შემთხვევის ანამნეზი
შემთხვევის ანამნეზი
16 წლის სტუდენტი შემოდის ცხელებით, ყელის ტკივილითა და დაღლილობით. ერთი კვირის წინ მან თავი შეუძლოდ იგრძნო. მისი სიმპტომები თანდათანობით უარესდება, უჭირს ყლაპვა. გოგონას ყოველდღე ჰქონდა ცხელება, ხოლო ამ დილით ძალიან გაუჭირდა საწოლიდან ადგომა. იგი ვერ იხსენებს ბოლო დროს მსგავსი ავადმყოფობის მქონე რომელიმე პირთან კონტაქტს. გასინჯვისას აღენიშნება ცხელება და გამოიყურება ავადმყოფურად. ვლინდება კისრის ლიმფური კვანძების გადიდება, ექსუდაციური ფარინგიტი, პეტექიებით რბილ სასაზე და სუსტი ერითემატოზული მაკულური გამონაყარი ტორსსა და მკლავებზე.
სხვა გამოვლინებები
ინფექციური მონონუკლეოზის დიაგნოზი არცთუ ისე იშვიათია ცხელების მქონე მოგზაურებში და შესწავლილია, რომ პაციენტთა ამ ჯგუფში მაღალია ეპშტეინ-ბარის ვირუსზე (EBV) უარყოფითი მონონუკლეოზის სინდრომის წილი.[4] დაფიქსირებულია ელენთის გაგლეჯის შემთხვევები ინფექციური მონონუკლეოზით დაავადებული პაციენტებში საწყისი გამოვლინების დროს ან დამახასიათებელი სიმპტომების განვითარებამდე.[5] ხანდაზმულებში დაავადება შესაძლოა გამოვლინდეს ჰეპატიტით ან უცნობი ეტიოლოგიის ცხელებით.[6][7] პაციენტებს შეიძლება აღენიშნოთ ნევროლოგიური დარღვევა ინფექციური მონონუკლეოზის დამახასიათებელი თანმხლები ნიშნების გარეშე, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში ნევროლოგიური დარღვევა (მაგ., სახის ნერვის დამბლა, გიენ-ბარეს სინდრომი, ენცეფალიტი) ბავშვებში შესაძლოა იყოს EBV ინფექციის ერთადერთი გამოვლინება.[8][9] ბავშვებში სხვა იშვიათი გამოვლინებებია: მწვავე დაკრიოსციტიტი, ზედა სასუნთქი გზების ობსტრუქცია, პნევმონია, მწვავე მიოკარდიტი, აპლაზიური ანემია, აგრანულოციტოზი, თირკმლის დისფუნქცია, სასქესო ორგანოების წყლული, ჰეპატიტი, ქოლეცისტიტი, ღვიძლის მწვავე უკმარისობა, ფსიქოზური ეპიზოდები, დეპრესია, ალერგია, ჰოჯკინის ლიმფომა, ბერკიტის ლიმფომა და სხვა სიმსივნე.[10]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას