განხილვები პაციენტთან

არ არსებობს სპეციფიკური გაიდლაინები, რომლის მიხედვითაც რეკომენდაციას მივცემდით ათლეტს სპორტულ აქტივობაში დაბრუნების თაობაზე. მუდმივი რეკომენდაციაა ძლიერი ფიზიკური დატვირთვისგან თავის შეკავება 3-4 კვირის განმავლობაში (ზოგიერთ პაციენტში - 8 კვირამდე) და სიმპტომების კუპირებამდე. ეს ეხება აგრეთვე სპორტსმენებსაც. ამ პერიოდის შემდეგ ათლეტები, განსაკუთრებით, კონტაქტურ სპორტში ან შერკინებაში მოასპარეზე პირები, საჭიროებენ ელენთის ულტრაბგერითი გამოკვლევით შეფასებას.[99] სპლენომეგალიის არარსებობის შემთხვევაში პაციენტს უნდა დავრთოთ სპორტულ აქტივობებში დაბრუნების ნება სულ მცირე, 1 კვირის განმავლობაში მსუბუქი დატვირთვის პირობით, ხოლო შემდეგ სრული დატვირთვით, კარგი ამტანობის შემთხვევაში.

უნდა აღინიშნოს, რომ პაციენტები, ახლახან გადატანილი ავადმყოფობით, არ უნდა იყვნენ სისხლის ან პარენქიმული ორგანოების დონორები.

Centers for Disease Control and Prevention: Epstein-Barr virus and infectious mononucleosis Opens in new window

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას