მკურნალობის ალგორითმი

მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულა/შეყვანის გზა და დოზა შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდის, ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით: იხილეთ გაფრთხილება

საწყისი

საეჭვო ბარტონელური ენდოკარდიტი

Back
1-ლი რიგის – 

ემპირიული ანტიბიოტიკოთერაპია დამხმარე მოვლასთან ერთად

თუ არ ვუმკურნალებთ ბარტონელურ ენდოკარდიტს, შესაძლოა განვითარდეს გულისმიერი გართულებები, მათ შორის სარქვლების დაზიანება, აბსცესები და გულის უკმარისობა

როდესაც ვეჭვობთ, რომ ენდოკარდიტის გამომწვევი არის B henselae ან B quintana და დამადასტურებელი ტესტების მოლოდინში ვართ,გენტამიცინთან ერთად დამატებით ინიშნება ცეფტრიაქსონი დოქსიციკლინთან კომბინაციაში.[10][52]​ თუ შესაძლოა თირკმელების დაზიანება, გენტამიცინის ნაცვლად შესაძლოა გამოვიყენოთ რიფამპიცინი.[54]

ცეფტრიაქსონი ვერ ფარავს ბართონელას სახეობებს, შესაბამისად, როგორც კი დადასტურდება ბართონელათი გამოწვეული ენდოკარდიტის დიაგნოზი, ცეფტრიაქსონი უნდა შეწყდეს.

ვინაიდან ბარტონელათი გამოწვეული ენდოკარდიტის სამართავად ეფექტური ალტერნატიული ანტიბიოტიკები დეფიციტურია და ინფექციის სერიოზული ხასიათის გათვალისწინებით, დოქსიციკლინის გამოყენება მართებულია ყველა ასაკის ბავშვებში. რეკომენდებულია ბავშვთა ინფექციონისტის კონსულტაცია.[54] დიდ ბრიტანეთში დოქსიციკლინი არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, გარდა მძიმე ინფექციებისა, როდესაც არ არსებობს ალტერნატიული ვარიანტები.

ენდოკარდიტის შემთხვევაში დამხმარე მოვლა ანალოგიურია ენდოკარდიტის სხვა ტიპებისა: სითხისა და ელექტროლიტების ბალანსის ზედმიწევნით კონტროლი, ელექტროკარდიოგრამის კონტროლი და გულის უკმარისობის მართვა.

პირველადი პარამეტრები

გენტამიცინი: ბავშვები: მიმართეთ სპეციალისტს დოზირების განსასაზღვრად. მოზრდილები: 3 მგ/კგ ინტრავენურად ყოველ 24 საათში, ან 1 მგ/კგ ინტრავენურად ყოველ 8 საათში

მეტი

და

დოქსოციკლინი: 8 წლამდე ასაკის ბავშვები: 2.2 მგ/კგ ინტრავენურად/პერორალურად ყოველ 12 საათში, მაქსიმუმ 200 მგ/დღეში; ბავშვები ≥8 წელზე და მოზრდილებში: 100 მგ ინტრავენურად/პერორალურად ყოველ 12 საათში

და

ცეფტრიაქსონი: ბავშვები: 100 მგ/კგ/დღეში ინტრავენურად/ინტრამუსკულურად, გაყოფილი დოზებით ყოველ 12 საათში, მაქსიმუმ 4 გ/დღეში; მოზრდილები: 2 გ ინტრავენურად/მუსკულარულად ყოველ 12-24 საათში

ან

რიფამპიცინი: ბავშვები: მიმართეთ სპეციალისტს დოზის მითითებისთვის; მოზრდილები: 300 მგ ინტრავენურად/პერორულად ყოველ 12 საათში

და

დოქსოციკლინი: 8 წლამდე ასაკის ბავშვები: 2.2 მგ/კგ ინტრავენურად/პერორალურად ყოველ 12 საათში, მაქსიმუმ 200 მგ/დღეში; ბავშვები ≥8 წელზე და მოზრდილებში: 100 მგ ინტრავენურად/პერორულად ყოველ 12 საათში

და

ცეფტრიაქსონი: ბავშვები: 100 მგ/კგ/დღეში ინტრავენურად/ინტრამუსკულურად, გაყოფილი დოზებით ყოველ 12 საათში, მაქსიმუმ 4 გ/დღეში; მოზრდილები: 2 გ ინტრავენურად/მუსკულარულად ყოველ 12-24 საათში

მწვავე

კატის ნაკაწრის დაავადება: არ ვლინდება ენდოკარდიტი, ღვიძლის ჩართულობა ან ბაცილით გამოწვეული ანგიომატოზი

Back
1-ლი რიგის – 

მონიტორინგი და დამხმარე მოვლა

იმუნოკომპეტენტურ პაციენტებს აქვთ მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფექცია - ანტიბიოტიკები არ არის საჭირო.[10][43]​ სიმპტომები ჩვეულებრივ ქრება რამდენიმე კვირაში.

მტკივნეული ლიმფადენოპათიის შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს ტკივილგამაყუჩებლები. ცხელების მქონე პაციენტებმა უნდა მიიღონ შესაბამისი მედიკამენტები (სიცხის დამწევები).

ნემსით ასპირაცია ნაჩვენებია დაჩირქებული ლიმფური კვანძების შემთხვევაში; შეიძლება საჭირო გახდეს მრავლობითი ასპირაციაც.

მკურნალობის გარეშე მიმდინარე ინფექციებში საჭიროა ინტენსიური მეთვალყურეობა და ხელახალი შეფასება; ანტიბიოტიკოთერაპია უნდა დაიწყოს, თუ სიმპტომები და ნიშნები უარესდება ან პერსისტენტულია.

პირველადი პარამეტრები

პარაცეტამოლი: ბავშვები: 10-15 მგ/კგ პერორალურად, ყოველ 4-6 საათში ერთხელ საჭიროებისამებრ, 75 მგ/კგ/დღეში; მოზრდილები: 500-1000 მგ პერორალურად ყოველ 4-6 საათში ერთხელ საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ 4000 მგ/დღეში

ან

იბუპროფენი: ბავშვები: 10 მგ/კგ პერორალურად, ყოველ 6-8 საათში საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ 40 მგ/კგ/დღე; მოზრდილები: 200-400 მგ პერორალურად ყოველ 4-6 საათში საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ 2400 მგ/დღეში

Back
პლიუს – 

ანტიბიოტიკთერაპია

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

აზითრომიცინი ინიშნება იმუნოკომპრომისულ (ნებისმიერი სიმძიმის ინფექციით) და იმუნოკომპეტენტურ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ დიდი ზომის ლიმფური კვანძები.[10][43][57]​ ალტერნატიულად, შეიძლება გამოყენებულ იქნას დოქსიციკლინის კომბინაცია რიფამპიცინთან.

აივ ინფექციის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია დოქსიციკლინით ან ერითრომიცინით მონოთერაპია, როგორც უპირატესი მკურნალობა.[53]

მიუხედავად იმისა, რომ კბილების გაუფერულება ზოგადი პრობლემაა 8 წლამდე ასაკის ბავშვებში (<12 წელი დიდ ბრიტანეთში), AAP-ის რეკომენდაციით დოქსიციკლინი შეიძლება გამოვიყენოთ ასაკის მიუხედავად, ხანმოკლე პერიოდით (≤21 დღე).[54]

მკურნალობის კურსი: 5 დღე (აზითრომიცინი), 7-10 დღე (სხვა ანტიბიოტიკები).

აივ ინფიცირებული პაციენტებისთვის რეკომენდებულია ხანგრძლივი მკურნალობა (სულ მცირე, 3 თვე).[53]

პირველადი პარამეტრები

აზიტრომიცინი: ბავშვები: 10 მგ/კგ პერორალურად 1-ელ დღეს, რასაც მოსდევს 5 მგ/კგ დღეში ერთხელ; მოზრდილები: 500 მგ პერორალურად 1-ელ დღეს, რასაც მოსდევს 250 მგ დღეში ერთხელ

მეორეული ვარიანტები

დოქსოციკლინი: 8 წლამდე ასაკის ბავშვები: 2.2 მგ/კგ ინტრავენურად/პერორალურად ყოველ 12 საათში, მაქსიმუმ 200 მგ/დღეში; ბავშვები ≥8 წელზე და მოზრდილებში: 100 მგ ინტრავენურად/პერორალურად ყოველ 12 საათში

და

რიფამპიცინი: ბავშვები: 20 მგ/კგ/დღე პერორალურად/ინტრავენურად 2 დაყოფილ დოზად, მაქსიმუმ 600 მგ/დღე; მოზრდილები: 300 მგ პერორალურად/ინტრავენურად დღეში ორჯერ

ან

დოქსოციკლინი: ბავშვები ≥8 წლამდე და მოზრდილები: 100 მგ პერორულად/ინტრავენურად ორჯერ დღეში

ან

ერითრომიცინის ტუტე: ბავშვები: 40 მგ/კგ/დღე პერორალურად 4 დაყოფილ დოზად, მაქსიმუმ 2000 მგ/დღე; მოზრდილებში: 500 მგ პერორალურად დღეში ოთხჯერ

ან

ერითრომიცინის ლაქტობიონატი: ბავშვები: 20 მგ/კგ/დღეში ინტრავენურად, 4 დაყოფილ დოზად, მაქსიმუმ 2000 მგ/დღეში; მოზრდილებში: 500 მგ ინტრავენურად ყოველ 6 სთ-ში ერთხელ

სანგრის ცხელება: არ ვლინდება ენდოკარდიტი ან ბაცილით გამოწვეული ანგიომატოზი

Back
1-ლი რიგის – 

ანტიბიოტიკთერაპია

B quintana ინფექცია მწვავე სტადიაზე ძირითადად იწვევს სანგრის ცხელებას. ინფექცია შეიძლება სპონტანურად ალაგდეს, მაგრამ თუ არ ვუმკურნალეთ, შესალოა გადავიდეს ქრონიკულ ბაქტერიემიასა და ენდოკარდიტში.

მწვავე და ქრონიკულ სტადიაზე პაციენტების მკურნალობა მიმდინარეობს დოქსიციკლინისა და გენტამიცინის კომბინაციით.

მოზრდილ პაციენტებს მკურნალობენ პერორალური დოქსიციკლინით 28 დღის განმავლობაში, ხოლო ინტრავენური გენტამიცინით- 14 დღის განმავლობაში.[10][59][60]

ერითრომიცინისა და გენტამიცინის გამოყენება შეიძლება მოზრდილებში, რომლებსაც აქვთ დოქსიციკლინის უკუჩვენება.

დოქსიციკლინის გამოყენება 21 დღეზე მეტი ხანგრძლივობით <8 წლის ბავშვებში არ არის რეკომენდებული, კბილების შეფერილობის შეცვლის გამო.[54] დიდ ბრიტანეთში დოქსიციკლინი რეკომენდებული არ არის 12 წლამდე ბავშვებში. სანაცვლოდ, ამ ჯგუფში ალტერნატიულად გამოიყენება გენტამიცინი და ერითრომიცინი.

მკურნალობის კურსი: 28 დღე (დოქსიციკლინი, ერითრომიცინი); 14 დღე (გენტამიცინი).

პირველადი პარამეტრები

დოქსოციკლინი: >8 წლის ასაკის ბავშვები და მოზრდილები: 100 მგ პერორულად/ინტრავენურად დღეში ორჯერ

იყოს

ერითრომიცინის ტუტე: ბავშვები: 40 მგ/კგ/დღე პერორალურად 4 დაყოფილ დოზად, მაქსიმუმ 2000 მგ/დღე; მოზრდილებში: 500 მგ პერორალურად დღეში ოთხჯერ

--და--

გენტამიცინი: ბავშვები და მოზრდილები: 3 მგ/კგ ინტრავენურად ყოველ 24 სთ-ში.

მეტი
Back
განიხილე – 

პედიკულოზის მკურნალობა

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

ტანის ტილებით ინვაზიის (პედიკულოზის) მართვა ჩვეულებრივ შესაძლებელია პირადი ჰიგიენის გაუმჯობესებით, მათ შორის ტანსაცმლის გამოცვლა კვირაში ერთხელ მაინც და ტანსაცმლის, საწოლებისა და პირსახოცების რეცხვა და გაშრობა ცხელი წყლით (მინიმუმ 54°C [130°). F]).[61]​ თუმცა, ინსექტიციდებით და/ან პედიკულიციდით მკურნალობა შეიძლება მიზანშეწონილინიყოს ბართონელასთან ასოცირებული ინფექციის შემთხვევაში, რეინფიცირების ან შემდგომი გადაცემის თავიდან ასაცილებლად. ინსექტიციდები, როგორიცაა DDT, მალატიონი ან პერმეტრინი, შეიძლება გამოყენებულ იქნას ტანსაცმლისა და თეთრეულის დასამუშავებლად. რეკომენდებული პედიკულიციდები იგივეა, რაც თავის ტილების შემთხვევაში.[61] იხ პედიკულოზი კაპიტი (მართვის მიდგომა).

ბაცილით გამოწვეული ანგიომატოზი

Back
1-ლი რიგის – 

ანტიბიოტიკთერაპია

აღნიშნული არის B henselae და B quintana-ით გამოწვეული სისხლძარღვოვანი პროლიფერაციული დაავადება იმუნოკომპრომისულ პაციენტებში, განსაკუთრებით აივ ინფიცირებულებში.[4][5] ბაცილური ანგიომატოზი ვითარდება აივ ინფექციის მოგვიანებით ეტაპზე, როცა CD4 უჯრედების რაოდენობა ნაკლებია 50 უჯრედი/მიკროლიტრზე.[53] სწორი თერაპია უმნიშვნელოვანესია ინფექციის გავრცელების საპრევენციოდ, რასაც შესაძლო ფატალური შედეგები შეიძლება მოჰყვეს.

ბაცილარული ანგიომატოზის სამკურნალოდ არჩევის ანტიბიოტიკებია ერითრომიცინი ან დოქსიციკლინი, ინიშნება 3 ან მეტი თვის განმავლობაში.[53] დოქსიციკლინის გამოყენება 21 დღეზე მეტი ხანგრძლივობით <8 წლის ბავშვებში არ არის რეკომენდებული, კბილების შეფერილობის შეცვლის გამო.[54] დიდ ბრიტანეთში დოქსიციკლინი არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ გამოქვეყნებული მონაცემები არასაკმარისია, აზითრომიცინის 3-თვიანი კურსი ასევე წარმატებით გამოიყენება.[62] ვინადიან აზითრომიცინი კარგად ფარავს B quintana და B henselae-ს, იგი შესაძლოა გამოივიყენოთ ერითრომიცინის ან დოქსიციკლინის ალტერნატივად.[53] კლარითრომიცინი ასევე შეიძლება ჩაითვალოს ალტერნატივად, თუმცა, მწირია მტკიცებულება მისი გამოყენების მხარდასაჭერად.[53]

მკურნალობის კურსი: 3 თვე.

პირველადი პარამეტრები

ერითრომიცინის ტუტე: ბავშვები: 40 მგ/კგ/დღე პერორალურად 4 დაყოფილ დოზად, მაქსიმუმ 2000 მგ/დღე; მოზრდილებში: 500 მგ პერორალურად დღეში ოთხჯერ

ან

დოქსოციკლინი: >8 წლის ასაკის ბავშვები და მოზრდილები: 100 მგ პერორალურად/ინტრავენურად დღეში ორჯერ

მეორეული ვარიანტები

აზიტრომიცინი: ბავშვები: 10 მგ/კგ პერორალურად დღეში ერთხელ; მოზრდილები: 500 მგ პერორალურად დღეში ერთხელ

ან

კლარითრომიცინი: ბავშვები: 7.5 მგ/კგ პერორალურად, ორჯერ დღეში, მაქსიმუმ 1000 მგ/დღეში; მოზრდილები: 500 მგ პერორალურად, ორჯერ დღეში

Back
განიხილე – 

დამხმარე მკურნალობა

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

დამხმარე თერაპია მოიცავს: შესაბამის ანტიპირეტულ პრეპარატებს ცხელების კონტროლისთვის; იმუნოკომპრომისულ პაციენტებში იმუნიტეტის გამაძლიერებელ ზომებს (მაგ., ანტირეტროვირუსული თერაპია აივ/შიდსის შემთხვევაში ან იმუნოსუპრესიული აგენტების შემცირება ტრანსპლანტის მიმღებ პაციენტებში).

პირველადი პარამეტრები

პარაცეტამოლი: ბავშვები: 10-15 მგ/კგ პერორალურად, ყოველ 4-6 საათში ერთხელ საჭიროებისამებრ, 75 მგ/კგ/დღეში; მოზრდილები: 500-1000 მგ პერორალურად ყოველ 4-6 საათში ერთხელ საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ 4000 მგ/დღეში

ან

იბუპროფენი: ბავშვები: 10 მგ/კგ პერორალურად, ყოველ 6-8 საათში საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ 40 მგ/კგ/დღე; მოზრდილები: 200-400 მგ პერორალურად ყოველ 4-6 საათში საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ 2400 მგ/დღეში

Back
განიხილე – 

პედიკულოზის მკურნალობა

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

ტანის ტილებით ინვაზიის (პედიკულოზის) მართვა ჩვეულებრივ შესაძლებელია პირადი ჰიგიენის გაუმჯობესებით, მათ შორის ტანსაცმლის გამოცვლა კვირაში ერთხელ მაინც და ტანსაცმლის, საწოლებისა და პირსახოცების რეცხვა და გაშრობა ცხელი წყლით (მინიმუმ 54°C [130°). F]).[61]​ თუმცა, ინსექტიციდებით და/ან პედიკულიციდით მკურნალობა შეიძლება მიზანშეწონილინიყოს ბართონელასთან ასოცირებული ინფექციის შემთხვევაში, რეინფიცირების ან შემდგომი გადაცემის თავიდან ასაცილებლად. ინსექტიციდები, როგორიცაა DDT, მალატიონი ან პერმეტრინი, შეიძლება გამოყენებულ იქნას ტანსაცმლისა და თეთრეულის დასამუშავებლად. რეკომენდებული პედიკულიციდები იგივეა, რაც თავის ტილების შემთხვევაში.[61] იხ პედიკულოზი კაპიტი (მართვის მიდგომა).

ღვიძლისმიერი პელიოზი ან ღვიძლ-ელენთის მიკროაბსცესები

Back
1-ლი რიგის – 

ანტიბიოტიკთერაპია

იმუნოკომპრომისულ პაციენტებსა და ბავშვებში გვხვდება ღვიძლის პელიოზი, რომელსაც დილატირებული კაპილარები და ღვიძლში სისხლით სავსე კავერნოზული სივრცეების განვითარება ახასიათებს. პაციენტებს უვლინდებათ ცხელება, შეციება, გასტროინტესტინური სიმპტომები და ჰეპატოსპლენომეგალია.

ღვიძლისმიერი პელიოზის მკურნალობა ტარდება ერითრომიცინით ან დოქსიციკლინით, 3 ან მეტი თვის განმავლობაში.[53] დოქსიციკლინის გამოყენება 21 დღეზე მეტი ხანგრძლივობით <8 წლის ბავშვებში არ არის რეკომენდებული, კბილების შეფერილობის შეცვლის გამო.[54] დიდ ბრიტანეთში დოქსიციკლინი რეკომენდებული არ არის 12 წლამდე ბავშვებში.

იმუნოკომპეტენტურ ბავშვებს შესაძლოა ჰქონდეთ B henselae-ს ინფექციის შედეგად განვითარებული ღვიძლისა და ელენთის მიკროაბსცესები, აღნიშნული მდგომარეობის მკურნალობა საჭიროა მხოლოდ რიფამპიცინის 2-კვირიანი კურსით ან რიფამპიცინისა და გენტამიცინის ან ტრიმეთოპრიმ/სულფამეთოქსაზოლის კომბინაციით.[63]

მკურნალობის კურსი: ≥3 თვე ღვიძლისმიერი პელიოზის დროს. 10-14 დღე ღვიძლ-ელენთის მიკროაბსცესებისთვის

პირველადი პარამეტრები

ღვიძლის პელიოზი

ერითრომიცინის ტუტე: ბავშვები: 40 მგ/კგ/დღე პერორალურად 4 დაყოფილ დოზად, მაქსიმუმ 2000 მგ/დღე; მოზრდილებში: 500 მგ პერორალურად დღეში ოთხჯერ

ან

ღვიძლის პელიოზი

დოქსოციკლინი: >8 წლის ასაკის ბავშვები და მოზრდილები: 100 მგ პერორალურად/ინტრავენურად დღეში ორჯერ

ან

ღვიძლ-ელენთის მიკროაბსცესები

რიფამპიცინი: ბავშვები: 20 მგ/კგ/დღეში პერორალურად/ინტრავენურად 2 დაყოფილ დოზად, მაქსიმუმ 600 მგ/დღე

ან

ღვიძლ-ელენთის მიკროაბსცესები

რიფამპიცინი: ბავშვები: 20 მგ/კგ/დღეში პერორალურად/ინტრავენურად 2 დაყოფილ დოზად, მაქსიმუმ 600 მგ/დღე

--და--

გენტამიცინი: ბავშვები: 3 მგ/კგ ინტრავენურად ყოველ 24 სთ-ში

მეტი

იყოს

ტრიმეთოპრიმ/სულფამეტოქსაზოლი: >2 თვის ასაკის ბავშვები: 8-10 მგ/კგ/დღე ინტრავენურად/პერორალურად დაყოფილი დოზებით ყოველ 6-12 სთ-ში

მეტი
Back
განიხილე – 

დამხმარე მკურნალობა

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

დამხმარე თერაპია მოიცავს: შესაბამის ანტიპირეტულ პრეპარატებს ცხელების კონტროლისთვის; იმუნოკომპრომისულ პაციენტებში იმუნიტეტის გამაძლიერებელ ზომებს (მაგ., ანტირეტროვირუსული თერაპია აივ/შიდსის შემთხვევაში ან იმუნოსუპრესიული აგენტების შემცირება ტრანსპლანტის მიმღებ პაციენტებში).

პირველადი პარამეტრები

პარაცეტამოლი: ბავშვები: 10-15 მგ/კგ პერორალურად, ყოველ 4-6 საათში ერთხელ საჭიროებისამებრ, 75 მგ/კგ/დღეში; მოზრდილები: 500-1000 მგ პერორალურად ყოველ 4-6 საათში ერთხელ საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ 4000 მგ/დღეში

ან

იბუპროფენი: ბავშვები: 10 მგ/კგ პერორალურად, ყოველ 6-8 საათში საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ 40 მგ/კგ/დღე; მოზრდილები: 200-400 მგ პერორალურად ყოველ 4-6 საათში საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ 2400 მგ/დღეში

დადასტურებული Bartonella endocarditis

Back
1-ლი რიგის – 

ანტიბიოტიკოთერაპია + დამხმარე მოვლა

თუ დადასტურდა, რომ ენდოკარდიტის გამომწვევი ბართონელაა, უპირატესია მკურნალობა გენტამიცინით (14 დღის განმავლობაში) პერორალურ დოქსიციკლინთან კომბინაციაში (6 კვირის განმავლობაში).[10][52]​​​​ თუ მოსალოდმელია თირკმელების დაზიანება, გამოყენებულ უნდა იქნას რიფამპიცინისა და დოქსიციკლინის კომბინაცია (6 კვირა).[53][54]​​​

იქიდან გამომდინარე, რომ ბართონელათი გამოწვეული ენდოკარდიტის დროს დეფიციტურია ეფექტური ალტერნატიული ანტიბიოტიკები და ინფექციის სერიოზული ხასიათიდან გამომდინარე, დოქსიციკლინის გამოყენება გამართლებულია ყველა ასაკის ბავშვებში, ხანგრძლივი მკურნალობის კურსის მიუხედავად (>21 დღე). რეკომენდებულია ბავშვთა ინფექციონისტის კონსულტაცია.[54] დიდ ბრიტანეთში დოქსიციკლინი არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, გარდა მძიმე ინფექციებისა, როდესაც არ არსებობს ალტერნატიული ვარიანტები.

მიმართეთ ინფექციონისტს, თუ პაციენტს დაუდასტურდება ბართონელას ატიპური სახეობით(მაგ., B baciliformis) გამოწვეული ენდოკარდიტი, მიმართეთ ინფექციონისტს.[10][16][45]

შესაბამის შემთხვევებში შეიძლება დაგვეხმაროს განმეორებითი ექოკარდიოგრამა, რათა დავინახოთ, ალაგდა თუ არა სარქველზე ვეგეტაციები.

ენდოკარდიტის შემთხვევაში დამხმარე მოვლა ანალოგიურია ენდოკარდიტის სხვა ტიპებისა: სითხისა და ელექტროლიტების ბალანსის ზედმიწევნით კონტროლი, ელექტროკარდიოგრამის კონტროლი და გულის უკმარისობის მართვა.

მკურნალობის კურსი: 14 დღე (გენტამიცინი); 6 კვირა (ცეფტრიაქსონი, დოქსიციკლინი).

პირველადი პარამეტრები

გენტამიცინი: ბავშვები: დოზირების განსასაზღვრად მიმართეთ სპეციალისტს. მოზრდილები: 3 მგ/კგ ინტრავენურად ყოველ 24 საათში, ან 1 მგ/კგ ინტრავენურად ყოველ 8 საათში

მეტი

და

დოქსოციკლინი: 8 წლამდე ასაკის ბავშვები: 2.2 მგ/კგ ინტრავენურად/პერორალურად ყოველ 12 საათში, მაქსიმუმ 200 მგ/დღეში; ბავშვები ≥8 წელზე და მოზრდილებში: 100 მგ ინტრავენურად/პერორალურად ყოველ 12 საათში

ან

რიფამპიცინი: ბავშვები: მიმართეთ სპეციალისტს დოზის მითითებისთვის; მოზრდილები: 300 მგ ინტრავენურად/პერორულად ყოველ 12 საათში

და

დოქსოციკლინი: 8 წლამდე ასაკის ბავშვები: 2.2 მგ/კგ ინტრავენურად/პერორალურად ყოველ 12 საათში, მაქსიმუმ 200 მგ/დღეში; ბავშვები ≥8 წელზე და მოზრდილებში: 100 მგ ინტრავენურად/პერორალურად ყოველ 12 საათში

Back
განიხილე – 

სარქვლის შეცვლა

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

თუ პაციენტს სარქველი ძლიერად აქვს დაზიანებული და ვლინდება გაჟონვა, რაც იწვევს გულის შეგუბებით უკმარისობას ან ემბოლიას, შეიძლება საჭირო გახდეს სარქვლის ჩანაცვლება. აუცილებელია ყველა პაციენტის კლინიკური მეთვალყურეობა და ზედმიწევნითი დაკვირვება, რათა დროულად ამოვიცნოთ გართულებები, როგორიცაა ემბოლია და გულის შეგუბებითი უკმარისობა. შესაბამის შემთხვევებში შეიძლება დაგვეხმაროს განმეორებითი ექოკარდიოგრამა, რათა დავინახოთ, ალაგდა თუ არა სარქველზე ვეგეტაციები.

Back
1-ლი რიგის – 

ანტიბიოტიკოთერაპია + დამხმარე მოვლა

Bartonella-თი გამოწვეული ენდოკარდიტის მკურნალობა იმუნოკომპრომისულ პაციენტებში უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად, ვინაიდან შესაძლოა საჭირო გახდეს ხანგრძლივი მკურნალობა.

ბარტონელას დადასტურებული ენდოკარდიტის რეკომენდებული მკურნალობა აივ-ის მქონე მოზრდილებში არის ინტრავენური დოქსიციკლინი პლუს ინტრავენური ან პერორალური რიფამპიცინი 6 კვირის განმავლობაში, რასაც მოჰყვება ინტრავენური ან პერორალური დოქსიციკლინით მონოთერაპია ≥3 თვის მანძილზე. ალტერნატიული ვარიანტია დოქსიციკლინი პლუს გენტამიცინი, ორივე ინტრავენური ფორმით, 14 დღის განმავლობაში, რასაც მოჰყვება ინტრავენური ან პერორალური დოქსიციკლინის მონოთერაპია ≥3 თვის განმავლობაში, მაგრამ ნაკლებად სასურველია გენტამიცინის შესაძლო ნეფროტოქსიკურობის გამო.[53] აივ ინფექციის მქონე ბავშვების მართვა უნდა მოხდეს სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ.

მიმართეთ ინფექციონისტს, თუ პაციენტს დაუდასტურდება ბართონელას ატიპური სახეობით(მაგ., B baciliformis) გამოწვეული ენდოკარდიტი, მიმართეთ ინფექციონისტს.[10][16][45]

შესაბამის შემთხვევებში შეიძლება დაგვეხმაროს განმეორებითი ექოკარდიოგრამა, რათა დავინახოთ, ალაგდა თუ არა სარქველზე ვეგეტაციები.

ენდოკარდიტის შემთხვევაში დამხმარე მოვლა ანალოგიურია ენდოკარდიტის სხვა ტიპებისა: სითხისა და ელექტროლიტების ბალანსის ზედმიწევნით კონტროლი, ელექტროკარდიოგრამის კონტროლი და გულის უკმარისობის მართვა.

პირველადი პარამეტრები

დოქსოციკლინი: მოზრდილები: 100 მგ ინტრავენურად ყოველ 12 საათში 6 კვირის განმავლობაში, შემდეგ 100 მგ ინტრავენურად/პერორულად ყოველ 12 საათში ≥3 თვის განმავლობაში

და

რიფამპიცინი: მოზრდილები: 300 მგ ინტრავენურად/პერორულად ყოველ 12 საათში 6 კვირის განმავლობაში

მეორეული ვარიანტები

დოქსოციკლინი: მოზრდილები: 100 მგ ინტრავენურად ყოველ 12 საათში 2 კვირის განმავლობაში, შემდეგ 100 მგ ინტრავენურად/პერორულად ყოველ 12 საათში ≥3 თვის განმავლობაში

და

გენტამიცინი: მოზრდილები: 1 მგ/კგ ინტრავენურად ყოველ 8 საათში 2 კვირის განმავლობაში

მეტი
Back
განიხილე – 

სარქვლის შეცვლა

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

თუ პაციენტს სარქველი ძლიერად აქვს დაზიანებული და ვლინდება გაჟონვა, რაც იწვევს გულის შეგუბებით უკმარისობას ან ემბოლიას, შეიძლება საჭირო გახდეს სარქვლის ჩანაცვლება. აუცილებელია ყველა პაციენტის კლინიკური მეთვალყურეობა და ზედმიწევნითი დაკვირვება, რათა დროულად ამოვიცნოთ გართულებები, როგორიცაა ემბოლია და გულის შეგუბებითი უკმარისობა. შესაბამის შემთხვევებში შეიძლება დაგვეხმაროს განმეორებითი ექოკარდიოგრამა, რათა დავინახოთ, ალაგდა თუ არა სარქველზე ვეგეტაციები.

კერიონის დაავადება: ოროიას ცხელება

Back
1-ლი რიგის – 

ანტიბიოტიკთერაპია

მკურნალობა უნდა დაიწყოს დიაგნოზის დადგენისთანავე.

პერუს მთავრობის ეროვნული გაიდლაინებით რეკომენდებულია მკურნალობის შემდგომი რეჟმები:[19]

მოზრდილებს და მოზარდებს (ანუ ≥14 წელი და ≥45 კგ), გაურთულებელ შემთხვევებში მკურნალობენ ორალური ციპროფლოქსაცინით 14 დღის განმავლობაში. ალტერნატივები მოიცავს ამოქსიცილინს/კლავულანატს და ტრიმეთოპრიმს/სულფამეთოქსაზოლს. მძიმე შემთხვევებში მკურნალობა მიმდინარეობს ციპროფლოქსაცინითა და ცეფტრიაქსონით 7-14 დღის განმავლობაში. მძიმე შემთხვევების ალტერნატიული რეჟიმები მოიცავს ციპროფლოქსაცინის ცეფტაზიდიმთან ან ამიკაცინთან კომბინაციას.[19]

ორსულობის ან მეძუძურობის პერიოდში ამოქსიცილინი/კლავულანატი რეკომენდებულია გაურთულებელი შემთხვევებისთვის, ხოლო მძიმე შემთხვევებისათვის - ცეფტრიაქსონისა და ქლორამფენიკოლის კომბინაცია.[19]

14 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებულია ამოქსიცილინი/კლავულანატი, როგორც პირველი რიგის მკურნალობა გაურთულებელი შემთხვევებისთვის, ხოლო ციპროფლოქსაცინი პლუს ცეფტრიაქსონი მძიმე შემთხვევებში.[19]

პირველადი პარამეტრები

მოზარდები და მოზრდილები: გაურთულებელი

ციპროფლოქსაცინი: მოზარდები და მოზრდილები: 500 მგ პერორულად ორჯერ დღეში 14 დღის განმავლობაში

ან

ბავშვები, მოზარდები და მოზრდილები (მათ შორის ორსულები ან მეძუძურები): გაურთულებელი

ამოქსიცილინ/კლავულანატი: ბავშვები: 15 მგ/კგ პერორულად ორჯერ დღეში 3 დღის განმავლობაში, მაქსიმალური 500 მგ/დოზა; მოზრდილები: 500 მგ პერორულად ორჯერ დღეში 3 დღის განმავლობაში

მეტი

მეორეული ვარიანტები

მოზარდები და მოზრდილები: გაურთულებელი

ტრიმეთოპრიმ/სულფამეტოქსაზოლი: მოზარდები და მოზრდილები: 160 მგ პერორუად ორჯერ დღეში 14 დღის განმავლობაში

მეტი

ან

მოზარდები და მოზრდილები: გაურთულებელი

ქლორამფენიკოლი: ბავშვები და მოზრდილები: დოზირების განსასაზღვრად გაიარეთ სპეციალისტის კონსულტაცია

მესამე ვარიანტები

ბავშვები, მოზარდები და მოზრდილები: მძიმე

ციპროფლოქსაცინი: ბავშვები: 10-15 მგ/კგ ინტრავენურად ყოველ 12 საათში 14 დღის განმავლობაში, მაქსიმალური 400 მგ/დოზა; მოზარდები და მოზრდილები: 400 მგ ინტრავენურად ყოველ 12 საათში 3 დღის განმავლობაში, შემდეგ 200 მგ ყოველ 12 საათში 11 დღის განმავლობაში

და

ცეფტრიაქსონი: ბავშვები: 70 მგ/კგ ინტრავენურად ყოველ 24 საათში 7-10 დღის განმავლობაში, მაქსიმალური 2 გ/დოზა; მოზარდები და მოზრდილები: 2 გ ინტრავენურად ყოველ 24 საათში 7-10 დღის განმავლობაში

ან

მოზარდები და მოზრდილები: მძიმე

ციპროფლოქსაცინი: მოზარდები და მოზრდილები: 400 მგ ინტრავენურად ყოველ 12 საათში 3 დღის განმავლობაში, შემდეგ 200 მგ ყოველ 12 საათში 11 დღის განმავლობაში

--და--

ცეფტაზიდიმი: მოზარდები და მოზრდილები: 1 გ ინტრავენურად ყოველ 8 საათში 7 დღის განმავლობაში

იყოს

ამიკაცინი: მოზარდები და მოზრდილები: 7.5 მგ/კგ ინტრავენურად/კგ-ში ყოველ 12 საათში 7-10 დღის განმავლობაში

მეტი

ან

ორსულები ან მეძუძურები: მძიმე

ცეფტრიაქსონი: მოზრდილები: 1 გ ინტრავენურად ყოველ 24 საათში 10 დღის განმავლობაში

და

ქლორამფენიკოლი: მოზრდილები: დოზირებასთან დაკავშირებით მიმართეთ სპეციალისტს

Back
პლიუს – 

დექსამეთაზონი

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

ნევროლოგიური გამოვლინებების მქონე პაციენტებმა ასევე უნდა მიიღონ ინტრავენური დექსამეტაზონი.

მკურნალობის კურსი: 3-4 დღე.

პირველადი პარამეტრები

დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატი: ბავშვებში: 1 - 2 მგ/კგ/დღე ინტრავენურად დაყოფილი დოზებით ყოველ 4 - 6 საათში ერთხელ, მაქსიმუმ 16 მგ/დღე; მოზრდილებში: 4 მგ ინტრავენურად ყოველ 6 - 8 საათში ერთხელ

Back
პლიუს – 

სისხლის გადასხმა

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

დამხმარე ზომები მოიცავს სისხლის გადასხმას მძიმე ანემიის მქონე პაციენტებისთვის.

Back
პლიუს – 

პერიკარდიოცენტეზი

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

დამხმარე ზომები მიოცავს პერიკარდიოცენტეზს გამონაჟონით მიმდინარე პერიკარდიტის შემთხვევაში.

კერიონის დაავადება: პერუს მეჭეჭი

Back
1-ლი რიგის – 

ანტიბიოტიკთერაპია

აზითრომიცინი არის რეკომენდებული არჩევის პრეპარატი ვერუგა პერუანას სამკურნალოდ როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში. ინიშნება პერორულად 7 დღის განმავლობაში.[19]​ორსულობისა და მეძუძურობის დროს ასევე რეკომენდებულია აზითრომიცინი, მაგრამ დოზა და მკურნალობის კურსი შეიძლება განსხვავდებოდეს.[19] ალტერნატივები მოიცავს რიფამპიცინს, ციპროფლოქსაცინს ან ერითრომიცინს.[5][19]​​[46][65]​​​ ორსულობის დროს ციპროფლოქსაცინი არ არის რეკომენდებული.

პირველადი პარამეტრები

აზიტრომიცინი: ბავშვები: 10 მგ/კგ პერორალურად ერთხელ დღეში 7 დღის განმავლობაში, მაქსიმალური 500 მგ/დოზა; მოზრდილები: 500 მგ პერორალურად დღეში ერთხელ 7 დღის განმავლობაში

მეტი

მეორეული ვარიანტები

რიფამპიცინი: ბავშვები: 10 მგ/კგ პერორულად ერთხელ დღეში 21-28 დღის განმავლობაში, მაქსიმალური 600 მგ/დოზა; მოზრდილები: 600 მგ პერორულად დღეში ერთხელ 21-28 დღის განმავლობაში

ან

ციპროფლოქსაცინი: ბავშვები: 10-20 მგ/კგ პერორულად ორჯერ დღეში 14 დღის განმავლობაში, მაქსიმალური 500 მგ/დოზა; მოზრდილები: 500 მგ პერორულად ორჯერ დღეში 14 დღის განმავლობაში

ან

ერითრომიცინის ტუტე: ბავშვები: 7,5-12,5 მგ/კგ პერორულად ოთხჯერ დღეში 14 დღის განმავლობაში, მაქსიმალური 500 მგ/დოზა; მოზრდილები: 500 მგ პერორულად ოთხჯერ დღეში 14 დღის განმავლობაში

Bartonella vinsonii ინფექცია

Back
1-ლი რიგის – 

ანტიბიოტიკთერაპია

არსებობს შემთხვევათა აღწერა დოქსიციკლინით და რიფამპიცინით ხანგრძლივად მკურნალობის წარმატებით გამოყენებასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც აღინიშნებოდა სიმპტომების ალაგება რეციდივების გარეშე B vinsonii-ით დაინფიცირებულ პაციენტებში.[12] ერთ პედიატრიულ შემთხვევაში, აზითრომიცინის ფონზე კლინიკური გაუმჯობესების მიუხედავად, პაციენტს აღენიშნა რეციდივი და წარმატებით უმკურნალეს დოქსიციკლინით. მცირეწლოვანი ბავშვების მკურნალობის შესახებ გაიარეთ კონსულტაცია პედიატრიული ინფექციური დაავადებების ექსპერტთან. დოქსიციკლინი, კბილების შეფერილობის შეცვლის გამო, არ არის რეკომენდებული 8 წელზე უმცროს ბავშვებში, გარდა ისეთი მძიმე ინფექციებისა, როდესაც ეფექტური ალტერნატივა არ არსებობს.[54]​ დიდ ბრიტანეთში დოქსიციკლინი არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

შემთხვევათა მოხსენებების თანახმად, თერაპიული პროგრესის მეთვალყურეობა შესაძლებელია განმეორებითი სეროლოგიური ტესტირებით.[12]

პირველადი პარამეტრები

დოქსოციკლინი: ბავშვები ≥8 წლამდე და მოზრდილები: 100 მგ პერორულად/ინტრავენურად ორჯერ დღეში

და

რიფამპიცინი: ბავშვები: 20 მგ/კგ/დღე პერორალურად/ინტრავენურად 2 დაყოფილ დოზად, მაქსიმუმ 600 მგ/დღე; მოზრდილები: 300 მგ პერორალურად/ინტრავენურად დღეში ორჯერ

back arrow

აირჩიეთ პაციენტების ჯგუფი ჩვენი რეკომენდაციების სანახავად

მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულაცია/შეყვანის გზა და დოზირება შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდების, წამლების ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით. იხილეთ გაფრთხილება

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას