კრიტერიუმები

ჯანმო მხარს უჭერს ორივე აღნიშნულ განსაზღვრებას, თუმცა 2009 წლის ვერსია უფრო მარტივი გამოსაყენებელია, ამიტომ უფრო და უფრო მეტად ინერგება. ერთი კვლევის მიხედვით, ახალი კლასიფიკაცია გამოსადეგია შემთხვევათა მართვისათვისა და ეპიდზედამხედველობისათვის.[2]

დენგეს ცხელების 1997 წლის განსაზღვრება (ქვემოთ) შეზღუდულია მისი სირთულისა და გამოყენების თვალსაზრისით. ამის გამო, WHO-მ გამოსცა დენგეს ახალი კლასიფიკაცია, რომლის მიხედვითაც დენგეს სიმძიმე იყოფა სამ ტიპად: დენგე საგანგაშო ნიშნების გარეშე, დენგე საგანგაშო ნიშნებით და მძიმე ფორმის დენგე. ჯანმო მხარს უჭერს ორივე აღნიშნულ განსაზღვრებას, თუმცა 2009 წლის ვერსია უფრო მარტივი გამოსაყენებელია, ამიტომ იგი სულ უფრო მეტად ინერგება. ერთი კვლევის მიხედვით, ახალი კლასიფიკაცია გამოსადეგია შემთხვევათა მართვისათვის და ეპიდზედამხედველობისათვის. ასევე, იგი უფრო მგრძნობიარეა დაავადების დროული ამოცნობისთვის, ვიდრე 1997 წლის განსაზღვრება.[3] მეტაანალიზმა აჩვენა, რომ სენსიტიურობა მაღალი იყო (93%) როგორც 1997 წლის, ასევე 2009 წლის დეფინიციისთვის, თუმცა, სპეციფიკურობა დაბალი აღმოჩნდა (29% - 1997 წლის და 31%- 2009 წლის დეფინიციისთვის).[95]

დენგე საგანგაშო ნიშნების გარეშე:

  • ცხელება და ჩამოთვლილთაგან ორი:

    • გულისრევა/ღებინება

    • გამონაყარი

    • ტკივილები

    • ლეიკოპენია

    • მანჟეტის დადებითი ტესტი

დენგე გამაფრთხილებელი ნიშნების არსებობისას:

  • დენგე (როგორც ეს განსაზღვრულია ზემოთ) ჩამოთვლილთაგან ნებისმიერთან ერთად:

    • მუცლის ტკივილი ან მგრძნობელობის მომატება

    • პერსისტენტული ღებინება

    • სითხის კლინიკური აკუმულაცია (მაგ: ასციტი, პლევრული ეფუზია)

    • სისხლდენა ლორწოვანიდან

    • ლეთარგია/მოუსვენრობა

    • ღვიძლის გადიდება >2 სმ

    • ლაბორატორია: ჰემატოკრიტის მატება თრომბოციტების რაოდენობის სწრაფად შემცირებასთან ერთად.

  • გამაფრთხილებელი ნიშნები საჭიროებს მკაცრ დაკვირვებას და სამედიცინო ჩარევას.

მძიმე ფორმის დენგე:

  • დენგე ერთ-ერთ ჩამოთვლილთაგან ერთად:

    • პლაზმის მძიმე გაჟონვა, რაც იწვევს შოკს (დენგეს შოკის სინდრომი) ან სითხის დაგროვებას რესპირატორული დისტრესით

    • ძლიერი სისხლდენა (კლინიციტის შეფასებით)

    • ორგანოების მძიმე დაზიანება (ე.ი. ასპარტატ ამინოტრანსფერაზა [AST] ან ალანინ ამინოტრანსფერაზა [ALT] 1000 ან მეტი, ცნობიერების მოშლა, ორგანოთა უკმარისობა).

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია: შემთხვევის განსაზღვრება (1997)[2]

ტრადიციული კლასიფიკაციით გამოყოფილია დენგეს ცხელება, დენგეს ჰემორაგიული ცხელება და დენგეს შოკის სინდრომი.

დენგეს ცხელება (DF):

  • განისაზღვრება როგორც ცხელება და ორი ან მეტი ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშანი (მაგრამ არ შეესაბამება დენგეს ჰემორაგიული ცხელების შემთხვევის განსაზღვრებას):

    • ლაბორატორიულად: ჰემატოკრიტის მატება, ამავდროულად თრომბოციტების რაოდენობის სწრაფი კლება.

    • თავის ტკივილი

    • გამონაყარი

    • მიალგია

    • AST ან ALT 1000 ან მეტია, ვლინდება ცნობიერების დარღვევა, ორგანოების უკმარისობა). ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია:

    • ლეიკოპენია

    • ტრადიციული კლასიფიკაცია ამგვარია: დენგეს ცხელება, დენგეს ჰემორაგიული ცხელება და დენგეს შოკის სინდრომი.

დენგეს ცხელება: განისაზღვრება, როგორც ცხელება და ორი ან მეტი ჩამოთვლილი ნიშანი (მაგრამ არ აკმაყოფილებს დენგეს ჰემორაგიული ცხელების შემთხვევის განსაზღვრებას):

  • ცხელება გრძელდება 2-დან 7 დღემდე

  • გამონაყარი მიალგია

  • თრომბოციტოპენია

  • ჰემორაგიული გამოვლინებები (მაგ. ლახტის დადებითი ტესტი, პეტექიები, პურპურა/ეკქიმოზები, ეპისტაქსისი, სისხლდენა ღრძილებიდან, სისხლი პირნაღებ მასაში ან განავალში, ვაგინალური სისხლდენა).

დენგეს ჰემორაგიული ცხელება: ცხელება, რომელიც გასტანს 2-7 დღეს

  • ჰემორაგიული გამოვლინების მტკიცებულება ან ლახტის დადებითი ტესტი თრომბოციტოპენია

    • პლაზმის გაჟონვის მტკიცებულება- ჰემოკონცენტრაცია, პლევრული გამონაჟონი ან ასციტი. დენგეს შოკის სინდრომი:

    • აკმაყოფილებს დენგეს ჰემორაგიული ცხელების ყველა კრიტერიუმს + ვლინდება სისხლის მიმოქცევის უკმარისობა, შემდეგი ნიშნებით: სწრაფი და სუსტი პულსი და ვიწრო პულსური წნევა, ან

ჯანმრთელობის მსოფლიოს ორგანიზაცია (WHO): DSS/DHF-ის დიაგნოსტიკის ლაბორატორიული კრიტერიუმები

DSS / DHF დიაგნოზის ლაბორატორიულ კრიტერიუმებს მიეკუთვნება:[1][2]

  • სწრაფად განვითარებადი, მძიმე თრომბოციტოპენია (<100 000 უჯრედი/მმ^3 [<100 X 10^9/ლ])

  • ლეიკოციტების საერთო რაოდენობის შემცირება და ნეიტროფილებისა და ლიმფოციტების თანაფარდობის ცვლილება

  • მომატებული ჰემატოკრიტი (მაგ: ბაზისურ დონესთან შედარებით 20%-ით მატება პლაზმის გაჟონვის ობიექტური მტკიცებულებაა)

  • ჰიპოალბუმინემია (შრატში ალბუმინი <35 გ/ლ [3.5 გ/დლ] მიუთითებს პლაზმურ გამონაჟონზე)

  • მომატებული ღვიძის ფუნქციური სინჯები (AST:ALT >2).

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას