დიფერენციული დიაგნოზები

ზიკა ვირუსის ინფექცია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ცხოვრება/მოგზაურობა ზიკას ენდემურ რეგიონში ბოლო 2 კვირის განმავლობაში, ან დაუცველი სქესობრივი კავშირი ინფიცირებულ ინდივიდთან.

კონიუნქტივიტი (ჩვეულებრივ არაჩირქოვანი) ან კონიუნქტივის ჰიპერემია.

სისხლდენის ან ჰემორაგიის ნიშნები არ ვლინდება.

მსუბუქი შემთხვევების დენგეს ცხელებისგან გარჩევა რთულია სპეციფიკური დიაგნოსტიკური ტესტირების გარეშე.

რეკომენდებულია ულტრაბგერის ადრეული გამოყენება. ორსულებში აუცილებელია დენგეს ცხელებისა და ზიკას ვირუსული ინფექციის გარჩევა, რადგანაც ეს უკანასკნელი ასოცირებულია ახალშობილების მიკროცეფალიასთან.[83]

კვლევები

უკუტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია ზიკაზე: დადებითია.

ზიკას სეროლოგია: დადებითია (არსებობს ჯვარედინი რეაქტიულობის რისკი დენგეს ანტისხეულებზე).

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრები (CDC) რეკომენდაციას უწევენ დენგეს და ზიკას ვირუსების მოლეკულურ და/ან სეროლოგიურ ტესტირებას პაციენტებში, რომლებსაც ორივე ამ ვირუსით ინფიცირების რისკი აქვთ.[90]

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანზაციამ (WHO) გამოსცა ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობით შესაძლებელია დენგეს, ჩიკუნგუნიას და ზიკას ვირუსული ინფექციების დიფერენცირება.[85]

ჩიკუნგუნიას ვირუსით ინფექცია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

პეროფერიული ართრალგია და/ან ართრიტი თითქმის ყველა პაციენტში ვითარდება. ტკივილი ჩვეულებრივ მძიმეა და ყველაზე ხშირად დისტალურ სახსრებს ახასიათებს (მაგ. მაჯის, კოჭის, მტევნის, ტერფის). როგორც წესი, ის სომეტრიულია. შეიძლება გამოხატული იყოს სახსრის ანთების ნიშნები (შესიება, შეხურება, შეწითლება).

ხშირია დერმატოლოგიური გამოვლინებები, მათ შორის კანის ჰიპერპიგმენტაცია (უპირატესად სახეზე), კანის აქერცვლა (განსაკუთრებით ხელისგულებზე და ფეხის ტერფებზე), მკვეთრად შემოსაზღვრული წყლულები ინტერტრიგოს/პერიგენიტალურ/პერიანალურ უბნებში და პირის აფტოზური წყლულები.

სისხლდენისკენ მიდრეკილება და სისხლის მიმოქცევის უკმარისობა არ ფიქსირდება[91][92]

დენგეს ცხელებისგან გარჩევა რთულია სპეციფიკური დიაგნოსტიკური ტესტირების გარეშე.

კვლევები

სეროლოგია ჩიკუნგუნიაზე: დადებითია.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანზაციამ (WHO) გამოსცა ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობით შესაძლებელია დენგეს, ჩიკუნგუნიას და ზიკას ვირუსული ინფექციების დიფერენცირება.[85]

რიკეტსიული დაავადებები

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ანამნეზში ტკიპის, რწყილის ნაკბენი.

გამოხატული მაკულოპაპულური და ერითემატოზული გამონაყარი, რომელიც ძირითადად მოიცავს ფეხისგულებს, ხელისგულებს და კიდურებს კლდოვანი მთის ლაქოვანი ცხელების დროს და ტანს სხვა რიკტსიული დაავადებების შემთხვევაში.

ვლინდება დამახასიათებელი ფუფხი.[93]

შესაძლოა აღინიშნოს დიდი სახსრების ართრიტი/ართრალგია.

კვლევები

FBC: ლეიკოციტების და თომბოციტების რაოდენობა ჩვეულებრივ ნორმაშია; თუმცა, მძიმე შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს თრომბოციტოპენია.

სეროლოგია (პირდაპირი იმუნოფლუორესცენტული ანტისხეული) რიკეტსიულ ინფექციებზე: დადებითია.

ლეპტოსპიროზი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ანამნეზში მდგარ წყალში მუშაობა ან ბანაობა, ან ცხოველებთან შეხება. კონიუნქტივის ჰიპერემია.

კონიუნქტივის ჰიპერემია.[94]

კვლევები

ლეიკოციტოზი.

შარდის ანალიზი: ჰემატურია.

შრატში ბილირუბინი: მომატებულია.

შარდოვანა: მომატებულია.

სეროლოგია (მიკროსკოპული აგლუტინაციის ტესტი) ლეპტოსპიროზზე: დადებითია.

პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია ლეპტოსპიროზზე: დადებითია.

წითელას ინფექცია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

კოპლიკის ლაქები (წითელი ლაქები, ხშირად მოლურჯო-თეთრი ცენტრალური წერტილით, ერითემატოზულ ლოყის ლორწოვანზე).

ზედა სასუნთქი ტრაქტის სიმპტომები (მაგ. ხველა, სურდო) უფრო ხშირია.

კონიუნქტივიტი.

მაკულოპაპულური გამონაყარი, განსაკუთრებით სახესა და ყურებზე.

კვლევები

წითელას სეროლოგიური ანალიზი (წითელას სპეციფიკური IgM-ის და IgG-ის ენზიმ-შემაკავშირებელი იმუნოსორბენტული ანალიზი [ELISA]): დადებითი

წითურა

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

მაკულოპაპულური გამონაყარი, რომელიც იწყება სახეზე და ვრცელდება თავიდან ფეხებამდე.

ლიმფადენოპათია (ხშირად კისრისუკანა).

ართრალგია.

კონიუნქტივიტი.

კვლევები

სეროლოგია (წითურას საწინააღმდეგო IgM ან IgG): დადებითია.

ვირუსული კულტურა ან RT-PCR: შეიძლება იყოს დადებითი.

ინფექციური მონონუკლეოზი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ხანგრძლივი ცხელება (1-2 კვირა, იშვიათად 5 კვირამდე).

კისრის ან გენერალიზებული ლიმფადენოპათია.

ფარინგიტი

კანის ვარიაბელური გამონაყარი, რომელიც უარესდება ბეტალაქტამური ანტიბიოტიკების მიღებისას.

კვლევები

სისხლის საერთო ანალიზი: ლიმფოციტოზი ან ატიპური ლიმფოციტოზი.

ეპშტეინ-ბარის ვირუსის სპეციფიკური ანტისხეულები: დადებითია.

მენინგოკოკური დაავადება

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

კისრის ტკივილი და/ან გაშეშება.

ფოტოფობია.

შეცვლილი ცნობიერება.

გულყრები.

ჰემორაგიული გამონაყარი. სისხლის კულტურა:

კვლევები

დადებითია Neisseria meningitides-ზე.

ტიფოზური ინფექცია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ენდემურ არეში მოგზაურობის ანამნეზი.

ცხელება ზოგჯერ საფეხურებრივად ვითარდება.

ყაბზობა.

ვარდის ლაქები (გაფერმკრთალებადი ერითემატოზული მაკულოპაპულური დაზიანებები) იშვიათია; ძირითადად მუცელზე ვლინდება.

შედარებითი ბრადიკარდია (თუმცა, ეს ნიშანი ტიფოიდური ცხელებისთვის არც მგრძნობიარეა და არც სპეციფიკური). სპლენომეგალია.

სისხლის/შარდის/განავლის კულტურა:

კვლევები

დადებითია Salmonella enterica-ზე (S typhi სეროტიპი).

სეროლოგია (ვიდალის რეაქცია) ტიფოიდზე: დადებითია.

ჰანტავირუსული ინფექცია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ექსპოზიცია მღრღნელების ექსკრეტებთან.

ქოშინი ან სუნთქვის მძიმე დარღვევა.

კვლევები

სეროლოგია (IgM და IgG სინ ნომბრეს ვირუსზე) ჰანტავირუსზე: დადებითია.

ყვითელი ცხელება

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

კონიუნქტივის ჰიპერემია.

სიყვითლე.

შედარებითი ბრადიკარდია.

კვლევები

სეროლოგია (IgM ELISA ან ჰემაგლუტინაციის ინჰიბირება): დადებითია, მატულობს IgG ტიტრები.

დასავლეთ ნილოსის ვირუსი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ლიმფადენოპათია.

კონიუნქტივის ჰიპერემია.

ენცეფალიტს

კვლევები

სეროლოგია (დასავლეთ ნილოსის ვირუსის სპეციფიკური IgM ELISA) ან სპეციფიკური ვირუსული ტესტი დასავლეთ ნილოსის ვირუსსზე: დადებითია თავზურგტვინის სითხესა და შრატში.

მალარია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ენდემურ არეში მოგზაურობის ანამნეზი.

შეციებისა და კანკალის დამახასიათებელი პაროქსიზმები, რასაც მოჰყვება ცხელება და ოფლიანობა.

გამონაყარის არარსებობა.

კვლევები

გიმზას მეთოდით შეღებილი სისხლის თხელი და სქელი ნაცხები: დადებითია მალარიის პარაზიტზე.

სწრაფი დიაგნოსტიკური ტესტები: პარაზიტის ანტიგენის ან ფერმენტების აღმოჩენა.

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება (CCHF)

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ტკიპის ნაკბენის ან ცხოველებთან შეხების ანამნეზი.

ენდემურ არეში მოგზაურობის ანამნეზი.

ჰემორაგიული ნიშნები.

დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედება.

დენგეს ცხელებისგან გარჩევა რთულია სპეციფიკური დიაგნოსტიკური ტესტირების გარეშე.

კვლევები

დადებითია სეროლოგია ან სპეციფიკური ვირუსული ტესტირება ყირიმ-კონგოს ვირუსზე.

ლასას ცხელება

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ექსპოზიცია თაგვების ექსკრეტებთან. მოგზაურობა ენდემურ რეგიონში.

ენდემურ არეში მოგზაურობის ანამნეზი.

ჰემორაგიული ნიშნები.

ებოლას ვირუსის ინფექცია

დენგეს ცხელებისგან გარჩევა რთულია სპეციფიკური დიაგნოსტიკური ტესტირების გარეშე.

კვლევები

ებოლას ვირუსული დაავადება/მარბურგის ვირუსული დაავადება მოგზაურობა ენდემურ რეგიონში.

ებოლა ვირუსის ინფექცია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ენდემურ არეში მოგზაურობის ანამნეზი.

ჰემორაგიული ნიშნები.

დენგეს ცხელებისგან გარჩევა რთულია სპეციფიკური დიაგნოსტიკური ტესტირების გარეშე.

კვლევები

ებოლა ვირუსის სეროლოგიური ან სპეციფიკური ვირუსოლოგიური ანალიზი: დადებითი

მარბურგის ვირუსით ინფექცია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ენდემურ არეში მოგზაურობის ანამნეზი.

ჰემორაგიული ნიშნები.

დენგეს ცხელებისგან გარჩევა რთულია სპეციფიკური დიაგნოსტიკური ტესტირების გარეშე.

კვლევები

მარბურგის ვირუსის სეროლოგიური ან სპეციფიკური ვირუსოლოგიური ანალიზი: დადებითი

სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელებები

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ენდემურ არეში მოგზაურობის ანამნეზი.

ჰემორაგიული ნიშნები.

დენგეს ცხელებისგან გარჩევა რთულია სპეციფიკური დიაგნოსტიკური ტესტირების გარეშე.

კვლევები

ჯუნინის, გუანარიტოს, მაჩუპოს, ჩაპარეს ან საბიას ვირუსის სეროლოგიური ან სპეციფიკური ვირუსოლოგიური ანალიზი: დადებითი

რიფტის ველის ცხელება

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ენდემურ არეში მოგზაურობის ანამნეზი.

ჰემორაგიული ნიშნები.

დენგეს ცხელებისგან გარჩევა რთულია სპეციფიკური დიაგნოსტიკური ტესტირების გარეშე.

კვლევები

რიფტ მდელოს ცხელების ვირუსის სეროლოგიური ან სპეციფიკური ვირუსოლოგიური ანალიზი: დადებითი

2019 წლის კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (COVID-19)

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. შეიძლება გამოვლინდეს არასასურველი კონტაქტების ისტორია.

შეიძლება გამოხატული იყოს რესპირატორული სიმპტომები.

კვლევები

რეალურ დროში უკუ - ტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (RT-PCR): დადებითია კორონავირუს 2-ით (SARS-CoV-2) RNA გამოწვეულ მძიმე მწვავე რესპირატორულ სინდრომზე. ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ანტიგენის სწრაფი ტესტები.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას