პირველადი პრევენცია

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) რეკომენდაციას უწევს დენგეს ინფექციის პრევენციისა და კონტროლის სტრატეგიებს. დენგეს ენდემურ რეგიონებს ასევე აქვთ საკუთარი პრევენციული პროგრამები და ინიციატივები. ყველა პრევენციული პროგრამის საფუძველია დაავადების ეპიდზედამხედველობა დენგეს ეპიდემიების დაფიქსირების მიზნით. დენგეს ენდემურ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა ინფორმირებული უნდა იყოს დენგეს ვირუსული ინფექციის შესახებ, მისი სიმპტომების ამოცნობისა და დაავადების გადადების პრევენციის თაობაზე.[1][2]

პრევენციული ზომებია:[1]

  • დაგუბებული წყლის წყაროების მუდმივი მოშორება, რათა კოღოები არ დასახლდნენ და გამრავლდნენ

  • კოღოების ნაკბენის თავიდან არიდება შესაბამისი ტანსაცმლის ტარებით, რათა კანი არ იყოს ექსპოზირებული, განსაკუთრებით დღისით. ინსექტიციდების, კოღოების საწინააღმდეგო სპრეის, კოღოების დამჭერი რგოლებისა და ბადეების გამოყენება

    • N,N-დიეთილ-მეტა-ტოლუამიდი (DEET) ზოგადად ყველაზე კარგი რეპელენტია; თუმცა არსებობს მონაცემები, რომ მეორე რიგის აგენტის სახით სასურველია პიკარიდინის გამოყენება.[56]

  • დენგეს ცხელებით ავადმყოფ პაციენტებთან ახლოს კოღოების დამჭერი რგოლებისა და ბადეების გამოყენება, რათა კოღომ არ უკბინოს ინფიცირებულ პირს და არ გადაიტანოს ინფექცია.

ვაქცინები

  • ოთხვალენტიანი ვაქცინა (Dengvaxia®) ხელმისაწვდომია დაახლოებით 20 ქვეყანაში. 2018 წლის ბოლოს ის დამტკიცდა ევროპაში, ხოლო 2019 წლის მაისში - აშშ-ში. ვაქცინა, რომელიც ასევე ცნობილია CYD-TDV-ის სახელწოდებით, არის ცოცხალი, ატენუირებული, რეკომბინანტური. ვაქცინაცია ხდება 0, 6 და 12 თვის ასაკში.[57]​ ითვლება, რომ დაცვა გრძელდება სერიის ბოლო დოზის შემდეგ მინიმუმ 6 წლის განმავლობაში.[58]

    • WHO რეკომენდაციას უწევს ვაქცინას 9-დან 45 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის, რომელთაც გადაიტანეს დადასტურებული ინფექცია.[59]

    • აშშ-ში ის დამტკიცებულია დენგეს ვირუსის 1, 2, 3 და 4 სეროტიპებით გამოწვეული ინფექციის პრევენციისთვის მხოლოდ 9-დან 16 წლამდე ასაკის ადამიანებში, რომელთაც გადაიტანეს ლაბორატორიულად დადასტურებული ინფექცია და ცხოვრობენ ენდემურ რეგიონებში (მაგ., ამერიკული სამოა, გუამი, პუერტო რიკო და აშშ-ის ვირჯინიის კუნძულები).

    • ევროპაში ის დამტკიცებულია დენგეს 1, 2, 3 და 4 სეროტიპით გამოწვეული ვირუსული დაავადების პროფილაქტიკისთვის 6-დან 45 წლამდე ასაკის ადამიანებში, რომელთაც წრსულში ლაბორატორიულად დადასტურებული აქვთ დენგეს ინფექცია.

  • ადამიანები, რომლებიც ადრე არ იყვნენ ინფიცირებულნი დენგეს ვირუსით და იღებენ Dengvaxia®-ს ვაქცინას, ვაქცინაციის შემდეგ დენგეს ვირუსით ინფიცირებისას, შესაძლოა იმყოფებოდნენ მძიმე ფორმის დენგეს ინფექციის განვითარების რისკის ქვეშ.

    • ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის იმუნიზაციის სტრატეგიული საკონსულტაციო ექსპერტთა ჯგუფის (SAGE) მიერ რეკომენდებულია ვაქცინის გამოყენება მხოლოდ იმ ადამიანებში, რომლებიც უკვე იყვნენ დენგეს ვირუსით ინფიცირებულნი (სეროპოზიტიურები), რაც იდენტიფიცირდება სათანადო პრევაქცინაციური სკრინინგით. პრაქტიკაში ეს შეიძლება მისაღწევი იყოს, რადგან სამედიცინო მომსახურების ადგილზე ტესტირება ხშირად შესაფერისი არ არის. ეს რეკომენდაცია ეფუძნება ხანგრძლივ შემდგომ დაკვირვებას, რომელმაც გამოავლინა, რომ ვაქცინის ეფექტურობა პირველი ვაქცინაციიდან 25 თვის ფარგლებში უფრო დაბალია სერონეგატიურ პაციენტებში, ხოლო დენგეს ჰოსპიტალიზაციის და მძიმე დენგეს რისკი იმატებს სერონეგატიურ პაციენტებში, პირველი ვაქცინაციიდან დაახლოებით 30 თვეში.[60]

    • დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრების (CDC) რეკომენდაციით, დენგეს გადატანილი ინფექციის ნიშნები დგინდება შემდეგი კვლევებით: დენგეს უკუტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (RT-PCR) ტესტის დადებითი შედეგით; დენგეს NS1 ანტიგენის ტესტის დადებითი შედეგით; ან დენგეს ვირუსის საწინააღმეგო იმუნოგლობულინი G ტესტზე დადებითი შედეგით, ორსაფეხურიანი ტესტირების ალგორითმით. იმუნოგლობულინი M ტესტირების ერთი დადებითი შედეგი არ არის საკმარისი მტკიცებულება გადატანილი დენგეს ინფექციის დასადასტურებლად, დენგეს ენდემურ რეგიონებში სხვა მოცირკულირე ფლავივირუსებთან პოტენციური ჯვარედინი რეაქტიულობის გამო.[61]

    • ვაქცინაცია იწყება დენგეს ინფექციის გადატანიდან 6 თვის შემდეგ.[57]

  • აშშ-ში იმუნიზაციის პრაქტიკის მრჩეველთა კომიტეტი რეკომენდაციას უწევს Dengvaxia® ვაქცინაციას 9-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვებში, გადატანილი დენგეს ინფექციით და ვინც ცხოვრობს დენგეს ენდემურ რეგიონებში.[62]

    • ვაქცინაციის დაწყებამდე საჭიროა დენგეს გადატანილი ინფექციის ნიშნების არსებობის დადგენა.

  • დენგვაქსია®-ს ეფექტურობის მტკიცებულებები მწირია.

    • ვაქცინის ეფექტურობა ვირუსოლოგიურად დადასტურებული დაავადების საწინააღმდეგოდ 2-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვებში შეადგენს 82%-ს, ხოლო ჰოსპიტალიზაციის საწინააღმდეგოდ დაფიქსირებული ეფექტურობა 79%-ს და მძიმე დაავადების საწინააღმდეგოდ- 84%-ს.[63][64]

    • 2-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში ჩატარებულმა სისტემურმა მიმოხილვამ და მეტაანალიზმა აჩვენა, რომ ვაქცინის ჯამური ეფექტურობა 13 თვიანი დაკვირვების პერიოდის ბოლოს ვაქცინის 3 დოზის მიღების შემდეგ 60%-ს შეადგენდა. სეროტიპ-სპეციფიკური ეფექტურობა ყველაზე მაღალი იყო მე-3 (75%) და მე-4 სეროტიპისთვის (77%). იმუნოგენობა უფრო მაღალი იყო მე-2 და მე-3 სეროტიპისთვის. ვაქცინა ჩაითვალა შედარებით უსაფრთხოდ, რადგან ის მნიშნელოვნად ნაკლებ არასასურველ ეფექტებს იწვევდა ბავშვთა ასაკში ამჟამად ადმინისტრირებულ ვაქცინებთან (მაგ. ტეტანუსი, დიფტერია) შედარებით. ყველაზე ხშირი არსასურველი ეფექტები იყო თავის ტკივილი და ტკივილი ინექციის ადგილზე.[65]

    • 2-დან 45 წლამდე ასაკის ადამიანებში (36000 მონაწილე) ჩატარებულმა შვიდი კლინიკური კვლევის მეტაანალიზმა აჩვენა ვაქცინის დაბალი ეფექტურობა (44% - დიაპაზონი 25%-დან 59%-მდე) სიმპტომური დენგეს ინფექციის, განსაკუთრებით 1 და 2 სეროტიპების საწინააღმდეგოდ.[66]

  • კიდევ ერთი ცოცხალი ატენუირებული ოთხვალენტიანი ვაქცინაა (ევროპის ბაზარზე გაყიდვადი, როგორც Qdenga ® ) დამტკიცებულია ევროპის მედიკამენტების სააგენტოს (EMA) მიერ ოთხივე სეროტიპით გამოწვეული დაავადების პრევენციისთვის ≥4 წლის ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში. ინიშნება 2 - დოზიანი სერიის სახით (0 და 3 თვე). EMA-მ ასევე დაამტკიცა დადებითი დასკვნა ვაქცინის ევროკავშირის ფარგლებს გარეთ გამოყენების შესახებ. შეერთებულ შტატებში ვაქცინა ამჟამად დასამტკივებლად, გადის შეფასებას სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის მიერ.

  • გაეცანით თქვენს ადგილობრივ გაიდლაინებს უკუჩვენებების, სიფრთხილის ზომებისა და გამოყენების შესახებ ინფორმაციისთვის პაციენტთა კონკრეტულ ჯგუფში.

  • ვაქცინის ბევრი ვარიანტი   ამჟამად კლინიკური შემუშავების პროცესშია.[67][68]

სხვა პრევენციული ზომები

  • მნიშვნელოვანია გადამტანებზე (მაგ., თევზები, ენდოტოქსინის მაპროდუცირებელი ბაქტერია) ეპიდზედამხედველობა და კონტროლი და გარემოს მართვა (მაგ., კოღოების ბუდეების მოშორება).[33]

  • არსებობს მსოფლიოს მასშტაბის სხვადასხვა ინიციატივა გენეტიკურად მოდიფიცირებული კოღოების დატესტვის შესახებ, რათა დენგეს ცხელების და სხვა დაავადებების გავრცელება შეწყდეს.[69]

    • Wolbachia pipientis-ით ინფიცირებულ Aedes aegypti კოღოებს აქვთ დენგეს ვირუსის გადაცემის შემცირებული პოტენციალი. ამ კოღოების შეყვანამ ინდონეზიის სპეციფიკურ რაიონებში შეამცირა სიმპტომური დენგეს ინციდენტობა და აღნიშნულ ტერიტორიებზე ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები.[70]

    • Cochrane-ის ერთ-ერთი მიმოხილვის მიხედვით, ვოლბაჩიას მატარებელი Aedes კოღოებით დატვირთულ ენდემურ ადგილებში მცხოვრები ადამიანები, ნაკლებად ავადდებოდნენ დენგეთი და შესაბამისად ნაკლებად ჰოსპიტალიზირდებოდნენ დენგეს მიზეზით იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც ცხოვრობდნენ ისეთ ადგილებში, სადაც არ იყო გავრცელებული აღნიშნული კოღო. თუმცა, მიმოხილვა მოიცავდა მხოლოდ ერთ დასრულებულ რანდომიზებულ კონტროლირებად კვლევას.[71] [ Cochrane Clinical Answers logo ]

  • ნიკარაგუასა და მექსიკაში ჩატარდა კვლევა, რომელიც ქიმიური ნივთიერებების გამოყენების გარეშე კოღოების გამრავლების პრევენციას ისახავდა მიზნად; კვლევის მიხედვით, საზოგადოების მობილიზირება მატებს ეფექტიანობას[72]

Centers for Disease Control and Prevention (CDC): dengue - prevention Opens in new window World Mosquito Program™ Opens in new window

მეორეული პრევენცია

ინფექციის განმეორებითი განვითარება შესაძლებელია დენგეს განსხვავებული სეროტიპით და ვლინდება მეორეული ინფექციის სახით; შესაბამისად, ჩვეული პირველადი პრევენციული ზომები დაცული უნდა იყოს თავდაპირველი ინფექციის გადატანის შემდეგაც.

დენგეს ენდემურ რეგიონებში დენგეს ინფექციის შესაძლო, საეჭვო და დადასტურებული შემთხვევები ექვემდებარება შეტყობინებას შესაბამის ორგანოებთან რაც შეიძლება მალე, რათა მიღებულ იქნას ინფექციის გავრცელების პრევენციული ზომები.[2]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას