პირველადი პრევენცია

კატის ნაკაწრის დაავადების პრევენციისათვის მნიშვნელოვანია კატის ნაკაწრთან და ნაკბენთან დაკავშირებული რისკის აღქმა და ჭრილობის დროული დაბანა. რეკომენდებულია, ხელების დაბანა კატებთან და კნუტებთან შეხების შემდეგ. იმუნოკომპრომეტირებულმა პირებმა უნდა გაითვალისწინონ კატის ყოლის რისკი და მოერიდონ 1 წელზე მცირე ასაკის კატების ყოლას. რეკომენდებულია კატებში რწყილების პრევენცია (ასევე ძაღლებშიც, განსაკუთრებით თუ ძაღლი და კატა ერთსა და იმავე სახლშია). თუ ეს შესაძლებელია, კატები უნდა იმყოფებოდნენ მხოლოდ სახლში.[32]

მწერების საწინააღმდეგო საშუალებები და დამცავი ტანსაცმელი უნდა გამოვიყენოთ Bartonella bacilliformis ინფექციის პრევენციისთვის იმ რეგიონებში, რომლებიც დასახლებულია მოსკიტო Lutzomyia verrucarum-ით. მოსკიტები ყველაზე აქტიურია გამთენიისას და დაღამებისას, ამიტომ დღის ამ მონაკვეთებში საგარეო აქტივობები უნდა შეიზღუდოს კბენის თავიდან ასაცილებლად.[32]

სხეულის ტილები (Pediculus humanus humanus), როგორც წესი, დაკავშირებულია არასათანადო პირად ჰიგიენასა და ხალხმრავლობაში ყოფნასთან. სწორი პირადი ჰიგიენა, ტანსაცმლის, საწოლებისა და პირსახოცების რეგულარული რეცხვა დაგეხმარებათ დაცული იყოთ ადამიანის ტილისაგან, რომელიც არის Bartonella quintana ინფექციის გადამცემი .[32][40]​ სხეულის ტილების თავიდან ასარიდებლად და გასაკოტროლებლად,რკვეულ გარემოებებში, შესაძლოა საჭირო გახდეს ქიმიური ინსექტიციდების გამოყენება.​[40]

მეორეული პრევენცია

კატის ნაკაწრის დაავადების მქონე პაციენტებს უნდა ვურჩიოთ აჩვენონ კატები ვეტერინარებს და უმკურნალონ როგორც ბარტონელოზზე, ასევე კატის რწყილის მოსაცილებლად (Ctenocephalides felis).

Bartonella quintana-ს გავრცელების პრევენციისთვის მნიშვნელოვანია, ადამიანის ტილის (Pediculus humanus) საწინააღდეგო მკურნალობა და კონტროლი. თუ პაციენტი უსახლკაროთა თავშესაფარში ან რაიმე ტიპის საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს, აღნიშნულ დაწესებულებაში გადამტანების კონტროლი დაგვეხმარება დაავადების ეპიდაფეთქების პრევენციაში.[40][69]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას