პროგნოზი

ინფექციური მონონუკლეოზის პროგნოზი საკმაოდ კარგია ჯანმრთელ პირებში. სიკვდილი იშვიათია და როგორც წესი, გამოწვეულია სასუნთქი გზების ობსტრუქციით, ელენთის გაგლეჯით, ნევროლოგიური გართულებებით, ჰემორაგიით ან მეორეული ინფექციით.

პოსტინფექციური ქრონიკული დაღლილობის სინდრომი (CFS)

ამ სინდრომის აღრიცხული სიხშირე პაციენტებში, ინფექციური მონონუკლეოზის ანამნეზით, სხვადასხვა წყაროს მიხედვით განსხვავებულია, თუმცა, საბოლოო ჯამში მდგომარეობა არ არის მიჩნეული ძალიან გავრცელებულად. ზოგიერთი მცირე კვლევის მიხედვით, ასეთი პაციენტების ქვეჯგუფებისთვის ქრონიკული დაღლილობის სინდრომის პათოგენეზში ეპშტეინ-ბარის ვირუსი შესაძლოა, გარკვეულ როლს თამაშობდეს.[71][72][73] არ არსებობს მკაცრი მონაცემები, რომლის მიხედვითაც ეპშტეინ-ბარის ვირუსი რუტინულად მიიჩნეოდა აღნიშნული ხშირად განხილული სინდრომის ეტიოლოგიურ აგენტად.[48] მეტიც, ახალი მტკიცებულებები მიანიშნებს, რომ პოსტინფექციური ქრონიკული დაღლილობის სინდრომი რამდენიმე ვირუსული და არავირუსული ინფექციის ხშირი და სტერეოტიპული გამოსავალია.[74]

გრძელვადიან კოჰორტულ კვლევაში იმ ახალგაზრდა პაციენტების ნახევარს, რომელთაც განუვითარდათ ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ინფექციური მონონუკლეოზის შემდეგ, ხანგრძლივი შრომისუუნარობით, აღენიშნათ გამოხატული გაუმჯობესება, რაც მოიცავდა მათ დასაქმებას სრულ ან ნახევარ განაკვეთზე. ამგვარად, მოსალოდნელზე უკეთესი გამოსავალი აჩვენა.[75]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას