კვლევები
1-ად შესაკვეთი გამოკვლევები
FBC
ტესტი
შემთხვევათა 70%-ში აღიშნება ლიმფოციტოზი 50%-ზე მეტი ლიმფოციტებით.[34] მაჩვენებელი ყველაზე მაღალია ავადმყოფობის მე-2 და მე-3 კვირას.[48]
ატიპური ლიმფოციტოზი 10%-ზე მაღალი მაჩვენებლით ნანახია შემთხვევათა 90%-მდე თუმცა, არასპეციფიკურია ეპშტეინ-ბარის ვირუსისთვის (EBV).[34]
ანემია და რეტიკულოციტოზი გვეხმარება იმ პაციენტების გამოვლენაში, რომელთაც აქვთ EBV ინფექციის შემდგომ განვითარებული ჰემოლიზური ანემია.
მცირეწლოვან ბავშვებში ჰემატოლოგიური დარღვევები შესაძლოა არ აღინიშნოს.
აღნიშნული ტესტი ზომიერი მგრძნობელობისაა.[39]
შედეგი
ლიმფოციტოზი, ატიპური ლიმფოციტოზი
ჰეტეროფილური ანტისხეულები
ტესტი
არასპეციფიკურია ეპშტეინ-ბარის ვირუსის ინფექციისთვის. IgM ანტისხეულები ახდენს ერითროციტების აგლუტინაციას სხვა სახეობებშიც (ცხვარი, ცხენი, თხა, ხარი).
ხშირად გამოიყენება ჰეტეროფილური ანტისხეულების გამოვლენის ტესტი -აგლუტინაციის თვისობრივი სწრაფი სლაიდ ტესტი, რომლის დროსაც იყენებენ ცხენის ან ხარის ერითროციტებს.
პრევალენტობა მწვავე ფაზაში მერყეობს 50%-დან 85%-მდე და დამოკიდებულია ასაკზე.[40] დეტექციის შემდეგ შესაძლოა მუდმივად დარჩეს 6-12 თვის განმავლობაში.
ჰეტეროფილურ ანტისხეულებზე 6 სხვადასხვა კომერციული ტესტის შემთხვევაში მგრძნობელობა მერყეობდა 81%-დან 95%-ის, ხოლო სპეციფიკურობა კი 98%-დან 100%-ის ჩათვლით.[38] თუმცა, აღნიშნულ ტესტებს მოზრდილებში დააავადების ადრეულ სტადიაზე შეიძლება შედარებით დაბალი მგრძნობელობა ახასიათებდეს. დაავადების პირველ კვირას ცრუ უარყოფითი შედეგის მაჩვენებელი 25%-ია, რაც იკლებს 5% და 10%-მდე მეორე და მესამე კვირაში.[37][39] ინფექციური მონონუკლეოზის მქონე მოზრდილი პაციენტების დაახლოებით 10%-ს ჰეტეროფილურ ანტისხეულებზე ტესტი მუდმივად უარყოფითი ექნება. ტესტის პასუხი შეიძლება ასევე უარყოფითი იყოს 4 წლამდე ასაკის ბავშვებში.[40] ცრუ დადებითი შედეგები შესაძლოა აღინიშნოს პაციენტებში, რომელთაც აქვთ: აუტოიმუნური დაავადებები, ციტომეგალოვირუსით ინფექცია, ტოქსოპლაზმოზი, წითურა და ლიმფომა. ცრუ დადებითი შედეგის მიღება ასევე შესაძლებელია ადრეული აივ ინფექციის შედეგად განვითარებული მწვავე რეტროვირუსული სინდრომის შემთხვევაში.
პაციენტებში, ინფექციური მონონუკლეოზის სიმპტომებით და ლიმფოციტოზით, მაგრამ უარყოფითი ჰეტეროფილური ანტისხეულებით, ნაჩვენებია ტესტირება ეპშტეინ-ბარის ვირუსის სპეციფიკურ ანტისხეულებზე.
შედეგი
დადებითი ჰეტეროფილური ანტისხეულები
ეპშტეინ-ბარის (EBV) ვირუსის სპეციფიკური ანტისხეულები
ტესტი
ტესტს აქვს მაღალი მგრძნობელობა და სპეციფიკურობა და უფრო სენსიტიურია, ვიდრე ჰეტეროფილური ანტისხეულების ტესტი; 6 კომერციული ტესტის მიხედვით მგრძნობელობა მერყეობდა 95%-დან 99%-მდე, ხოლო სპეციფიკურობა - 86%-დან 100%-ის ჩათვლით.[37][38][39] აღნიშნული ხშირად დადებითია მცირეწლოვან ბავშვებში, უსიმპტომო დაავადებით.
სპეციფიკური ანტიგენები მნიშვნელოვანია მწვავე და გადატანილი ინფექციების დიფერენცირებისთვის.
ვირუსული კაფსიდის ანტიგენის-IgM (VCA-IgM) დეტექცია პაციენტთა უმრავლესობაში შესაძლებელია სიმპტომების დაწყებისთანავე, პიკს აღწევს 2-3 კვირას და აღარ ისაზღვრება 4 თვეზე.
VCA-IgG პიკს აღწევს დაავადების დაწყებიდან მე-2 და მე-3 თვეს და მუდმივად რჩება მთელი სიცოცხლის განმავლობაში.
ადრეული ანტიგენის მიმართ ანტისხეულები (EA) იმატებს მწვავე ფაზაში; დეტექციის ზღურბლის ქვევითაა მე-3-4 თვეს ; EBV ინფექციის რეაქტივაციის შედეგად შესაძლოა ისევ გამოჩნდეს. ადრეული ანტიგენების მიმართ ანტისხეულების დეტექცია ასევე შესაძლებელია ზოგიერთ კლინიკურად ჯანმრთელ ინდივიდშიც.
ბირთვული ანტიგენისადმი ანტისხეულების (EBNA) დონე იმატებს კუპირების ფაზაში და დეტექცია შესაძლებელია მთელი სიცოცხლის განმავლობაში.[40] აღნიშნული ანტისხეულები წარმოიქმნება ინფიცირებიდან 6-8 კვირის შემდეგ და შეგვიძლია გამოვიყენოთ გადატანილი ინფექციის გამოსავლენად, აგრეთვე მწვავე EBV ინფექციის გამოსარიცხად.[41]
ეპშტეინ-ბარის ვირუსის ანტისხეულების, VCA-IgG, VCA-IgM და EBNA დეტექცია შესაძლებელია აღნიშნული ვირუსით გამოწვეული ენცეფალიტის მქონე პაციენტების თავზურგტვინის სითხეში.[49]
შედეგი
დადებითია EBV-სპეციფიკურ ანტისხეულებზე: VCA-IgM, VCA-IgG, EA, EBV EBNA
ღვიძლის ფუნქციური სინჯები
ტესტი
ტრანსამინაზის დონის მომატება, როგორც წესი, გარდამავალი და მსუბუქი ხასიათისაა (ნორმის ზედა ზღვარზე 2-3-ჯერ მაღალი), თუმცა, ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება მისი მნიშვნელოვნად უფრო მკვეთრი მომატება (ნორმის ზედა ზღვარზე 5-10-ჯერ მაღალი).[46]
შედეგი
მომატებულია
გასათვალისწინებელი კვლევები
პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია რეალური დროის რეჟიმში (RT-PCR)
ტესტი
პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია რეალურ დროში - ამპლიფიცირებული დნმ დეტექცია ხდება რეალურ დროში რეაქციის მიმდინარეობასთან ერთად. პირველადი EBV ინფექციისთვის ტესტის მგრძნობელობა 95%, ხოლო სპეციფიკურობა 97%-ია.[50]მეტაანალიზმა აჩვენა, რომ საერთო მგრძნობელობა PCR-ით EBV დნმ-ის დეტექციისთვის იყო 77%, ხოლო საერთო სპეციფიკურობა - 98%.[51]
ძვირადღირებულია და ხშირად არ გამოიყენება კლინიკურ პრაქტიკაში.
ტესტი შეიძლება ინფორმატიული იყოს სეროლოგიურად დაუზუსტებელი EBV ინფექციების დიაგნოსტიკისთვის.[42]
ეპშტეინ-ბარის ვირუსის ნუკლეინის მჟავის ამპლიფიკაციის ტესტი ინფორმატიულია EBV ენცეფალიტის მქონე პაციენტების თავზურგტვინის სითხეში ეპშტეინ-ბარის ვირუსის დეტექციისთვის.[49]
ახალი მონაცემები აჩვენებს, რომ PCR-ს აქვს უფრო მაღალი დიაგნოსტიკური მნიშვნელობა, ვიდრე VCA-IgG 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, განსაკუთრებით 3 წლამდე ასაკის ბავშვებში.[52]
შედეგი
ეპშტეინ-ბარის ვირუსის დნმ-ის დეტექცია
მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა
ტესტი
რუტინული გამოკვლევა არ არის, თუმცა, გვეხმარება სპლენომეგალიის დაფიქსირებაში, როდესაც აღნიშნული სიმპტომი გასინჯვით არ ვლინდება. თუ სპლენომეგალიასთან ერთად EBV სპეციფიკური ლაბორატორიული კვლევის შედეგები უარყოფითია, სპლენომეგალიის მიზეზის ასახსნელად უნდა ვიფიქროთ სხვა დიაგნოზზე.
ულტრაბგერითი გამოკვლევით შეგვიძლია ელენთის ზომის მონიტორინგი. ასევე, ელენთის ნორმალურ ზომებამდე აღდგენის შემოწმება, სანამ პაციენტს კონტაქტურ სპორტში მონაწილეობის ნებას დავრთავდეთ.
შედეგი
სპლენომეგალია
მუცლის ღრუს CT
ტესტი
ტარდება ჰემოდინამიკურად სტაბილურ პაციენტში, როდესაც საეჭვოა ელენთის გაგლეჯა.
შედეგი
ელენთის გაგლეჯა
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას