის ნიშნები (ჰეპატომეგალია, სიყვითლე)
ღვიძლის დაზიანება გვხვდება ინფექციური მონონუკლეოზის შემთხვევათა 90%-ში, მაგრამ ხშირად სუბკლინიკურია და თვითგანკურნებადი. სიყვითლე გვხვდება პაციენტთა მცირე ნაწილთან (<5%).[46] ჰეპატომეგალია უფრო ხშირია მცირეწლოვან ბავშვებში და გვხვდება შემთხვევათა 12%-ში.[34]
ინფექციური მონონუკლეოზის სისტემური სიმპტომები, როგორც წესი, ვითარდება, როდესაც ეპშტეინ-ბარის ვირუსის ინფექცია აზიანებს ღვიძლს, თუმცა, რიგ შემთხვევებში, ღვიძლი შეიძლება იზოლირებულადაც იყოს ჩართული. დაფიქსირებულია ასევე ჰეპატიტის მძიმე ან ფატალური შემთხვევებიც, განსაკუთრებით იმუნოკომპრომისულ პაციენტებში.[46]
სიყვითლე
მოზრდილებში უფრო იშვიათია ყელის ტკივილი და ლიმფადენოპათია, თუმცა უფრო მეტად სავარაუდოა, ჰქონდეთ ჰეპატომეგალია და სიყვითლე (ჰეპატიტის გამო).[37] EBV მწვავე ინფექციის დროს ღვიძლის დაზიანება ვლინდება მსუბუქი ჰეპატიტით, უპირატესად ქოლესტაზური მახასიათებლებით, თუმცა კლინიკურად გამხატული სიყვითლით ყოველთვის არ ვლინდება.[47] მოზარდებსა და მოზრდილებში სიყვითლის საერთო სიხშირე დაახლოებით 9%-ია.[34]
მიალგია
ნანახია პაციენტების 28%-თან საწყისი გამოვლინების დროს.[35]
რისკფაქტორები
სუსტი
კოცნა
ეპშტეინ-ბარის ვირუსი ყველაზე ხშირად ნერწყვის საშუალებით გადადის, რის გამოც მას "კოცნის" დაავადებას უწოდებენ. ერთ-ერთ კვლევაში ეპშტეინ-ბარის ვირუსით გამოწვეული ინფექციური მონონუკლეოზის მქონე ყველა პაციენტს, დაავადების დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში აღენიშნებოდა პირ-ხახიდან ვირუსის გამოყოფა.[23] პროსპექტულ კვლევაში 24 ჯანმრთელი ინდივიდიდან, ანამნეზში EBV ინფექციით, 22-ს აღენიშნებოდა ნერწყვში ვირუსი 15 თვის განმავლობაში.[24]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას