შემთხვევის ანამნეზი

შემთხვევის ანამნეზი #1

22 წლის ქალი ზოგადი პროფილის ექიმთან მივიდა მარჯვენა იღლიაში შეშუპების ჩივილით. პაციენტმა შეშუპება დაახლოებით 3 კვირის წინ შეამჩნია. შეშუპებას მაშინ პატარა კვანძის ფორმა ჰქონდა, ხოლო შემდგომში ზომაში მოიმატა. პაციენტს ტემპერატურა არ გაუზომავს, მაგრამ ამბობს, რომ ზოგჯერ ცხელებას და ოფლიანობას უჩიოდა. პაციენტი უარყოფს რაიმე მნიშვნელოვან მდგომარეობას წარსულ სამედიცინო ანამნეზში. პაციენტი პროფესიით პროგრამისტია და უარყოფს ახლო წარსულში მოგზაურობას ან რაიმე ექსპოზიციას. გასინჯვისას გამოვლინდა 3 X 5 სმ გადიდებული ლიმფური კვანძი მარჯვენა იღლიაში, რომელიც მოძრავი და მტკივნეული იყო. ჩირქი ან დრენირება არ გამოვლენილა. ამოიღეს ლიმფური კვანძი, რომელიც იყო გრანულომატოზური, ხასიათდებოდა მაკროფაგებითა და ლიმფოციტების ინფილტრაციით, თუმცა გრამის წესით, მჟავაგამძლე ბაქტერიების შეღებვის წესითა და სოკოების შეღებვის შემდეგ კვანძი უარყოფითია. გამა ინტერფერონის გამოთავისუფლების ტესტი (ტუბერკულოზზე) უარყოფითია. პაციენტი გადაამისამართეს ინფექციური დაავადებების კლინიკაში. შემდგომი კონსულტაციისას გაირკვა, რომ პაციენტს სახლში კატა ჰყავს, რომელსაც ხშირად ეთამაშება. იგი ვერ იხსნებს დაკაწვრის ან კბენის მნიშვნელოვან შემთხვევას.

შემთხვევის ანამნეზი #2

13 წლის ბიჭი კლინიკაში შემოიყვანეს ხანგამოშვებითი მაღალი ცხელებით და თავის ტკივილით, რაც 2 კვირის განმავლობაში გრძელდება. პაციენტი უჩივის რეტროოტბიტულ თავის ტკივილს, კისრის გაშეშებას, ფოტოფობიას, გულისრევას შადრევანისებრი ღებინებით, შემცივნებას და კანკალს ცხელებასთან ერთად, რაც ძირითადად, გვიან საღამოს ვლინდება. ასევე აწუხებს ზურგის ტკივილი ბოლო 5 დღის განმავლობაში და ბოლო 2 კვირის განმავლობაში დაიკლო 3.6 კგ. პაციენტს ჰყავს შინაური ცხოველი - ზაზუნა, ხოლო მისმა მეგობარმა ახლახან შეიძინა კნუტი. გასინჯვისას პაციენტს აღენიშნებოდა ცხელება 39°C (101.9°F) , მსუბუქ ტაქიკარდიასთან ერთად (პულსი 110 დარტყმა წთ-ში). პაციენტს აღენიშნებოდა ტკივილი გულმკერდისა და წელის პარასპინულ მიდამოში, თუმცა მალების ზედაპირზე წერტილოვანი ტკივილი არ აღინიშნებოდა. კანზე აღინიშნებოდა პეპლისებრი გამონაყარი და დემოგრაფიზმი.

სხვა გამოვლინებები

Bartonella henselae შესაძლოა გამოვლინდეს უცნობი ეტიოლოგიის ცხელების სახით (FUO), ხოლო ერთ-ერთ კვლევის შედეგებით ის იყო ბავშვებში უცნობი ეტიოლოგიის ცხელების მესამე წამყვანი მიზეზი.[14]B henselae და B quintana, შესაძლოა, ასევე გამოვლინდეს კულტურა-უარყოფითი ენდოკარდიტის სახით და პასუხისმგებელია ენდოკარდიტის შემთხვევათა 3%-ზე.[6] იმუნოკომპეტენტურ ბავშვებს შესაძლოა აღენიშნებოდეთ B henselae-ს ინფექციის შედეგად განვითარებული ღვიძლისა და ელენთის მიკროაბსცესები, [Figure caption and citation for the preceding image starts]: მუცლის MRI, კანის ნაკაწრის დაავადება დისემინირებული ინფექციით: ღვიძლში მრავლობითი, მცირე ზომის აბსცესები, მიკროაბსცესები ელენთაშიექიმ ჯანაკ კოირალას კოლექციიდან [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@7acd1404 ხოლო იმუნოკომპრომისულ პაციენტებში გვხვდება ღვიძლისმიერი პურპურა, რომელსაც ახასიათებს დილატირებული კაპილარები და სისხლით სავსე კავერნოზული სივრცეები ღვიძლში. ორივე მდგომარეობა ვლინდება ცხელებით, შემცივნებით, გასტროინტესტინური სიმპტომებითა და ჰეპატოსპლენომეგალიით. აივ/შიდსის მქონე იმუნოკომპრომისულ პაციენტებს ასევე შესაძლოა განუვითარდეთ სისტემური დაავადება, ბაცილური ანგიომატოზი, რომელსაც ახასიათებს კაპოშის სარკომის მსგავსი მოწითალო-ყავისფერი პაპულური გამონაყარი კანზე. ნევროლოგიური ჩართულობა გამოხატულია ენცეფალიტის, მიელიტის, რეტინიტის, სახის დამბლისა და პერიფერიული ნევრიტის სახით და შესაძლოა შეგვხვდეს B henselae-ით დაინფიცირებული პაციენტების 2%-ში. B henselae-ის სხვა, ნაკლებად ხშირ კლინიკურ გამოვლინებებს მიეკუთვნება ოსტეომიელიტი, ართრიტი, წარმონაქმნები შუასაყარში და პლევრიტი.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას