კვლევები

1-ად შესაკვეთი გამოკვლევები

სეროლოგია: Bartonella henselae (კატის ნაკწრით განპირობებული დაავადება [CSD])

ტესტი
შედეგი
ტესტი

სეროლოგია შეიძლება უარყოფითი იყოს ადრეული ავადმყოფობის დროს (<1 კვირა); IgM უარყოფითი ხდება 3 თვის შემდეგ; IgG დადებითი რჩება პაციენტთა 25%-ში პირველი წლის შემდეგ.

ხელმისაწვდომია ორი განსხვავებული ტიპი:[30]

არაპირდაპირი ფლუორესცენტული ანალიზი (IFA): სენსიტიურობა: IgM 2% -50%, IgG 14% -100%; სპეციფიკურობა: IgM 86% - 100%, IgG 34% -100%

იმუნოფერმენტული ანალიზი: სენსიტიურობა: IgM 60% - 85%, IgG 10% - 25%; სპეციფიკურობა: IgM 98%, IgG 97%.

შედეგი

დადებითი ტესტი მოიცავს ტიტრის ოთხჯერად ზრდას მწვავე და გამოჯანმრთელების ფაზებს შორის; ერთჯერადი IFA ტიტრი ≥1:64 ითვლება დადებითად

კულტურა: B henselae (CSD)

ტესტი
შედეგი
ტესტი

Bartonella-ს სახეობების კოლონიებს შეიძლება ჰქონდეთ ორი სახის მორფოლოგია: ან - უხეში და მშრალი, ამოზრდილი, არარეგულარული კოლონიები მოთეთრო მორფოლოგიური ტიპით, რომლებიც ასევე აღწერილია როგორც ბუჩქოვანი ან ყვავილოვანი კომბოსტოს მსგავსი გარეგნობისანი; ან - უფრო პატარა, ტენიანი, წრიული, რუჯისფერი კოლონიები, რომლებიც მიმაგრებულია აგარის ფირფიტაზე, რაც აძლევს ჭრელ შესახედაობას. ორივე ვარიანტი შეიძლება გამოვლინდეს ერთსა და იმავე კულტურაზე. მორფოლოგია შეიძლება განსხვავდებოდეს სახეობების მიხედვით.[48]

ბარტონელას სახეობების კულტურები რთული გასაზრდელია. ლიმფური კვანძის ასპირატიდან კულტურაზე მიკროორგანიზმის ამოთესვა უფრო რთულია.

შედეგი

დადებითი ზრდა; ბაქტერიის ზრდას შეიძლება დასჭირდეს 2-6 კვირა.

ლიმფური კვანძების ასპირაცია ან ბიოფსია (კატის ნაკაწრის დაავადება)

ტესტი
შედეგი
ტესტი

მიკროორგანიზმის ამოსაცნობად გამოსადეგია ვართინ-სტარის შეღებვა.

შედეგი

ჰისტოპათოლოგიურად ვლინდება გრანულომა, მიკროაბსცესები, ფოლიკულური ჰიპერპლაზია

სეროლოგია: B quintana (სანგრის ცხელება)

ტესტი
შედეგი
ტესტი

ხელმისაწვდომია სხვადასხვა ტესტი:[5][44]

1. არაპირდაპირი იმუნოფლუორესცენცია - თუ ტიტრი >50-ზე, ტესტი დადებითია; თუ ტიტრი >800-ზე, სავარაუდოა ბაქტერიემია და ენდოკარდიტი[42][44]

2. იმუნოფერმენტული ანალიზი

2. კომპლემენტის ფიქსაცია

4. ჰემაგლუტინაცია

5. ვესტერნ ბლოტი (მაღალსპეციფიკურია).

შედეგი

დადებითი ტიტრი (ზღვარი განსხვავდება კვლევების მიხედვით)

კულტურა: Bartonella quintana (სანგრის ცხელება)

ტესტი
შედეგი
ტესტი

სჭირდება სპეციალური გარემო, როგორიცაა შოკოლადის აგარი ან ცხვრის სისხლის აგარი.[4][5]

შედეგი

დადებითი ზრდა; ბაქტერიის ზრდას შეიძლება დასჭირდეს 9-36 დღე

სისხლის ნაცხი (კერიონის დაავადება)

ტესტი
შედეგი
ტესტი

სურათი ყველაზე კარგად ვლინდება რომანოვსკის, გიმზას ან რაითის შეღებვით.

შედეგი

უჯრედშიდა კოკისებრი ან ბაცილური ფორმები

კულტურა: Bartonella bacilliformis (ბარტონელოზი)

ტესტი
შედეგი
ტესტი

კულტურა საჭიროებს ნახევრადმყარ აგარს, კურდღლის შრატსა და ჰემოგლობინს. კულტურა უნდა გავაჩეროთ დაბალ ტემპერატურაზე (25°C -28°C; [77°F -82°F]).

შედეგი

დადებითი ზრდა; ბაქტერიის ზრდას შეიძლება დასჭირდეს 5-30 დღე

სეროლოგია: B bacilliformis (კარიონის დაავადება)

ტესტი
შედეგი
ტესტი

ხელმისაწვდომია სხვადასხვა ტესტი:[5]

1. არაპირდაპირი იმუნოფლუორესცენცია

2. იმუნოფერმენტული ანალიზი

2. კომპლემენტის ფიქსაცია

4. ჰემაგლუტინაცია

5. ვესტერნ ბლოტი (მაღალმგრძნობიარე და მაღალსპეციფიკურია).

შედეგი

დადებითი ტიტრი (ზღვარი განსხვავდება კვლევების მიხედვით)

ანტისხეულების იმუნოფლუორესცენტული ანალიზი (IFA): B vinsonii

ტესტი
შედეგი
ტესტი

B visonii-ს სეროლოგიური ტესტი იმუნოფლუორესცენტული ანალიზის მეშვეობით.

შედეგი

დადებითი

პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციიის (PCR) ანალიზი: B vinsonii

ტესტი
შედეგი
ტესტი

პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია გამოიყენება სისხლის, თავზურგტვინის სითხის, ნერწყვისა და ღრძილების ქსოვილის ნიმუშებზე.

შედეგი

დადებითი

კულტურა: B vinsonii

ტესტი
შედეგი
ტესტი

ესაჭიროება განსაკუთრებული გამდიდრებული ნიადაგი (Bartonella ალფა პროტეობაქტერიის ამოსათესი საკუტივაციო ნიადაგი [BAPGM]) სისხლისა და შრატის ნიმუშების კულტურისთვის.[8]

შედეგი

დადებითი

გასათვალისწინებელი კვლევები

PCR: B henselae (CSD)

ტესტი
შედეგი
ტესტი

PCR ანალიზზე იგზავნება ლიმფური კვანძის, გულის სარქველის ან სისხლის ნიმუში.

მგრძნობელობა აღწევს 43-76%-ს, ხოლო სპეციფიკურობა- 100%-ს.

თუ ხელმისაწვდომია, გვეხმარება სწრაფ დიაგნოსტიკაში.

შედეგი

დადებითი

ტუბერკულინის კანის ტესტი (TST)

ტესტი
შედეგი
ტესტი

უარყოფითი შედეგი წარმოადგენს Bartonella henselae-ს ინფექციების სადიაგნოსტიკო კრიტერიუმების ნაწილს, მაგრამ არ გამორიცხავს ტუბერკულოზურ ლიმფადენოპათიას. კანის ტუბერკულინის სინჯის დადებითი შედეგის მიღების შემდეგ საჭიროა შესაბამისი დიაგნოსტიკური კვლევები ტუბერკულოზური ლიმფადენოპათიის სადიაგნოსტიკოდ.

შედეგი

ნეგატიური

ინტერფერონ გამას გამოთავისუფლების ანალიზები (IGRAs)

ტესტი
შედეგი
ტესტი

ინტერფერონ გამას გამოთავისუფლების ანალიზით ფასდება გამა ინტერფერონის გამოყოფა T უჯრედებიდან ტუბერკულოზური ანტიგენების საპასუხოდ; ეს წარმოადგენს ex vivo ტესტს, რომლის მიზანია ტუბერკულოზზე ექსპოზიციის დიაგნოსიტიკა (მაგ. ტუბერკულოზის ლატენტური ინფექცია). ტუბერკულინის კანის სინჯის მსგავსად, აქტიური ტუბერკულოზის სადიაგნოსტიკოდ მისი სარგებელი შეზღუდულია დაბალი მგრძნობელობის (60-80%) და ლატენტური და აქტიური დაავადების განსხვავების უნარის არქონის გამო.

უარყოფითი შედეგი წარმოადგენს Bartonella henselae-ს ინფექციების სადიაგნოსტიკო კრიტერიუმების ნაწილს, მაგრამ არ გამორიცხავს ტუბერკულოზურ ლიმფადენოპათიას.

დადებითი ტესტის შემდეგ საჭიროა შესაბამისი დიაგნოსტიკური კვლევები ტუბერკულოზური ლიმფადენოპათიის სადიაგნოსტიკოდ.

შედეგი

ნეგატიური

PCR: B quintana (სანგრის ცხელება)

ტესტი
შედეგი
ტესტი

PCR ანალიზისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ ქსოვილის ნიმუში, მათ შორის ვეგეტაციების მქონე გულის სარქველი. ასევე შეიძლება ჩატარდეს სისხლის PCR ბაქტერემიაზე ეჭვის დროს.[16]

თუ ხელმისაწვდომია, გვეხმარება სწრაფ დიაგნოსტიკაში.

შედეგი

დადებითი

ქსოვილის ბიოფსია (სანგრის ცხელება)

ტესტი
შედეგი
ტესტი

იმუნოჰისტოქიმია და იმუნოფლუორესცენცია გამოიყენება B quintana-ს განსასაზღვრად ქსოვილებში, როგორიცაა გულის სარქველი ენდოკარდიტის დროს ან კანი ბაცილური ანგიომატოზის დროს.

შედეგი

პროლიფერაციული ენდოთელიური უჯრედები, დადებითი იმუნოქიმია ან იმუნოფლუორესცენტული შეღებვა

ქსოვილის ბიოფსია (კერიონის დაავადება)

ტესტი
შედეგი
ტესტი

ბიოფსიის ნიმუში შეიძლება ასევე გაიგზავნოს იმუნოჰისტოქიმიური კვლევისთვის და მიკროორგანიზმის კულტურაზე დასათესად.[5]

შედეგი

ჰისტოპათოლოგიურად ვლინდება ენდოთელიუმის, მონოციტებისა და მაკროფაგების პროლიფერაცია; ვარტინ-სტარის შეღებვით ვლინდება მიკროორგანიზმები

ექოკარდიოგრაფია

ტესტი
შედეგი
ტესტი

Bartonella henselae შესაძლოა იყოს კულტურა-უარყოფითი ენდოკარდიტის დროს და პასუხისმგებელია ენდოკარდიტის შემთხვევათა 3%-ზე.[6]​ ჩვეულებრივ მოიცავს აორტის სარქველს და ვეგეტაციები გვხვდება შემთხვევების 100%-ში.

B quintana შესაძლოა გამოვლინდეს კულტურა-უარყოფითი ენდოკარდიტის დროს, განსაკუთრებით ქალაქებში მცხოვრებ უსახლკარო ადამიანებში.[5][16][4]

B bacilliformis მწვავე ინფექციების (ოროიას ცხელება) დროს პაციენტს შესაძლოა აღენიშნებოდეს პერიკარდიტის ნიშნები, როგორიცაა პერიკარდიული გამონაჟონი. შემთხვევების ანგარიშების მიხედვით, B baciliformis-მა შეიძლება გამოიწვიოს ენდოკარდიტი, მაგრამ ეს იშვიათია[16][45]

შედეგი

ვეგეტაციები აღინიშნება ბარტონელური ენდოკარდიტის შემთხვევათა 100%-ში; ჩვეულებრივ ზიანდება აორტის სარქვლები; აღინიშნება პერიკარდიული ეფუზია

მუცლის კომპიუტერული ტომოგრაფიით

ტესტი
შედეგი
ტესტი

ღვიძლის დაზიანება შესაძლოა აღინიშნებოდეს Bartonella henselae ინფექციების დროს.

იმუნოკომპეტენტურ ბავშვებს შესაძლოა ქონდეთ B henselae-ს ინფექციის შედეგად განვითარებული ღვიძლისა და ელენთის მიკროაბსცესები. იმუნოკომპრომისულ პაციენტებში გვხვდება ღვიძლის პელიოზი (პურპურა), რომელსაც დილატირებული კაპილარები და ღვიძლში სისხლით სავსე კავერნოზული სივრცეების განვითარება ახასიათებს.

შედეგი

ჰეპატოსპლენომეგალია მიკროაბსცესებით; ღვიძლის პელიოზი

ლუმბური პუნქცია თავზურგტვინის სითხის ანალიზით

ტესტი
შედეგი
ტესტი

კისრის გაშეშების შემთხვევაში თავზურგტვინის სითხე ტიპურად ნორმაშია, თუმცა შეიძლება გამოვლინდეს პლეოციტოზი და მომატებული ცილა.

შედეგი

როგორც წესი ნორმალურია

ძვლების სკანირება

ტესტი
შედეგი
ტესტი

Bartonella henselae ინფექციების დროს შესაძლოა გამოვლინდეს ოსტეომიელიტი.

შედეგი

გაძლიერებული შეთვისება ოსტეომიელიტის შემთხვევაში

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას