გართულებები
ენდოკარდიტის გართულებებია გულის შეგუბებითი უკმარისობა და სისტემური ემბოლიზაცია.
პაციენტები დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ კარდიოლოგიური/გულსისხლძარღვთა ქირურგიული კონსულტაციის მისაღებად.
ვლინდება ლიმფადენოპათიის შემდეგ, 2-3 კვირაში.
ბარტონელას ენცეფალოპათია კატის ნაკაწრის დაავადების შემთხვევაში ყველაზე ხშირი ფორმაა და ვლინდება თავის ტკივილის, ფსიქიკური სტატუსის ცვლილებების, გულყრებისა და ეპილეფსიური სტატუსის სახით.[30]
უფრო იშვიათი ნევროლოგიური გართულებებია მიელოპათია, პერიფერიული ნეიროპათია, სახის დამბლა, გიენ-ბარეს სინდრომი, განივი მიელიტი და ცერებრული არტერიტი.[30]
მკურნალობა შედგება დამხმარე და სიმპტომური თერაპიისგან, რომელიც ემატება ანტიბიოტიკოთერაპიას.
შეიძლება განვითარდეს თრომბოზული თრომბოციტოპენიური პურპურა, კარდიოლიპინის სინდრომი და ქრონიკული ჰემოლიზი.[30]
ანტიბიოტიკებით მკურნალობა გამოასწორებს ჰემატოლოგიურ ცვლილებებს. სისხლის და სისხლის პროდუქტების გადასხმა ასევე დამხმარე ზომაა.
იწვევს მხედველობის უეცარ დაკარგვას ოპტიკური ნეიროპათიის გამო. ვითარდება ოპტიკური ნევრიტი და მაკულაზე ექსუდატები. ნეირორეტინიტის ალაგებას შეიძლება თვეები დასჭირდეს. შეიძლება გამოვლინდეს გახანგრძლივებული შედეგები, როგორიცაა ფერების აღქმის პრობლემა.[30]
დოქსიციკლინისა და რიფამპიცინის კომბინაციით მკურნალობა 4-6 კვირის განმავლობაში სავარაუდოდ ამცირებს დაავადების ხანგრძლივობას და აუმჯობესებს მხედველობის გამოსავალს.[67] არსებობს რეკომენდაციები ერითრომიცინისა და რიფამპიცინის კომბინაციის გამოყენებაზე 8 წლამდე ბავშვებში, რომელთათვისაც დოქსიციკლინი შედარებით უკუნაჩვენებია.[30]
მიუხედავად იმისა, რომ იშვიათია, ჰემატოგენური გავრცელების შედეგად ბარტონელამ შესაძლოა გამოიწვიოს ძვლის ლიზისური დაზიანება და ოსტეომიელიტი. შემთხვევათა დაახლოებით 3%-ში უკავშირდება სეროუარყოფით ართრიტს. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ძვალსახსროვანი გამოვლინებები ხშირი იყო (10%) კატის ნაკაწრის დაავადების დროს, თუმცა შემთხვევათა <1%-ში პაციენტებს ჰქონდათ ოსტეომიელიტი.[68]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას