გლობალური ინსიდენსი შესამჩნევად გაიზარდა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, 2000 წლის 500,000ნ შემთხვევიდან დაფიქსირდა შემთხვევების ათჯერადი მატება 5.2 მილიონ შემთხვევამდე 2019 წელს (129 ქვეყანაში და ტერიტორიაზე). 2019 წლის კორონავირუსული (COVID-19) პანდემიის გამო, 2020-დან 2022 წლამდე დაფიქსირდა შემთხვევების მცირე კლება და ანგარიშგების დაბალი მაჩვენებელი, თუმცა 2023 წელს დაფიქსირდა გლობალური შემთხვევების ზრდა. 2023 წლის დასაწყისიდან 5 მილიონზე მეტი შემთხვევა და 5000-ზე მეტი სიკვდილი დაფიქსირდა 80-ზე მეტ ქვეყანაში და ტერიტორიაზე. ამ შემთხვევების დაახლოებით 80% დაფიქსირდა ამერიკის რეგიონში. მწვავე აფეთქებები დაფიქსირდა მძიმე ფორმის ქვეყნებში, მათ შორის ბანგლადეში, ბრაზილია, ბურკინა ფასო, ფიჯი, ფილიპინები და ვიეტნამი.[5]World Health Organization. Disease outbreak news: dengue - Global situation. Dec 2023 [internet publication].
https://www.who.int/emergencies/disease-outbreak-news/item/2023-DON498
მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი დენგეს ინფექციის განვითარების რისკის ქვეშაა. დადგენილია, რომ წელიწადში 100-400 მილიონი ინფექცია ვითრდება, თუმცა შემთხვევების უმეტესობა მსუბუქი ან ასიმპტომურია. ვირუსი ენდემურია 100-ზე მეტი ქვეყნისთვის, მათ შორის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის და წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონების, ამერიკის, აფრიკისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებისთვის. აზიაზე მოდის დაავადების გლობალური ტვირთის დაახლოებით 70%. დენგე ვრცელდება ახალ რაიონებში ევროპაში, სამხრეთ ამერიკასა და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ აუზში.[6]World Health Organization. Dengue and severe dengue. Apr 2024 [internet publication].
https://www.who.int/news-room/fact-sheets/detail/dengue-and-severe-dengue
[7]Ahmed AM, Mohammed AT, Vu TT, et al. Prevalence and burden of dengue infection in Europe: a systematic review and meta-analysis. Rev Med Virol. 2020 Mar;30(2):e2093.
https://www.doi.org/10.1002/rmv.2093
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/31833169?tool=bestpractice.com
Aedes-ის კოღოების პოპულაციების გლობალურ გავრცელებასთან ერთად, მაღალია დენგეს ეპიდემიის პოტენციალი, განსაკუთრებით არაენდემურ რეგიონებში, დენგდსადმი მგრძნობიარე პოპულაციებით.[8]Gwee XWS, Chua PEY, Pang J. Global dengue importation: a systematic review. BMC Infect Dis. 2021 Oct 19;21(1):1078.
https://bmcinfectdis.biomedcentral.com/articles/10.1186/s12879-021-06740-1
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/34666692?tool=bestpractice.com
მიუხედავად იმისა, რომ დენგე არ არის ენდემური შეერთებულ შტატებში, ცხელების მრავალი ეპიდემია იყო მე-18-დან მე-20 საუკუნის დასაწყისში. 56 წლიანი ჩუმი პერიოდის შემდეგ, დენგეს ცხელება ხელახლა გაჩნდა აშშ-ს შტატებში, ადგილობრივი გადაცემა დაფიქსირდა ფლორიდაში, ჰავაიში, ტეხასსა და არიზონაში.[9]Centers for Disease Control and Prevention. Dengue in the US states and territories. Jan 2024 [internet publication].
https://www.cdc.gov/dengue/areaswithrisk/in-the-us.html
[10]Centers for Disease Control and Prevention. Notes from the field: first evidence of locally acquired Dengue virus infection — Maricopa County, Arizona, November 2022. Mar 2023 [internet publication].
https://www.cdc.gov/mmwr/volumes/72/wr/mm7211a5.htm?s_cid=mm7211a5_w
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/36928186?tool=bestpractice.com
2010-დან 2020 წლამდე, დაფიქსირდა დაახლოებით 30,000 შემთხვევა დაფიქსირდა. ბავშვები და მოზარდები არაპროპორციულად დასენიანდნენ.[11]Centers for Disease Control and Prevention. Epidemiologic trends of dengue in U.S. territories, 2010–2020. May 2023 [internet publication].
https://www.cdc.gov/mmwr/volumes/72/ss/ss7204a1.htm?s_cid=ss7204a1_w
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/37192141?tool=bestpractice.com
2023 წელს აშშ-ში დაფიქსირდა 1206 ადგილობრივად შეძენილი შემთხვევა და 1712 მოგზაურობასთან დაკავშირებული შემთხვევა.[12]Centers for Disease Control and Prevention. Historic data (2010-2023). Feb 2024 [internet publication].
https://www.cdc.gov/dengue/statistics-maps/2022.html
დენგეს ცხელება არ არის ენდემური დიდ ბრიტანეთში. ყველა აღწერილი შემთხვევა უკავშირდება ენდემურ რეგიონებში მოგზაურობას. 2022 წელს დაფიქსირდა მოგზაურობასთან დაკავშირებული 382 შემთხვევა ინგლისში, უელსსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში, რომელთა უმეტესობა წარმოიშვა სამხრეთ აზიიდან.[13]UK Health Security Agency. HAIRS risk assessment: dengue. Feb 2024 [internet publication].
https://www.gov.uk/government/publications/dengue-hairs-risk-assessment/hairs-risk-assessment-dengue
დენგეს ჰემორაგიული ცხელების შემთხვევათა დაახლოებით 90% გვხვდება 5 წლამდე ასაკის ბავშვებში.[1]World Health Organization, Regional Office for South-East Asia. Comprehensive guidelines for prevention and control of dengue and dengue haemorrhagic fever - revised and expanded edition. 2011 [internet publication].
https://apps.who.int/iris/handle/10665/204894
კლასიკური დენგეს ცხელება უფრო ხშირია მოზრდილებში, ვიდრე ბავშვებში.[14]Kalayanarooj S, Vaughn DW, Nimmannitya S, et al. Early clinical and laboratory indicators of acute dengue illness. J Infect Dis. 1997 Aug;176(2):313-21.
http://jid.oxfordjournals.org/content/176/2/313.long
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/9237695?tool=bestpractice.com
დენგეს ჰემორაგიული ცხელებისა და დენგეს შოკის სინდრომის მძიმე გამოვლინებები, ასევე სხვა უჩვეულო გამოვლინებები, უფრო და უფრო ხშირად ფიქსირდება მანამდე "დაუზიანებელ"რეგიონებში. აშშ-ში მე-18 საუკუნიდან მე-20 საუკუნის დასაწყისამდე პერიოდში დენგეს ცხელების რამდენიმე ეპიდემია დაფიქსირდა.[15]Guzman MG, Kouri G. Dengue and dengue haemorrhagic fever in America: lessons and challenges. J Clin Virol. 2003 May;27(1):1-13.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/12727523?tool=bestpractice.com
[16]Teixeira MG, Barreto M. Diagnosis and management of dengue: clinical review. BMJ. 2009 Nov 18;339:b4338.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/19923152?tool=bestpractice.com
DHF დაფიქსირდა აშშ-ს ბევრ ტროპიკულ ტერიტორიაზე, მათ შორის ფლორიდაში, და DENV-2 ვირუსი იყო ჩართული ზოგიერთ ამ შემთხვევაში.[17]Wilder-Smith A, Gubler DJ. Geographic expansion of dengue: the impact of international travel. Med Clin North Am. 2008 Nov;92(6):1377-90.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/19061757?tool=bestpractice.com
ინფიცირებული პაციენტების საერთო საშუალო ასაკი 30,1 წელიწადს შეადგენდა (54,5% - მამაკაცები).[18]Guo C, Zhou Z, Wen Z, et al. Global epidemiology of dengue outbreaks in 1990-2015: a systematic review and meta-analysis. Front Cell Infect Microbiol. 2017 Jul 12;7:317.
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC5506197
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/28748176?tool=bestpractice.com
HealthMap: interactive map of global dengue activity
Opens in new window