მიდგომა

დენგეს ცხელება არის დაავადება, რომელიც სავალდებულო შეტყობინებას ექვემდებარება. დენგეს ენდემურ რეგიონებში დენგეს ინფექციის შესაძლო, საეჭვო და დადასტურებული შემთხვევები ექვემდებარება შეტყობინებას შესაბამის ორგანოებთან რაც შეიძლება მალე, რათა მიღებულ იქნას ინფექციის გავრცელების პრევენციული ზომები.[2]

ადრეული დიაგნოსტიკა რთულია, რადგანაც კლინიკური სურათი წააგავს სხვა ვირუსულ და ბაქტერიულ ინფექციებს. ხელახლა აღმოცენებული არბოვირუსული ინფექციები, როგორიცაა ჩიკუნგუნიას და ზიკას ვირუსები, კლინიკურად არ განსხვავდება დენგეს ცხელებისგან და ლაბორატორიულ ტესტირებას საჭიროებს; მნიშვნელოვანია ამ ინფექციების დიფერენცირება, რადგან მათ მსგავსი სიმპტომები აქვთ, განსაკუთრებით მწვავე ფაზაში.

დენგეს მქონე პაციენტი შეიძლება იყოს უსიმპტომო ან უჩიოდეს არადიფერენცირებულ ცხელებას (ვირუსული სინდრომი). ინფექციის სიმძიმე შეიძლება იცვლებოდეს მსუბუქი ავადმყოფობიდან მძიმე ფორმის დაავადებამდე. დენგეს ჰემორაგიული ცხელების (DHF) ან დენგეს შოკის სინდრომის (DSS) არსებობისას, შესაძლოა რთული გახდეს შოკის სხვა მიზეზებისაგან მათი დიფერენცირება. შესაბამისად, დიაგნოსტიკისთვის ინფიცირების პირველივე დღიდან მნიშვნელოვანია ლაბორატორიულ კვლევები. დენგეს ცხელების დიაგნოზი უნდა გავითვალისწინოთ ნებისმიერ პაციენტთან, რომელსაც აქვს ცხელება, კანის გენერალიზებული ჰიპერემია, ლეიკოპენია და თრომბოციტოპენია.

უნდა იყოს კლინიკური ეჭვის მაღალი ინდექსი, რადგან ადრეული კლინიკური მონაცემები არასპეციფიკურია. ინფექციის ადრეულ სტადიაზე სწორი დიაგნოზის დადგენა მნიშვნელოვანია მართვისა და გართულებების პრევენციისათვის.

ანამნეზი.

დენგეს ცხელების დიაგნოზზე ეჭვი უნდა მივიტანოთ ნებისმიერ პაციენტში, რომელიც ენდემურ რეგიონში ცხოვრობს ან მოგზაურობდა 2 კვირის განმავლობაში.

ინფექციების დაახლოებით 75% უსიმპტომოდ მიმდინარეობს. სიმპტომური ინფექცია ყველაზე ხშირად ვლინდება მსუბუქიდან ზომიერამდე ფორმის არასპეციფიკური მწვავე ფებრილური დაავადებით. პაციენტთა დაახლოებით 5%-ის დაავადება პროგრესირებს მძიმე, სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობამდე.[73]

ინკუბაციური პერიოდის შემდეგ (4-დან 10 დღემდე), სიმპტომები, როგორც წესი, უეცრად იჩენს თავს სიმპტომატური ინფექციით. დამახასიათებელია ცხელება, რომელსაც ძალიან ხშირად აქვს მკვეთრი დასაწყისი, ძალიან მაღალი პიკით - 39,4°C-დან 40,5°C-მდე (103°F-დან 105°F-მდე). ცხელება შეიძლება ასევე იყოს ბიფაზური, მორეციდივე მიმდინარეობის ან სუბფებრილური. ჩვეულებრივ, გრძელდება 5-7 დღე. მცირეწლოვან ბავშვებში შეიძლება განვითარდეს ფებრილური გულყრა ან დელირიუმი. ტემპერტურის უეცარი დაწევა შესაძლოა მიუთითებდეს დენგეს ინფექციის კრიტიკულ ფაზაში გადასვლაზე.[2][16]

ხშირია ტკივილი და მტკივნეულობა, განსაკუთრებით ზურგის ტკივილი, ართრალგია, მიალგია და ძვლის ტკივილი. ასევე ხშირია თავის ტკივილი, რომელიც ძირითადად მუდმივი ხასიათისაა და თავის წინა ნაწილშია გავრცელებული. თავის ტკივილი, ჩვეულებრივ, რამდენიმე დღეში კუპირდება. ასევე ხშირია ძლიერი რეტროორბიტალური ტკივილი თვალის მოძრაობისას ან თვალზე მსუბუქი ზეწოლისას. ყველაზე ხშირად გამოვლენილი სიმპტომები იყო ცხელება (98%), თავის ტკივილი (76%), შეუძლოდ ყოფნა (76%) და ასთენია (74%).[18]

შეიძლება გამოვლინდეს გასტროინტესტინური სიმპტომები (მაგ. მადის გაქრობა, გულისრევა/ღებინება, ეპიგასტრული დისკომფორტი/ტკივილი), ლეთარგია/მოუსვენრობა, კოლაფსი ან თავბრუსხვევა. ხშირად პაციენტი უჩივის მადის დაქვეითებას და/ან გემოს ცვლილებებს. გასტროინტესტინური სიმპტომები, სისუსტე და თავბრუსხვევა შეიძლება უფრო გამოხატული იყოს დენგეს ჰემორაგიული ცხელების შემთხვევაში.

ზედა სასუნთქი ტრაქტის სიმპტომები (მაგ. ხველა, ყელის ტკივილი) ძირითადად არ ვლინდება, თუმცა შეიძლება ატიპურად გამოვლინდეს მსუბუქი ინფექციის დროს.

ფიზიკური გამოკვლევა

ინფექციის ადრეულ სტადიაზე ვითარდება სახის, კისრის და გულმკერდის კანის დიფუზური შეწითლება. გამონაყარი შემდგომ იძენს მაკულოპაპულურ ან წითურას მაგვარ სახეს და ვრცელდება მთელ სხეულზე (ჩვეულებრივ, ცხელების გამოვლინებიდან მე-3 ან მე-4 დღეს). ჰიპერემია შეიძლება გაფერმკრთალდეს კანზე ზეწოლისას.[74] გამონაყარი დროთა განმავლობაში ალაგდება და გამოჯანმრთელების ფაზაში ექნება ფერმკრთალი "კუნძულების" სახე. შეწითლება/გამონაყარი შეიძლება შეუმჩნეველი ან ძნელად შესამჩნევი იყოს, ან განსხვავებულად გამოიყურებოდეს შავკანიან ადამიანებში.[Figure caption and citation for the preceding image starts]: კანის ტიპური წამოწითლება ნორმალური კანის "კუნძულებით" დენგეს ცხელების მქონე პაციენტშიპროფესორ ს.ა.მ. კულარატნეს კოლექციიდან [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@707e41ed

ჰემორაგიული ნიშნებია: პეტექიები, პურპურა, დადებითი ლახტის ტესტი (წნევის საზომი მანჟეტი იბერება სისტოლური და დიასტოლური წნევების შუა წერტილზე დაახლოებით 5 წუთით; ტესტი დადებითია თუ წინამხარზე, ზედაპირის ერთ კვადრატულ ინჩზე გამოჩნდება ≥ 10 პეტექია). უფრო სერიოზული ჰემორაგია შეიძლება გამოვლინდეს ეპისტაქსისის, ღრძილებიდან სისხლდენის, ჰემატემეზისის, მელენას, ვაგინალური სისხლდენის (რეპროდუქციული ასაკის ქალებში) ან ვენის ჩხვლეტის ადგილიდან სისხლდენის სახით. ეს ნიშნები შეიძლება გამოვლინდეს როგორც DF-ის, ასსევე DHF-ის დროს.[1][2][Figure caption and citation for the preceding image starts]: ლახტის დადებითი ტესტი; წითურასებრი გამონაყარი და პეტექიებიპროფესორ ს.ა.მ. კულარატნეს კოლექციიდან [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@306424bd[Figure caption and citation for the preceding image starts]: აუტოფსიის ნიმუში, ვლინდება ფილტვის ჰემორაგიაპროფესორ ს.ა.მ. კულარატნეს კოლექციიდან [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@5836f551[Figure caption and citation for the preceding image starts]: აუტოფსიის ნიმუში, ვლინდება კანქვეშა სისხლდენაპროფესორ ს.ა.მ. კულარატნეს კოლექციიდან [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@3186171d

შესაძლოა აღინიშნოს ჰეპატომეგალია. პლაზმის გაჟონვა დენგეს ჰემორაგიული ცხელების ნიშანია. ამის კლინიკური მტკიცებულებაა ასციტი, პოზიციური თავბრუსხვევა ან პლევრული გამონაჟონი.[1][2]

სისხლის მიმოქცევის კოლაფსი (ცივი, წებოვანი კანი, სწრაფი და სუსტი პულსი, პულსური წნევის შევიწროება <20 მმ.ვწყ.სვ, შემცირებული დიასტოლური წნევა, არტერიული წნევის დაცემა წამოდგომისას >20 მმ.ვწყ.სვ., კაპილარების ავსების დრო >3 წმ, შარდის გამოყოფა შემცირებულია) მიუთითებს შოკზე და დენგეს შოკის სინდრომის დიაგნოზზე.[1][2]

უჩვეულო გამოვლინებები და გართულებები იშვიათია. კლინიკური სურათი დამოკიდებული იქნება დაზიანებულ ორგანოთა სისტემაზე.[1] იშვიათად დენგეს ცხელებას თან ახლავს ბაქტერიემია. რისკ ფაქტორები მოიცავს დენგეს მძიმე ინფექციას, ხანდაზმულ ასაკს და თანმხლებ დაავადებებს.[4]

ინფექციის ფაზები

დენგეს ინფექციას 3 ცალკეული ფაზა აქვს:[2]

  • ფებრილური

  • კრიტიკული

  • კონვალესცენტური.

ფებრილურ ფაზას ახასიათებს უეცარი მაღალი ტემპერატურა და დეჰიდრატაცია, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს 2-დან 7 დღემდე და შესაძლოა იყოს ორფაზიანი. ამ ფაზის სხვა ნიშნები და სიმპტომები შეიძლება იყოს თავის ტკივილი, თვალის რეტროორბიტალური ტკივილი, გამონაყარი, მცირე ჰემორაგიული და სხვა ზოგადი გამოვლინებები.[2][73]

კრიტიკულ ფაზას ახასიათებს პლაზმის გაჟონვა, სისხლდენა, შოკი და ორგანოების დაზიანება; გრძელდება 24-48 საათი. ის ჩვეულებრივ იწყება გვიან ფებრილურ ფაზაში, სიცხის დაწევის დროს (თუმცა ეს ყოველთვის არ ხდება), ინფექციის დაწყებიდან მე-3-7 დღემდე. ჩამოთვლილი საგანგაშო ნიშნები შეიძლება მიუთითებდეს, რომ დენგეს ინფექცია დაავადების კრიტიკულ ფაზაში გადადის:[2][16]

  • მუცლის ტკივილი ან მგრძნობელობის მომატება

  • პერსისტენტული ღებინება

  • სითხის კლინიკური აკუმულაცია (მაგ: ასციტი, პლევრული ეფუზია)

  • სისხლდენა ლორწოვანიდან

  • ლეთარგია/მოუსვენრობა

  • ღვიძლის გადიდება >2 სმ

  • ლაბორატორიულად: ჰემატოკრიტის მატება, ამავდროულად თრომბოციტების რაოდენობის სწრაფი კლება.

პაციენტთა უმრავლესობის მდგომარეობა კრიტიკულ ფაზაში უმჯობესდება. თუმცა, პლაზმის მნიშვნელოვანი გაჟონვისას რამდენიმე საათში შეიძლება განვითარდეს მძიმე დაავადება პლევრული გამონაჟონით, ასციტით, ჰიპოპროტეინემიით ან ჰემოკონცენტრაციით. შოკის ადრეული ნიშნების მიუხედავად, პაციენტებს ცუდი ჰაბიტუსი შეიძლება არც ჰქონდეთ. ჰიპოტენზიის განვითარებისას, არტერიული წნევა სწრაფად მცირდება. ამ ფაზაში შეიძლება განვითარდეს მძიმე ჰემორაგიული გამოვლინებები.[73]

გამოჯანმრთელების ფაზას ახასიათებს პლაზმის გაჟონვა, როდესაც იწყება გამონაჟონი ინტრავენური სითხეების და პლევრის და მუცლის ღრუს ეფუზიის რეაბსორბცია. ჰემოდინამიკური სტატუსი სტაბილიზდება, რასაც მოჰყვება დიურეზის აღდგენა და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება. გამონაყარი შეიძლება აიქერცლოს და გამოიწვიოს ქავილი.[73]

დენგეს ჰემორაგიული ცხელების/დენგეს შოკის სინდრომის მქონე პაციენტები სამივე ფაზას გადიან; თუმცა, დენგეს ცხელების მქონე პაციენტები არ გაივლიან კრიტიკულ ფაზას.[1][2][75]

ლაბორატორული გამოკვლევები

ლაბორატორიული კვლევები უნდა გაკეთდეს ყველა პაციენტში, რომელთანაც ნიშნები და სიმპტომები დენგეს ვირუსით ინფექციაზე მიუთითებს. კონკრეტული ტესტების შერჩევა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ტესტებია ხელმისაწვდომი. რესურსებით ღარიბ რეგიონებში დამადასტურებელი ლაბორატორიული კვლევები ხელმისაწვდომი არ არის, ამიტომ კეთდება ბაზისური ლაბორატორიული ტესტები (სისხლის საერთო ანალიზი ჰემატოკრიტით, ღვიძლის ფუნქციური სინჯები).

აღნიშნული კვლევების შედეგები ფრთხილად უნდა გაარჩიოთ, კლინიკური სურათის გათვალისწინებით. მაგალითად, თუ პაციენტი უჩივის მწვავე ფებრილურ ავადმყოფობას და კანის წამოწითლებას და ცხოვრობს დენგეს ენდემურ რეგიონში, დენგეს ალბათობა მაღალია, ამიტომ ბაზისური ლაბორატორიული ტესტების შედეგები შეიძლება გამოვიყენოთ ამ დიაგნოზის მხარდასაჭერად. თუმცა, შეძლებისდაგვარად ყოველთვის უნდა შევუკვეთოთ დამადასტურებელი ტესტები, რათა გამოირიცხოს რაიმე დიფერენციული დიაგნოზი.

თავდაპირველი ლაბორატორიული კვლევები

სისხლის საერთო ანალიზი უნდა გაკეთდეს თავდაპირველად, ყველა სიმპტომურ პაციენტში. ლეიკოპენია და თრომბოციტოპენია, ჩვეულებრივ, ვლინდება ცხელების მეორე დღეს.[1] ლეიკოპენიას, ლახტის დადებით ტესტთან ერთად, დენგეს ენდემურ რეგიონში დენგეს ინფექციის 70-80%-იანი დადებითი პროგნოზული მაჩვენებელი ახასიათებს.[76][77] ლეიკოპენია (ნეიტროპენიით) პერსისტირებს ფებრილური პერიოდის განმავლობაში. კლასიკური დენგეს ცხელების დროს, თრომბოციტოპენია ძირითადად მსუბუქია, თუმცა შეიძლება იყოს მძიმე ფორმისაც.[1]

დენგეს ცხელების მქონე პაციენტში ჰემატოკრიტი შეიძლება 10%-ით გაიზარდოს.[1] ღვიძლის ფუნქციური სინჯები მეტწილად მომატებულია, განსაკუთრებით ალანინ და ასპარტატამინოტრანსფერაზები.[1] კოაგულაციის კვლევები აუცილებელი არ არის დიაგნოზისთვის, თუმცა შეიძლება გამოსადეგი იყოს ინფექციის სამართავად ჰემორაგიული ნიშნების მქონე პაციენტებში.

დენგეს შოკის სინდრომისა და დენგეს ჰემორაგიული ცხელების დიაგნოსტიკური ლაბორატორიული კრიტერიუმებია:[1][2]

  • სწრაფად განვითარებადი, მძიმე თრომბოციტოპენია

  • ლეიკოციტების საერთო რაოდენობის შემცირება და ნეიტროფილებისა და ლიმფოციტების თანაფარდობის ცვლილება

  • მომატებული ჰემატოკრიტი (მაგ: ბაზისურ დონესთან შედარებით 20%-ით მატება პლაზმის გაჟონვის ობიექტური მტკიცებულებაა)

  • ჰიპოალბუმინემია (შრატში ალბუმინი <35 გ/ლ [3.5 გ/დლ] მიუთითებს პლაზმურ გამონაჟონზე)

  • LFT-ების მომატება (ასპარტატამინოტრანსფერაზა [AST] : ალანინამინოტრანსფერაზასთან [ALT] >2).

დაავადების ფებრილურ ფაზაში თრომბოციტების რაოდენობის, შრატში ალბუმინის და ამინოტრანსფერაზების (AST და ALT) დონის მონიტორინგმა შეიძლება გააუმჯობესოს დენგეს ინფექციის მძიმე ფორმაში პროგრესირების ადრეული პროგნოზი.[51] საშუალო სიზუსტის მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ცხელების დაწყებიდან პირველ 72 საათში თრომბოციტოპენია და AST დონის მომატება მძიმე დენგეს განვითარების დამოუკიდებელი პროგნოზული მარკერებია.[78]

დამადასტურებელი ლაბორატორიული კვლევები

ხელმისაწვდომობის შემთხვევაში ყოველთვის დანიშნეთ დამადასტურებელი ტესტები. ეს მნიშვნელოვანია, რადგანაც დენგეს ცხელების დიფერენცირება საჭიროა ბევრ სხვა დაავადებასთან. ქვემოთ მოცემული ტესტირების რეკომენდაციები ეფუძნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მითითებებს.[1][2]

არსებობს 4 ტიპის ხელმისაწვდომი დიაგნოსტიკური ტესტი დენგეს ვირუსული ინფექციის დასადასტურებლად:

  • ვირუსის გამოყოფა

  • ვირუსის ანტიგენის აღმოჩენა

  • ვირუსის ნუკლეინის მჟავას აღმოჩენა

  • სეროლოგია (ანტისხეულის პასუხი).

ტესტის არჩევა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, მათ შორის ადგილობრივ ხელმისაწვდომობაზე, ფასზე, ნიმუშბის შეგროვების დროზე, ხელმისაწვდომ ლაბორატორიებსა და ტექნიკურ გამოცდილებაზე. მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი მეთოდები (ვირუსული ნუკლეინის მჟავის ან ვირუსული ანტიგენის აღმოჩენა) უფრო სპეციფიკურია, მათი ფასი მეტია და მეტ შრომას მოითხოვენ. არაპირდაპირი მეთოდები (მაგ. სეროლოგია) ნაკლებად სპეციფიკურია, მაგრამ უფრო ფართოდაა ხელმისაწვდომი, სწრაფად კეთდება და ნაკლებ ხარჯთანაა დაკავშირებული.[2] ხელმისაწვდომობის შემთხვევაში, რომელიმე ცალკეულ მიდგომასთან შედარებით უპირატესია ვირუსული ნუკლეინის მჟავის ან ანტიგენის იდენტიფიკაცია და დამატებით ანტისხეულის პასუხის განსაზღვრა (სეროლოგია).[2] ვირუსული ნუკლეინის მჟავის ან ვირუსული ანტიგენის აღმოჩენა ძირითადად ავადმყოფობის პირველი 5 დღის განმავლობაშია შესაძლებელი, ხოლო სეროლოგიური ტესტები მე-5 დღის შემდეგ ტარდება. ზოგიერთი კვლევა არჩევს ვირუსულ სეროტიპებს; თუმცა, კლინიკურად აღნიშნული ინფორმაცია გამოსადეგი არ არის.

ვირუსის იზოლირება შესაძლებელია თავდაპირველი ვირემიული ფაზის დროს; თუმცა, აღნიშნული ტესტი ადგილზეა მხოლოდ გარკვეულ რეგიონებში და შედეგები შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი კლინიკურად მნიშვნელოვან დროში, ამიტომ, ჩვეულებრივ, ეს ტესტი რეკომენდებული არ არის. ერთ-ერთ კვლევაში უკუტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (RT-PCR), სეროლოგია (შრატის ერთ ნიმუშზე) და NS1 ანტიგენის ტესტი მაღალი სიზუსტით ადგენდა პირველადი და მეორეული დენგეს შემთხვევების 90%-ს დაავადების პირველი 10 დღის განმავლობაში.[79]

ვირუსის ანტიგენის აღმოჩენა:

  • არასტრუქტურული ცილის (NS1) აღმოჩენა ენზიმ-შემაკავშირებელი იმუნოსორბენტული ანალიზით (ELISA) ან სწრაფი ტესტის ნაკრებით გამოსადეგია ადრეული დიაგნოსტიკისთვის და შეიძლება გაკეთდეს ავადმყოფობის 1-ლიდან მე-5 დღეს.[80] გამოიყენება შრატის ნიმუში. დადებითი ტესტი ადასტურებს დიაგნოზს.

  • შრატის ერთ ნიმუშში დადებითი IgM და IgG მიუთითებს ინფექციაზე; IgM ან IgG-ის სეროკონვერსია დაწყვილებულ ნიმუშზე ან IgG-ის ოთხჯერადი ზრდა ადასტურებს ინფექციას; IgM:IgG თანაფარდობა <1.2 მიუთითებს მეორეულ ინფექციაზე; უარყოფითი შედეგი არ გამორიცხავს ინფექციას იმ შემთხვევაში, თუ დაწყვილებული შრატის ნიმუშები არ შემოწმდა[2]

  • ზოგადად, უფრო ხელმისაწვდომია დენგეს ენდემურ რეგიონებში და ამიტომ აქ წარმოადგენს არჩევის ტესტს, განსაკუთრებით როცა სხვა ტესტები ხელმისაწვდომი არ არის.[2]

ვირუსის ნუკლეინის მჟავას აღმოჩენა:

  • RT-PCR არის არჩევის მეთოდი და მისი დანიშვნა შესაძლებელია ცხელების დაწყებიდან პირველი 5-დან 7 დღეში. შეიძლება გამოყენებულ იქნას ქსოვილის, მთლიანი სისხლის, შრატის, პლაზმის ან ცერებროსპინალური სითხის ნიმუშები. დადებითი შედეგი ადასტურებს დიაგნოზს.[81]

  • ყველაზე მგრძნობიარე და სპეციფიკური ტესტია, განსაკუთრებით ადრეულ ინფექციაში; შესაძლებელია ადრეული დიაგნოსტიკა, რაც მართვაზე იქონიებს გავლენას; შეუძლია სეროტიპის იდენტიფიცირება. უარყოფითი მხარეები:[2]

  • უარყოფითი მხარეები: ძვირია, საჭიროებს ლაბორატორიულ აღჭურვილობას და გამოცდილებას, არ არის სწრაფი (საჭიროა 24-დან 48 საათამდე), ვერ განირჩევა პირველადი და მეორადი ინფექცია, ცრუ დადებითი შედეგის პოტენციალი დაბინძურების გამო.[2]

სეროლოგია:

  • სეროლოგია შეიძლება უარყოფითი იყოს ავადმყოფობის პირველი 5 დღის განმავლობაში; შესაბამისად, IgM ELISA და IgG ELISA არჩევის ტესტებია ავადმყოფობის პირველი 5 დღის შემდეგ (PCR უფრო მგრძნობიარეა პირველი 5 დღის განმავლობაში). ინფექციის პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში IgG-ის არსებობა დიდი ალბათობით მიუთითებს მეორეულ ინფექციაზე. შრატის ერთ ნიმუშში დადებითი IgM და IgG მიუთითებს დენგეს ინფექციაზე, ხოლო IgM ან IgG-ის სეროკონვერსია შრატის დაწყვილებულ ნიმუშში ან IgG-ის ტიტრის ორთჯერადი ზრდა ადასტურებს დიაგნოზს.[2] შეიძლება მთლიანი სისხლის, შრატის ან პლაზმის ნიმუშის გამოყენება.

  • IgM სწრაფი ტესტები კომერციულად ხელმისაწვდომი და ადვილი გამოსაყენებელია; თუმცა, მათი სიზუსტე არასაკმარისია, რადგანაც სხვა ინფექციურ აგენტებთან ან აუტოიმუნურ დაავადებებთან ჯვარედინი რეაქცია შეიძლება აღინიშნოს.

  • არ არის ძვირადღირებული, ადვილი ჩასატარებელია, უფრო ფართოდაა ხელმისაწვდომი დენგეს ენდემურ რეგიონებში, შეუძლია პირველადი და მეორეული ინფექციის განსხვავება.

  • არ არის ძვირადღირებული, ადვილი ჩასატარებელია, უფრო ფართოდაა ხელმისაწვდომი დენგეს ენდემურ რეგიონებში, შეუძლია პირველადი და მეორეული ინფექციის განსხვავება (მაგ. IgM:IgG თანაფარდობა <1.2-ზე, მიუთითებს მეორეულ ინფექციაზე).[2]

  • დაბალი სპეციფიკურობა სხვა ტესტებთან შედარებით, საჭიროებს შრატის 2 ნიმუშს, აყოვნებს დიაგნოზის დადასტურებას.[2]

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) რეკომენდაციას უწევს ტესტირებას ყველა სიმპტომურ პირთან და მათთან, ვინც ცხოვრობს ან იმოგზაურა დენგეს ვირუსის გავრცელების რეგიონში. ტესტირება არ არის რეკომენდებული უსიმპტომო პირებთან ან პრეკონცეპტუალური სკრინინგისთვის.[82]

  • რეკომენდებულია RT-PCR ან NS1 ტესტი პლუს სეროლოგიური ტესტი ავადმყოფობის პირველი 7 დღის განმავლობაში (მწვავე ფაზა). თუ RT-PCR ან NS1 შედეგი დადებითია, დიაგნოზი დადასტურებულია. თუ RT-PCR ან NS1 შედეგი უარყოფითია და სეროლოგია დადებითია, დიაგნოზი სავარაუდოა.

  • სეროლოგია რეკომენდებულია სიმპტომების დაწყებიდან 7 დღის შემდეგ. თუ RT-PCR ან NS1 შედეგი და სეროლოგია მწვავე ფაზის ნიმუშებიდან უარყოფითი იყო, გამოჯანმრთელების ფაზის შრატის ნიმუში უნდა შემოწმდეს ანტისხეულებზე. თუ სეროლოგიური შედეგი დადებითია, დიაგნოზი სავარაუდოა.

ორსულ და სიმპტომურ პაციენტებში დენგეს ინფექციის გარდა საჭიროა ტესტირება ზიკას ვირუსის ინფექციაზე. ცნობილია, რომ ზიკას ვირუსის ინფექცია ახალშობილებში ასოცირებულია მიკროცეფალიასთან.[83]​ იხილეთ ზიკა ვირუსული ინფექცია.

ტესტირების რეკომენდაციები ქვეყნებს შორის განსხვავებულია. დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ადგილობრივ მითითებებს.

გამოსახულებითი კვლევები

რადიოლოგიური კვლევები მხოლოდ მაშინაა საჭირო, როცა ეჭვია დენგეს ჰემორაგიულ ცხელებაზე/დენგეს შოკის სინდრომზე. გულმკერდის მარჯვენამხრივი ლატერალური რენტგენი შეიძლება გაკეთდეს კლინიკურად ფარული პლევრული გამონაჟონის დასადგენად პლაზმის გაჟონვის ადრეულ ფაზაში. მუცლის ულტრაბგერა ძალიან გამოსადეგია ასციტის, პლაზმის გამონაჟონის ან სხვა პათოლოგიური ცვლილებების დასადგენად მუცლის ორგანოებში, მათ შორის ღვიძლში, ნაღვლის ბუშტში (შეშუპება შიძლება წინ უსწრებდეს გამონაჟონს) და თირკმელებში.[1][2]

მომავალი კვლევები

ახლახანს დაიხვეწა პან-დენგეს ვირუსის უკუტრანსკრიპციის ინსულირებული იზოთერმული PCR კვლევა, (RT-iiPCR), რომელიც, ნუკლეინის მჟავას ანალიზატორთან კომბინაციაში, შეიძლება სამომავლოდ წარმოადგენდეს სანდო, მგრძნობიარე და სპეციფიკურ, დაუყოვნებლივ ხელმისავწდომ დიაგნოსტიკურ კვლევას. Go YY, Rajapakse RP, Kularatne SA, და სხვ. პან-დენგის ვირუსის უკუ-ტრანსკრიფციით იზოლირებული იზოთერმული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (RT-iiPCR) ტესტი, რომელიც განკუთვნილია დენგეს ინფექციის ზუსტი დიაგნოზისთვის POCKITTM ნუკლეინის მჟავების ანალიზატორის გამოყენებით.[84]​​

დიფერენციული დიაგნოზი

მნიშვნელოვანია დენგეს, ჩიკუნგუნიას და ზიკას ვირუსული ინფექციების დიფერენცირება, ვინაიდან ამ 3 დაავადებას მსგავსი სიმპტომები აქვს, განსაკუთრებით მწვავე ფაზაში. ასევე შესაძლებელია ჩიკუნგუნიას (ან ჩიკუნგუნიას და ზიკას) კოინფექცია.[35]

  • მსოფლიო ჯანდაცვის ორგანზაციამ გამოსცა ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობით შესაძლებელია ამ 3 დაავადების დიფერენცირება.[85]

  • აშშ-ის სურსათისა და წამლის სააგენტომ (FDA) გამოსცა გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია Trioplex RT-PCR მეთოდის გამოყენების შესახებ. აღნიშნული კვლევით შესაძლებელია ექიმმა სამი ცალკეული ტესტის ნაცვლად ერთი ტესტით განსაზღვროს, თუ რომელი ვირუსითაა პაციენტი ინფიცირებული - დენგეს, ზიკას თუ ჩიკუნგუნიათი.[86] აღნიშნული ტესტის ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია ადგილმდებარეობაზე.

ამასთან ერთად, მხედველობაში უნდა მივიღოთ მალარიის ინფექცია (ან კოინფექცია). სიყვითლე (დენგეს დროს) და სპონტანური სისხლდენა (მალარიის დროს) საეჭვო კოინფექციაზე მიუთითებს.[36]

უფრო დეტალური ინფორმაცია ამ ინფექციების დიფერენცირების შესახებ იხილეთ დიფერენციალური დიაგნოზის განყოფილებაში.

რისკის განსაზღვრის ინსტრუმენტები

შემოთავაზებულია დენგეს ცხელების სიმძიმის წინასწარ განსაზღვრის ალგორითმები; თუმცა, არც ერთი მათგანი კლინიკურ პრაქტიკაში არ გამოიყენება, რაც გამოწვეულია პაციენტების პოპულაციებს შორის სხვაობით და დენგეს სიმძიმის განსაზღვრებების მრავალფეროვნებით. ამ ინსტრუმენტების ვალიდაციამდე მათი კლინიკურ პრაქტიკაში გამოყენება რეკომენდებული არ არის.[87]


ვენიპუნქტურა და ფლებოტომია - ანიმაციური დემონსტრაცია
ვენიპუნქტურა და ფლებოტომია - ანიმაციური დემონსტრაცია

როგორ ავიღოთ ვენური სისხლის ნიმუში ანტეკუბიტალური ფოსოდან ვაკუუმის ნემსის გამოყენებით.


ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას