მკურნალობის ალგორითმი

მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულა/შეყვანის გზა და დოზა შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდის, ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით: იხილეთ გაფრთხილება

მწვავე

ჯანმო- C ჯგუფი (დადასტურებული საგანგაშო ნიშნები)

Back
1-ლი რიგის –

გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა C ჯგუფი:

დადასტურებული საგანგაშო ნიშნები; ინფექციის კრიტიკული ფაზა, პლაზმის მძიმე ხარისხის გაჟონვა (შოკით ან მის გარეშე), ძლიერი ჰემორაგია ან ორგანოთა მძიმე უკმარისობა (მაგ. ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობა, კარდიომიოპათია, ენცეფალოპათია ან ენცეფალიტი).[2]

აღნიშნული პაციენტები საჭიროებენ გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას. ხელმისაწვდომი უნდა იყოს ინტენსიური თერაპიის დაწესებულებები და სისხლის გადასხმა. საჭიროა პაციენტის კრიტიკულ ფაზის ხანგრძლივობის და წინა პერიოდში არსებული სითხის ბალანსის დადგენა.[2]

დენგეს ენდემურ რეგიონებში დენგეს ინფექციის შესაძლო შემთხვევების ტრიაჟი საჭიროა განხორციელდეს ჰოსპიტლის სპეციალურად გამოყოფილ განყოფილებაში. დენგეს ენდემურ რეგიონებში ინფექციის საეჭვო, შესაძლო და დადასტურებული შემთხვევები, რაც შეიძლება სწრაფად ექვემდებარება შეტყობინებას შესაბამის სამთავრობო ორგანოებთან, ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის სათანადო ზომების მისაღებად,[2]

Back
პლიუს –

ინტრავენური სითხეების სწრაფი გადასხმა

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

ჯანმოს ალგორითმების მიხედვით რეკომენდებულია კრისტალოიდური და კოლოიდური ინტრავენური ხსნარების სწრაფი შეყვანა, 24-48 საათის განმავლობაში.[1][75] ინფუზიის სიჩქარე თანდათან უნდა შემცირდეს პლაზმის გაჟონვის შემცირებასთან ერთად.[2]

შესაძლებელია ქვემოთ მოცემული ფორმულის გამოყენება, თუმცა, ასევე დაფიქსირებულია სხვა ფორმულებიც. ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ ადგილობრივი პროტოკოლების რეკომენდაციები. შენარჩუნება (M) + 5% სითხის დეფიციტი (M = 100 მლ/კგ სხეულის წონის პირველ 10 კილოგრამზე, 50 მლ/კგ წონის მეორე 10 კილოგრამზე, ხოლო 20 მლ/კგ ყოველ კილოგრამზე, როცა სხეულის წონა 20-დან 50 კგ-მდეა; და 5% სითხის დეფიციტი გამოითვლება, როგორც 50 მლ/კგ 50 კილოგრამამდე) 48 საათის განმავლობაში.[1][75] მაგალითად, მოზრდილი ადამიანისთვის, წონით 50 კგ ან მეტი, სითხის ჯამური დასაშვები ნორმა 48 საათის განმავლობაში შეადგენს 4600 მლ-ს.

ორსულებისთვის განკუთვნილ ფორმულაში უნდა გამოიყენოთ სხეულის ორსულობამდელი წონა.[1][101] ბავშვებისათვის განკუთვნილ ფორმულაში უნდა გამოიყენოთ სხეულის იდეალური წონა. ბავშვებში პლაზმის გაჟონვა შეიძლება იყოს მცირე და უფრო სწრაფად პასუხობდეს რეჰიდრატაციას.[1]

კოლოიდური ხსნარების გამოყენებას (მაგ., დექსტრანი 70) არ აქვს კლინიკური უპირატესობა კრისტალოიდებთან შედარებით (მაგ.0.9% ფიზიოლოგიური ხსნარი, რინგერ ლაქტატი).[98][99][100] 0.9%-იანი ფიზიოლოგიური ხსნარი, რინგერის ლაქტატი). ჯანმოს გაიდლაინებში ნათლადაა ახსნილი, თუ როდის უნდა გამოიყენოთ კოლოიდური ხსნარები (მაგ.[1][2]

გართულებული შოკი, რეზისტენტობა კრისტალოიდების გადასხმაზე). პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ დიურეზი ჰიპოკალიემიით. ამ შემთხვევაში, ინტრავენური სითხეების გადასხმა უნდა შეწყდეს და პაციენტს მიეცეს კალიუმით მდიდარი სითხე.

საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა ინტრავენური სითხეების გამოყენებისას, რათა თავი ავარიდოთ სითხის ჭარბ გადასხმას. რეფრაქტორულ, არასტაბილურ პაციენტებში ამჟამად მიღწეულია კონსენსუსი კოლოიდური ხსნარებისა და სისხლის ადრეული გადასხმის შესახებ.

Back
პლიუს –

მეთვალყურეობა

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

პაციენტს მკაცრად უნდა დავაკვირდეთ, შევაფასოთ სასიცოცხლო ნიშნები, პერიფერიული პერფუზია, სითხის ბალანსი, ჰემატოკრიტი, თრომბოციტების რაოდენობა, შარდის გამოყოფა, სისხლში გლუკოზა, ღვიძლის ფუნქციური სინჯები, თირკმლის პროფილი, კოაგულაციის პროფილი, სხვა ორგანოების ფუნქციური ტესტები.[2]

ორსულობა ასოცირებულია სხვადასხვა ფიზიოლოგიურ ცვლილებებთან; შესაბამისად, ინფექციის პირველ დღეს უნდა ჩაინიშნოს ბაზისური პარამეტრები და შემდგომი შედეგების ინტერპრეტაცია განხორციელდეს სიფრთხილით. ლაბორატორიული პარამეტრები შეიძლება შეიცვალოს ისეთი გართულებების გამო, როგორიცაა პრეეკლამფსია ან HELLP სინდრომი.[1][101]

ასციტი, პლევრული გამონაჟონი) რთულია ორსულებში. რეკომენდებულია ულტრაბგერის ადრეული გამოყენება.[1][101]

რადგანაც ბავშვებში მაღალია მძიმე ინფექციის რისკი, ლაბორატორიული პარამეტრები, როგორიცაა ჰემატოკრიტი, თრომბოციტების რაოდენობა და შარდის გამოყოფა, რეგულარულად უნდა შეფასდეს.

Back
განიხილე –

სხვა მიზეზების გამოკვლევა და მართვა

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ზოგიერთი პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

როგორც წესი, პაციენტის მდგომარეობა სტაბილური ხდება რეჰიდრატაციიდან რამდენიმე საათის შემდეგ. თუ მდგომარეობა კვლავ არასტაბილურია, უნდა გამოვიკვლიოთ და შესაბამისად ვმართოთ სხვა ხელშემწყობი ისეთი მიზეზები, როგორიცაა მეტაბოლური აციდოზი, ელექტროლიტური დისბალანსი (მაგ., ჰიპოკალციემია, ჰიპოგლიკემია), მიოკარდიტი ან ღვიძლის ნეკროზი.

Back
განიხილე –

სისხლის გადასხმა

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ზოგიერთი პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

თუ პაციენტი არ გამოკეთდება და ჰემატოკრიტი შემცირდება, ეჭვი უნდა მივიტანოთ შინაგან სისხლდენაზე და დაუყოვნებლივ დავიწყოთ სისხლის გადასხმა; თუმცა, საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა სითხით გადატვირთვის თავიდან ასაცილებლად. რეფრაქტორულ, არასტაბილურ პაციენტებში ამჟამად მიღწეულია კონსენსუსი კოლოიდური ხსნარებისა და სისხლის ადრეული გადასხმის შესახებ.[2]

თრომბოციტების პროფილაქტიკური გადასხმა იშვიათადაა საჭირო (თრომბოციტების ძალიან მცირე რაოდენობის შემთხვევაშიც კი) და რეკომენდებული არაა, გარდა იმ სიტუაციაში, როცა აქტიური სისხლდენა ვინდება.[2]

ერთი მულტიცენტრული, ღია ეტიკეტის, რანდომიზებული კვლევით დადგინდა, რომ თრომბოციტების პროფილაქტიკური ტრანსფუზია დამხმარე თერაპიასთან ერთად არ იყო უპირატესი მხოლოდ დამხმარე თერაპიასთან შედარებით, სისხლდენის პროფილაქტიკის თვალსაზრისით, დენგეს და თრომბოციტემიის მქონე პაციენტებში და შეიძლება არასასურველი მოვლენებიც კი გამოიწვიოს (მაგ. ურტიკარია, ანაფილაქსია, ტრანსფუზიასთან დაკავშირებული ფილტვის მწვავე დაზიანება, სითხით გადატვირთვა).[103]

Back
პლიუს –

კლინიკიდან გაწერის დაგეგმვა

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

კონვალესცენტურ ფაზაზე მიუთითებს კლინიკური პარამეტრების გაუმჯობესება, ასევე პაციენტი აღნიშნავს მადის დაბრუნებას და თავს უკეთ გრძნობს.

მას შემდეგ, რაც პაციენტი თავს კარგად იგრძნობს და ცხელება 48 საათის განმავლობაში აღარ გამოვლინდება, ხოლო თრომბოციტების რაოდენობა მოიმატებს და ჰემატოკრიტი დასტაბილურდება, შესაძლებელია პაციენტის გაწერა.[2]

ჯანმო- B ჯგუფი (განვითარებადი საგანგაშო ნიშნები)

Back
1-ლი რიგის –

ჰოსპიტალიზაცია B ჯგუფი:

ჯგუფი B: საგანგაშო ნიშნების არსებობა (ე.ი. მუცლის ტკივილი ან მტკივნეულობა, პერსისტენტული ღებინება, კლინიკურად სითხის აკუმულირება, კერძოდ ასციტი ან პლევრული ეფუზია, ლორწოვანიდან სისხლდენა, ლეთარგია/მოუსვენრობა, ღვიძლის გადიდება >2 სმ-ით, ჰემატოკრიტის მატება თრომბოციტების რაოდენობის სწრაფ კლებასთან ერთად); სერიოზული ინფექციების თანმხლები რისკ-ფაქტორები (მაგ. ორსულობა, უკიდურესი ასაკები, სიმსუქნე, დიაბეტი, თირკმლის უკმარისობა, ჰემოლიზური დაავადებები); ნაკლები ოჯახური ან სოციალური მხარდაჭერა (მაგ. პაციენტები, რომლებიც ცხოვრობენ მარტო ან შორს სამედიცინო დაწესებულებებიდან, სანდო ტრანსპორტის გარეშე); ჰემატოკრიტის მატება თრომბოციტების რაოდენობის სწრაფ კლებასთან ერთად.[2]

აღნიშნული პაციენტები ჰოსპიტალიზაციას ექვემდებარებიან. უნდა შეფასდეს ინფექციის სიმძიმე და სტადია (ფებრილური ან კრიტიკული).[2]

დენგეს ენდემურ რეგიონებში დენგეს ინფექციის შესაძლო შემთხვევების ტრიაჟი საჭიროა განხორციელდეს ჰოსპიტლის სპეციალურად გამოყოფილ განყოფილებაში. დენგეს ენდემურ რეგიონებში ინფექციის საეჭვო, შესაძლო და დადასტურებული შემთხვევები, რაც შეიძლება სწრაფად ექვემდებარება შეტყობინებას შესაბამის სამთავრობო ორგანოებთან, ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის სათანადო ზომების მისაღებად,[2]

Back
პლიუს –

პერორალური ან ინტრავენური სითხეები

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

თუ პაციენტი ადრეულ კრიტიკლ ფაზაში არ არის (პლაზმის გაჟონვა), მოწოდებულია პერორალური სითხეების მიღება (მაგ. დაახლოებით 2500 მლ/24 საათში მოზრდილებში ან ასაკის შესაბამისი შემანარჩუნებელი მოცულობა ბავშვებში).

თუ ეს შეუძლებელია ან პაციენტი გადადის კრიტიკულ ფაზაში (იმატებს ჰემატოკრიტი, ვლინდება ჰიპოალბუმინემია, პროგრესირებადი ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, მესამე სივრცის სითხის დაკარგვა და პულსური წნევის შევიწროება პოზიციურ კლებასთან ერთად), ინტრავენური გადასხმა 0.9%-იანი ფიზიოლოგიური ხსნარით (ან რინგერის ლაქტატით) უნდა დაიწყოს ზემოთ აღწერილი (შენარჩუნება +5% სითხის დეფიციტი) ფორმულით და გაგრძელდეს 24-48 საათს.[1][75] ინფუზიის სიჩქარე თანდათან უნდა შემცირდეს პლაზმის გაჟონვის შემცირებასთან ერთად.[2]

შესაძლებელია ქვემოთ მოცემული ფორმულის გამოყენება, თუმცა, ასევე დაფიქსირებულია სხვა ფორმულებიც. ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ ადგილობრივი პროტოკოლების რეკომენდაციები. შენარჩუნება (M) + 5% სითხის დეფიციტი (M = 100 მლ/კგ სხეულის წონის პირველ 10 კილოგრამზე, 50 მლ/კგ წონის მეორე 10 კილოგრამზე, ხოლო 20 მლ/კგ ყოველ კილოგრამზე, როცა სხეულის წონა 20-დან 50 კგ-მდეა; და 5% სითხის დეფიციტი გამოითვლება, როგორც 50 მლ/კგ 50 კილოგრამამდე) 48 საათის განმავლობაში.[1][101] მაგალითად, მოზრდილი ადამიანისთვის, წონით 50 კგ ან მეტი, სითხის ჯამური დასაშვები ნორმა 48 საათის განმავლობაში შეადგენს 4600 მლ-ს.

ორსულებისთვის განკუთვნილ ფორმულაში უნდა გამოიყენოთ სხეულის ორსულობამდელი წონა.[1][101] ბავშვებისათვის განკუთვნილ ფორმულაში უნდა გამოიყენოთ სხეულის იდეალური წონა. ბავშვებში პლაზმის გაჟონვა შეიძლება იყოს მცირე და უფრო სწრაფად პასუხობდეს რეჰიდრატაციას.[1]

კოლოიდური ხსნარების გამოყენებას (მაგ., დექსტრანი 70) არ აქვს კლინიკური უპირატესობა კრისტალოიდებთან შედარებით (მაგ.0.9% ფიზიოლოგიური ხსნარი, რინგერ ლაქტატი).[98][99][100] 0.9%-იანი ფიზიოლოგიური ხსნარი, რინგერის ლაქტატი). ჯანმოს გაიდლაინებში ნათლადაა ახსნილი, თუ როდის უნდა გამოიყენოთ კოლოიდური ხსნარები (მაგ.[1][2]

გართულებული შოკი, რეზისტენტობა კრისტალოიდების გადასხმაზე). პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ დიურეზი ჰიპოკალიემიით. ამ შემთხვევაში, ინტრავენური სითხეების გადასხმა უნდა შეწყდეს და პაციენტს მიეცეს კალიუმით მდიდარი სითხე.

საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა ინტრავენური სითხეების გამოყენებისას, რათა თავი ავარიდოთ სითხის ჭარბ გადასხმას.

Back
პლიუს –

მეთვალყურეობა

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

მკურნალობის მთელი პროცესის განმავლობაში საჭიროა პაციენტზე ახლო დაკვირვება, მათ შორის სასიცოცხლო ნიშნების შეფასება, პერიფერიული პერფუზიის, სითხის ბალანსის, ჰემატოკრიტის, თრომბოციტების რაოდენობის, შარდის გამოყოფის, ტემპერატურის, სისხლში გლუკოზის, ღვიძლის ფუნქციური სინჯების (LFT), თირკმლის პროფილისა და კოაგულაციის შეფასება.[2]

ორსულობა ასოცირებულია სხვადასხვა ფიზიოლოგიურ ცვლილებებთან; შესაბამისად, ინფექციის პირველ დღეს უნდა ჩაინიშნოს ბაზისური პარამეტრები და შემდგომი შედეგების ინტერპრეტაცია განხორციელდეს სიფრთხილით. ლაბორატორიული პარამეტრები შეიძლება შეიცვალოს ისეთი გართულებების გამო, როგორიცაა პრეეკლამფსია ან HELLP სინდრომი.[1][101]

ასციტი, პლევრული გამონაჟონი) რთულია ორსულებში. რეკომენდებულია ულტრაბგერის ადრეული გამოყენება.[1][101]

რადგანაც ბავშვებში მაღალია მძიმე ინფექციის რისკი, ლაბორატორიული პარამეტრები, როგორიცაა ჰემატოკრიტი, თრომბოციტების რაოდენობა და შარდის გამოყოფა, რეგულარულად უნდა შეფასდეს.

Back
პლიუს –

კლინიკიდან გაწერის დაგეგმვა

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

კონვალესცენტურ ფაზაზე მიუთითებს კლინიკური პარამეტრების გაუმჯობესება, ასევე პაციენტი აღნიშნავს მადის დაბრუნებას და თავს უკეთ გრძნობს.

მას შემდეგ, რაც პაციენტი თავს კარგად იგრძნობს და ცხელება 48 საათის განმავლობაში აღარ გამოვლინდება, ხოლო თრომბოციტების რაოდენობა მოიმატებს და ჰემატოკრიტი დასტაბილურდება, შესაძლებელია პაციენტის გაწერა.[2]

ჯანმო- A ჯგუფი (საგანგაშო ნიშნების გარეშე)

Back
1-ლი რიგის –

მართვა სახლის პირობებში A ჯგუფი:

საგანგაშო ნიშნების გარეშე (განსაკუთრებით ცხელების კუპირებისას); შეუძლია პერორალური სითხის საკმარისი მოცულობის ატანა და შარდავს სულ მცირე 6 საათში ერთხელ; სისხლის ანალიზი და ჰემატოკრიტი თითქმის ნორმაშია.[2]

შეგვიძლია პაციენტები სახლში გავწეროთ და შემდეგ ყოველდღიურად შევაფასოთ დაავადების პროგრესირება მანამ, სანამ კრიტიკული პერიოდი არ გაივლის.[2]

დენგესთვის სპეციფიკურ რეგიონებში, დენგეს შესაძლო, საეჭვო და დადასტურებული შემთხვევები ექვემდებარება შეტყობინებას შესაბამის ორგანოებთან რაც შეიძლება მალე, რათა მიღებულ იქნას ინფექციის გავრცელების საპრევენციო ზომები.[2]

Back
პლიუს –

პერორალური სითხეები

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

პაციენტს უნდა მოვუწოდოთ მიიღოს პერორალური სითხეები (დაახლოებით 2500 მლ/24 საათში მოზრდილისთვის, ან ასაკისთვის შესაბამისი შემანარჩუნებელი მოცულობა ბავშვებისთვის).[1]

პერორალური ჰიდრატაციის პროდუქტები, ხილის წვენები და სუპები უმჯობესია წყალთან შედარებით. თავი უნდა ავარიდოთ წითელი ან ყავისფერი შეფერილობის სითხეების მიღებას, რადგანაც შესაძლოა დაბნეულობა გამოვიწვიოთ პირნაღებ მასაში ჰემატემეზისის შეცდომით დიაგნოსტირების კუთხით.

Back
პლიუს –

მეთვალყურეობა

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

პაციენტებს უნდა დავაკვირდეთ საგანგაშო ნიშნების განვითარებაზე. საგანგაშო ნიშნების აღწერის საინფორმაციო ფურცელი უნდა გადაეცეს პაციენტს. მას უნდა ავუხსნათ, რომ კლინიკაში დაბრუნება აუცილებელია რომელიმე აღწერილი ნიშნის გამოვლენის შემთხვევაში. ყოველდღიურად უნდა გაკეთდეს სისხლის საერთო ანალიზი.[2]

საგანგაშო ნიშნებია: მუცლის ტკივილი ან მტკივნეულობა, პერსისტენტული ღებინება, კლინიკურად სითხის დაგროვება, ლორწოვანიდან სისხლდენა, ლეთარგია/მოუსვენრობა, ღვიძლის გადიდება >2 სმ, ჰემატოკრიტის მატება თრომბოციტების რაოდენობის სწრაფი კლებით.[2]

Back
განიხილე –

ნელთბილი საფენები/ან პარაცეტამოლი

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ზოგიერთი პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

ცხელების შესამსუბუქებლად შესაძლოა ნელთბილი საფენების გამოყენება.

ცხელების ან ტკივილის საწინააღმდეგოდ შესაძლებელია პარაცეტამოლის ნორმალური დოზის გამოყენება; თუმცა, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების გამოყენებისაგან თავი უნდა შევიკავოთ სისხლდენისადმი მიდრეკილების გამო.[2]

პირველადი პარამეტრები

პარაცეტამოლი: ბავშვები: 10-15 მგ/კგ პერორალურად, ყოველ 4-6 საათში ერთხელ საჭიროებისამებრ, 75 მგ/კგ/დღეში; მოზრდილები: 500-1000 მგ პერორალურად ყოველ 4-6 საათში ერთხელ საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ 4000 მგ/დღეში

back arrow

აირჩიეთ პაციენტების ჯგუფი ჩვენი რეკომენდაციების სანახავად

მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულაცია/შეყვანის გზა და დოზირება შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდების, წამლების ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით. იხილეთ გაფრთხილება

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას