ახალი ტიპის მკურნალობა
კორტიკოსტეროიდები
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი კვლევის მიხედვით კორტიკოსტეროიდები ეფექტურია დენგეს ინფექციის დროს, საჭიროა მეტი მტკიცებულების მოძიება მათ რეკომენდაციამდე.[102][115]
[ ]
[მტკიცებულების დონე A]
[
]
[მტკიცებულების დონე A] ერთი რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევის მიხედვით, პერორალური პრედნიზოლონი დენგეს ინფექციის ადრეულ ფაზაში არ არის ასოცირებული ვირემიის გახანგრძლივებასთან ან სხვა გვერდით ეფექტთან. მიუხედავად იმისა, რომ კვლევას საკმარისი ძალა არ ჰქონდა მიზნობრივი ეფექტურობის შესაფასებლად, კვლევის მიხედვით არ შემცირებულა შოკის ან დენგეს ვირუსული ინფექციის სხვა გართულებების განვითარების სიხშირე.[116]
ანტივირუსული პრეპარატები
დღესდღეობით პრიორიტეტია ისეთი უსაფრთხო და ეფექტიანი ანტივირუსული მედიკამენტის შექმნა, რომელიც დენგეს ვირუსის წინააღმდეგ იქნება აქტიური. მიუხედავად იმისა, რომ მცდელობები უკვე აღწერილია, ამჟამად არ არსებობს წარმატებული მედიკამენტი.[117] ბალაპირავირი ნუკლეოზიდის ანალოგის წამლის წინა ფორმაა (R1479) და ინ ვივო პირობებში აინჰიბირებს C ჰეპატიტის ვირუსის რეპლიკაციას. აღნიშნული მედიკამენტი არაეფექტურ კანდიდატ მედიკამენტად მიიჩნიეს დენგეს მქონე მოზრდილებში ჩატარებული რანდომიზებული, ორმაგი ბრმა, პლაცებო-კონტროლირებადი კვლევის მიხედვით.[118]
სტატინები
სტატინებს აქვს პლეოტროპული ეფექტი, რომელიც აუმჯობესებს ენდოთელიურ ფუნქციას. ეს ეფექტები პოსტულირებული იყო დენგეს მძიმე გამოვლინებების შესამსუბუქებლად, რომლებიც ნაწილობრივ იმ ანთებითი პროცესით აიხსნება, რომელიც სისხლძარღვოვან ენდოთელიუმში ვითარდება. ერთი რანდომიზებული კონტროლირებული კვლევით დადგინდა, რომ მაშინ როცა ლოვასტატინი უსაფრთხო და კარგად ასატანი აღმოჩნდა დენგეს მქონეპაციენტებისთვის, მისი სარგებელი არ გამოვლინდა.[119]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას