პროგნოზი

დენგეს მძიმე ინფექციის სიკვდილობის მაჩვენებელი 0.8%-დან 2.5%-მდე მერყეობს.[1] ბავშვებს მძიმე ინფექციისა და სიკვდილის უფრო მაღალი რისკი აქვთ, ვიდრე ზრდასრულებს; თუმცა, ზრდასრულებში მძიმე ინფექცია სულ უფრო ხშირად ფიქსირდება.[1][15][16][40] 1-დან 5 წლამდე ბავშვის დენგეს გამო გარდაცვალების რისკი ოთხჯერ უფრო მაღალია, ვიდრე 11-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებისა.[41] მიუხედავად იმისა, რომ დენგეს ჰემორაგიული ცხელება (DHF) და დენგეს შოკის სინდრომი იშვიათია ზრდასრულებში, აღწერილია მაღალი ავადობა და სიკვდილობა, განსაკუთრებით ხანდაზმულ პირებში, რაც ორგანოთა უკმარისობის მომატებულ რისკს უკავშირდება.[1][16][42][43][44]

ერთი მეტა-ანალიზის თანახმად, ტურნიკეტის დადებითი სინჯი, ასციტი და შოკი იდენტიფიცირებულია როგორც, შსაბამისად, დენგეს ინფექციის, DHF-ის და სიკვდილობის საუკეთესო პროგნოზული ფაქტორები.[18]

გრძელვადიანი გართულებები

გამოჯანმრთელების შემდეგ დენგეს ინფექცია არ ტოვებს გახანგრძლივებულ ნარჩენ მოვლენებს; თუმცა, ზოგიერთ პაციენტს შეიძლება აღენიშნოს ვირუსული ინფექციის შემდგომი დაღლილობის სინდრომი. გამოჯანმრთელების პერიოდში თრომბოციტების რაოდენობა თანდათან იმატებს; თუმცა, ზოგიერთ პაციენტს შეიძლება გამოჯანმრთელების პროცესში განუვითარდეს დროებითი თრომბოციტოზი. ღვიძლის ფუნქციური სინჯების სრულ ნორმალიზაციას შეიძლება 3-4 კვირა დასჭირდეს.

რეციდივები

განმეორებითი ინფექცია შესაძლებელია დენგეს ვირუსის განსხვავებული სეროტიპით, რაც დენგეს მეორეულ ინფექციას გამოიწვევს. ასევე შესაძლებელია ინფექციის მესამედ და მეოთხედ განვითარება, თუმცა კლინიკური მნიშვნელობა ჯერჯერობით ნათელი არ არის. მას შემდეგ, რაც იმუნიტეტი განვითარდება ოთხივე სეროტიპის მიმართ, იგი მთელი სიცოცხლის განმავლობაში გაძლებს თითოეული სეროტიპის წინააღმდეგ.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას