ანამნეზი და გასინჯვა

ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

რისკ-ფაქტორების არსებობა

მთავარი რისკფაქტორი არის დენგეს ენდემურ რეგიონში ცხოვრება ან მოგზაურობა ბოლო ორი კვირის განმავლობაში. დაავადების მძიმე ფორმა უფრო ხშირია 1-დან 5 წლამდე ბავშვებში, ხანდაზმულ პირებსა და ორსულებში.

ცხელება

ინფექციის დამახასიათებელი ნიშანია ცხელება, რომელიც ძირითადად უეცრად ვლინდება.

ხშირად, ცხელება უეცრად ვლინდება და მაღალი პიკი ახასიათებს- 39.4°C -დან 40.5°C-მდე (103°F to 105°F). ცხელება შეიძლება იყოს ბიფაზური, ჰქონდეს მორეციდივე მიმდინარეობა, ან იყოს სუბფებრილური.

ჩვეულებრივ, ცხელება 5-7 დღეს გასტანს, ასევე, მცირეწლოვან ბავშვებში შეიძლება გამოვლინდეს ფებრილური გულყრები და დელირიუმი.

ცხელების უეცარი კლება შეიძლება მიუთითებდეს, რომ დენგეს ინფექციის მქონე პაციენტი ინფექციის კრიტიკულ ფაზაში გადადის.[2][16]

კანის ჰიპერემია/გამონაყარი

ინფექციის ადრეულ სტადიაზე ვითარდება სახის, კისრის და გულმკერდის კანის დიფუზური შეწითლება.[Figure caption and citation for the preceding image starts]: კანის ტიპური წამოწითლება ნორმალური კანის "კუნძულებით" დენგეს ცხელების მქონე პაციენტშიპროფესორ ს.ა.მ. კულარატნეს კოლექციიდან [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@7e6b2021

გამონაყარი შემდგომ იძენს მაკულოპაპულურ ან წითურას მაგვარ სახეს და ვრცელდება მთელს სხეულზე (ცხელების გამოვლინებიდან, ძირითადად, მე-3 ან მე-4 დღეს). ჰიპერემია შეიძლება გაფერმკრთალდეს კანზე ზეწოლისას.[74]

გამონაყარი დროთა განმავლობაში ალაგდება და გამოჯანმრთელების ფაზაში ექნება ფერმკრთალი "კუნძულების" სახე.

შეიძლება შეუმჩნეველი ან ძნელად შესამჩნევი იყოს, ან განსხვავებულად გამოიყურებოდეს შავკანიან ადამიანებში.

მიალგია/ართრალგია/თავის ტკივილი

ხშირია ზურგის ტკივილი, ართრალგია, მიალგია და ძვლის ტკივილი.

ასევე ხშირია თავის ტკივილი, რომელიც ძირითადად მუდმივი ხასიათისაა და თავის წინა ნაწილშია გავრცელებული. თავის ტკივილი, ჩვეულებრივ, რამდენიმე დღეში კუპირდება.

ასევე ხშირია ძლიერი რეტროორბიტული ტკივილი თვალის მოძრაობისას ან თვალზე მსუბუქი ზეწოლისას.

იშვიათი

ჰემორაგიული ნიშნები

უფრო ხშირია დენგეს ჰემორაგიული ცხელების დროს.

მოიცავს პეტექიებს, პურპურას ან ტურნიკეტის დადებით ტესტს.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ლახტის დადებითი ტესტი; წითურასებრი გამონაყარი და პეტექიებიპროფესორ ს.ა.მ. კულარატნეს კოლექციიდან [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@306d54b6

შეიძლება გამოვლინდეს ეპისტაქსისის, ღრძილებიდან სისხლდენის, ჰემატემეზისის, მელენას, ვაგინალური სისხლდენის (რეპროდუქციული ასაკის ქალებში) ან ვენის ჩხვლეტის ადგილიდან სისხლდენის სახით.

აღნიშნული ნიშნები შეიძლება გამოვლინდეს დენგეს ცხელების ან დენგეს ჰემორაგიული ცხელების დროს, თუმცა იშვიათია დენგეს ცხელების დროს, ასე რომ საჭიროა ინფექციის სტადიის დადგენა.[1][2]

შესაბამისად, ინფექციის სტადიის განსაზღვრა აუცილებელია. ლორწოვანიდან სისხლდენა საგანგაშო ნიშანია და შესაძლოა მიუთითებდეს დენგეს ინფექციის კრიტიკულ ფაზაში გადასვლაზე.[2][16]

ლეთარგია/მოუსვენრობა

უფრო ხშირია დენგეს ჰემორაგიული ცხელების დროს.

აღნიშნული საგანგაშო ნიშანი შეიძლება მიუთითებდეს, რომ დენგეს ინფექციის მქონე პაციენტი ინფექციის კრიტიკულ ფაზაში გადადის:[2][16]

ჰეპატომეგალია.

უფრო ხშირია დენგეს ჰემორაგიული ცხელების დროს.

ღვიძლის გადიდება >2 სმ და პალპაციისას მტკივნეულობა საგანგაშო ნიშანია და შესაძლოა მიუთითებდეს დენგეს ინფექციის კრიტიკულ ფაზაში გადასვლაზე.[2][16]

მუცლის შებერვა

შეიძლება მიუთითებდეს ასციტზე.

უფრო ხშირია დენგეს ჰემორაგიული ცხელების დროს.

აღნიშნული ნიშანი მიუთითებს პლაზმის გამონაჟონზე, რომელიც საგანგაშო ნიშანია და შესაძლოა მიუთითებდეს დენგეს ინფექციის კრიტიკულ ფაზაში გადასვლაზე.[1][2][16]

გულმკერდის პლევრიტული ტკივილი, დისპნოე, ხველა

შეიძლება მიუთითებდეს პლევრული გამონაჟონის არსებობაზე.

უფრო ხშირია დენგეს ჰემორაგიული ცხელების დროს.

აღნიშნული ნიშანი მიუთითებს პლაზმის გამონაჟონზე, რომელიც საგანგაშო ნიშანია და შესაძლოა მიუთითებდეს დენგეს ინფექციის კრიტიკულ ფაზაში გადასვლაზე.[1][2][16]

სისხლის მიმოქცევის კოლაფსის ნიშნები

მიუთითებს შოკზე და დიაგნოსტიკურია დენგეს შოკის სინდრომისთვის. ნიშნები:[1][2]

ცივი, წებოვანი კანი, სწრაფი და სუსტი პულსი, პულსური წნევის შევიწროება <20 მმ.ვწყ.სვ, შემცირებული დიასტოლური წნევა, არტერიული წნევის დაცემა წამოდგომისას >20 მმ.ვწყ.სვ., კაპილარების ავსების დრო >3 წმ, შარდის გამოყოფა შემცირებულია.

სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

გასტროინტესტინური სიმპტომები

მადის გაქრობა, გულისრევა/ღებინება, ეპიგასტრული დისკომფორტი/ტკივილი, მადის დაქვეითება, გემოს ცვლილება.

მუცლის ტკივილი და მტკივნეულობა ან პერსისტენტული ღებინება საგანგაშო ნიშანია და შესაძლოა მიუთითებდეს დენგეს ინფექციის კრიტიკულ ფაზაში გადასვლაზე.[2][16]

სიმპტომები შეიძლება უფრო გამოხატული იყოს დენგეს ჰემორაგიული ცხელების შემთხვევაში.

იშვიათი

ზედა სასუნთქი გზების სიმპტომები

მსუბუქი ინფექციის შემთხვევაში შესაძლებელია ატიპური სიმპტომების გამოვლენა, როგორიცაა ხველა და ყელის ტკივილი. სისხლის საერთო ანალიზი

რისკფაქტორები

ძლიერი

დენგეს ენდემურ რეგიონში ცხოვრება/მოგზაურობა ბოლო 2 კვირის განმავლობაში

დიაგნოზზე ეჭვი უნდა მივიტანოთ ნებისმიერი სიმპტომური პაციენტის შემთხვევაში, რომელიც ცხოვრობდა ან მოგზაურობდა დენგეს ენდემურ ქვეყანაში.

ბავშვები 1-დან 5 წლამდე

ბავშვებს აღენიშნებათ მძიმე ინფექციისა და სიკვდილის მაღალი რისკი.[1][15][16][40] დენგეს ჰემორაგიული ცხელების შემთხვევათა დაახლოებით 90% გვხვდება 5 წლამდე ასაკის ბავშვებში.[1] 1-დან 5 წლამდე ბავშვის დენგეს გამო გარდაცვალების რისკი ოთხჯერ უფრო მაღალია, ვიდრე 11-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებისა.[41] დენგეს ჰემორაგიული ცხელება, ჩვეულებრივ, 15 წლამდე ბავშვების დაავადებაა, რომელიც ჰიპერენდემურ რეგიონებში (მაგ.[14]

ტაილანდი) გვხვდება. მძიმე ინფექციის რისკი უფრო მაღალია ბავშვებში, რადგანაც მათი სისხლძარღვოვანი ენდოთელიუმი ფიზიოლოგიურად უფრო განვლადია.[41]

უფროსი ასაკი

მიუხედავად იმისა, რომ დენგეს ჰემორაგიული ცხელება და დენგეს შოკის სინდრომი იშვიათია მოზრდილებში, მაღალი ავადობა და სიკვდილობა აღწერილია ხანდაზმულ პირებში, რაც ორგანოთა უკმარისობის მომატებულ რისკს უკავშირდება.[1][16][42][43][44]

ორსულობა

ორსულობა არის დედათა მაღალი სიკვდილობისა და უარყოფითი ანტენატალური გამოსავლის რისკფაქტორი; თუმცა მონაცემები ურთიერთსაწინააღმდეგოა.

ორსულობის დროს დედის ორგანიზმში ფიზიოლოგიური, ჰორმონალური და იმუნოლოგიური ცვლილებები ხდება (მაგ, ჰემოგლობინისა და ჰემატოკრიტის შემცირება), რის გამოც ვირუსული ინფექციები დედისთვისაც და ნაყოფისთვისაც მეტ საფრთხეს წარმოადგენს.

ასევე იზრდება საკეისრო კვეთის, პრეეკლამფსიის, ნაადრევი მშობიარობის, ახალშობილის მცირე წონით დაბადების და ინფექციის პერინატალური გადაცემის ინციდენტობა.[45][46]

აღმოსავლეთ სუდანში ჩატარდა კვლევა, რომლის მიხედვითაც დედების სიკვდილობის მაჩვენებელი 17% იყო, ხოლო 78 ორსულს უარყოფითი ანტენატალური გამოსავალი აღენიშნა.[47] თუმცა, აღნიშნული მაღალი მაჩვენებელი არ წარმოადგენს სტანდარტს.

14 კვლევის ერთი მეტა ანალიზით დადგინდა, რომ არსებული მონაცემები არ მიუთითებს იმაზე, რომ დედის დაინფიცირება ზრდის ნაადრევი მშობიარობის, ახალშობილის დაბალი წონის,სპონტანური აბორტის ან მკვდრადშობადობის რისკს.[48]

საჭიროა შემდგომი კვლევები.

თანმხლები მდგომარეობები

დენგეს ინფექციის გართულებების რისკი შეიძლება მომატებული იყოს თანმხლები მდგომარეობების გამო, როგორიცაა პეპტიკური წყლულოვანი დაავადება, პათოლოგიური ვაგინალური სისხლდენა, გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას (G6PD) დეფიციტი, ჰემოგლობინოპათიები, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტენზია, ჰიპოტენზია, ბრონქული ასთმა, რესპირატორული დაავადება, გულის იშემიური დაავადება, ინსულტი, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, ღვიძლის ციროზი, ხანდაზმული ასაკი, ანამნეზში კორტიკოსტეროიდების გამოყენება ან ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების ხანგრძლივი გამოყენება.[1][49][50] სპეციფიკური ფონური თანმხლები დაავადებები (დიაბეტი, ჰიპერტენზია, თირკმლის დაავადება) ასოცირებული იყო მძიმე დაავადების განვითარებასთან.[51]

დაინფიცირებულ სისხლის პროდუქტებთან კონტაქტი

დენგეს ვირუსი გადაეცემა სისხლის პროდუქტებით, ლორწოვანთან კონტაქტით ან ნემსის ჩხვლეტით.[25][26] ერთ-ერთი კვლევის თანახმად, სისხლის პროდუქტებით დენგეს გადაცემის უნარი დაახლოებით 37%-ს შეადგენს.[27]

თავდაუხურავი წყლის კონტეინერი

ენდემურ რეგიონებში დენგეს ცხელების ერთ-ერთი მთავარი რისკ ფაქტორია.[18]

სუსტი

მდედრობითი სქესი.

ქალებს აღენიშნებათ მძიმე ინფექციის განვითარების ან სიკვდილის უფრო მაღალი რისკი, ვიდრე მამაკაცებს.[52]

გარკვეულწილად ამ ფაქტს შეიძლება ხსნიდეს ქალების ქცევა ჯანმრთელობის სერვისებთან დაკავშირებით. ალტერნატიული ჰიპოთეზის მიხედვით, ქალებისა და მამაკაცების ფიზიოლოგიური და იმუნური მექანიზმების განსხვავების გამო ვლინდება განსხვავებები დენგეს ვირუსით ინფიცირებისას.[52]

მიოკარდიტი ასევე უფრო ხშირია ქალებში.[31][42]

სიმსუქნე

ბავშვები, რომლებსაც სიმსუქნე აღენიშნებათ, უფრო მგრძნობიარენი არიან დენგეს ინფექციის მიმართ და უფრო ცუდი გამოსავალი შეიძლება ჰქონდეთ, ვიდრე მალნუტრიციის პრობლემის მქონე ბავშვებს.[23][53][54]

სისხლის ჯგუფი 0 (პირველი ჯგუფის სისხლი)

მწირი მტკიცებულებების მიხედვით, პირველი სისხლის ჯგუფის მქონე პირებს შეიძლება ჰქონდეთ დენგეს მძიმე ფორმის განვითარების გაზრდილი რისკი, თუმცა საჭიროა შემდგომი კვლევა.[55]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას