ანტივირუსული მედიკამენტები
კოკრეინის მიმოხილვამ, რომელიც მოიცავდა 7 რანდომიზებულ კონტროლირებად კვლევას, 333 პაციენტის მონაწილეობით, აჩვენა, რომ ანტივირუსული პრეპარატების (მაგ., აციკლოვირის, ვალაციკლოვირის) ეფექტურობა ინფექციური მონონუკლეოზის დროს გაურკვეველი, ხოლო მტკიცებულებების ხარისხი ძალიან დაბალია. პაციენტებში, რომელთაც ჩაიტარეს ანტივირუსული მკურნალობა, აღინიშნა გამოჯანმრთელებისთვის საჭირო დროის გაუმჯობესება (5 დღით), მაგრამ შედეგი არ იყო ზუსტი და გაუმჯობესების მაჩვენებელიც ასევე არ იყო მკაფიოდ განსაზღვრული.[63]De Paor M, O'Brien K, Fahey T, et al. Antiviral agents for infectious mononucleosis (glandular fever). Cochrane Database Syst Rev. 2016 Dec 8;(12):CD011487.
https://www.cochranelibrary.com/cdsr/doi/10.1002/14651858.CD011487.pub2/full
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/27933614?tool=bestpractice.com
აციკლოვირი დროებით ამცირებს ვირუსის გამოყოფას პირ-ხახაში, თუმცა, მისი გამოყენება სასარგებლო არ არის დაავადების სიმპტომების უკუგანვითარების ან გართულებების შემცირების თვალსაზრისით.[64]Torre D, Tambini R. Acyclovir for treatment of infectious mononucleosis: a meta-analysis. Scand J Infect Dis. 1999;31(6):543-7.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/10680982?tool=bestpractice.com
მიუხედავად იმისა, რომ მძიმე EBV ინფექციების მართვისას ანტივირუსული პრეპარატების როლი საკამათოა, ინფექციის მძიმე ფორმის გამოვლინებების დროს ექიმებმა შესაძლოა განიხილონ მათი გამოყენება იმუნოკომპეტენტურ პაციენტებში, როგორც დამატებითი თერაპია კორტიკოსტეროიდებით მკურნალობასთან ერთად.[42]Vouloumanou EK, Rafailidis PI, Falagas ME. Current diagnosis and management of infectious mononucleosis. Curr Opin Hematol. 2012 Jan;19(1):14-20.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/22123662?tool=bestpractice.com
[65]Rafailidis PIM. Antiviral treatment for severe EBV infections in apparently immunocompetent patients. J Clin Virol. 2010 Nov;49(3):151-7.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/20739216?tool=bestpractice.com
ასევე ტარდებოდა მცირე კვლევები და იყო ინფორმაცია მძიმე მწვავე IM-ის შემთხვევების წარმატებული მკურნალობის შესახებ ფოსკარნეტით (კომბინირებული პრედნიზოლონთან და ინტრავენურ იმუნოგლობულინთან), ვალაციკლოვირით, განციკლოვირით და ვალგანციკლოვირით.[66]Ma C, Wong KC, Wong BCK, et al. Cytokine responses in a severe case of glandular fever treated successfully with foscarnet combined with prednisolone and intravenous immunoglobulin. J Med Virol. 2009 Jan;81(1):99-105.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/19031455?tool=bestpractice.com
[67]Balfour HH, Hokanson KM, Schacherer RM, et al. A virologic pilot study of valacyclovir in infectious mononucleosis. J Clin Virol. 2007 May;39(1):16-21.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/17369082?tool=bestpractice.com
[68]Adams LA, Deboer B, Jeffrey G, et al. Gancyclovir and the treatment of Epstein-Barr virus hepatitis. J Gastroenterol Hepatol. 2006 Nov;21(11):1758-60.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/16984606?tool=bestpractice.com
[69]Yager JE, Magaret AS,3, Kuntz SR, et al. Valganciclovir for the suppression of Epstein-Barr virus replication. J Infect Dis. 2017 Jul 15;216(2):198-202.
https://academic.oup.com/jid/article-abstract/216/2/198/3858428?redirectedFrom=fulltext
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/28838145?tool=bestpractice.com
პიდოტიმოდი
საკვლევი სინთეზური დიპეპტიდის მოლეკულა იმუნოსტიმულატორული თვისებებით. წინასწარმა რანდომიზებულმა კონტროლირებადმა კვლევამ ბავშვებში აჩვენა, რომ პიდოტიმოდი ამცირებდა დროს გამოჯანმრთელებამდე: პაციენტთა დაახლოებით 90% გამოჯანმრთელდა 2 კვირის განმავლობაში, მაშინ როდესაც საკონტროლო ჯგუფიდან,დროის იგივე პერიდში გამოჯანმრთელდა მხოლოდ 20%. პიდოტიმოდი ასევე ამცირებს მეორადი ინფექციის რისკს.[70]La Mantia I, Varricchio A, Andaloro C, et al. Pidotimod in children with infectious mononucleosis: a preliminary randomized controlled study. J Biol Regul Homeost Agents. 2020 Jul-Aug;34(4):1597-9.
https://www.doi.org/10.23812/20-236-L
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/33222434?tool=bestpractice.com
საჭიროა შემდგომი კვლევა.