ანამნეზი და გასინჯვა

ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

ცხელება

კატის ნაკაწრის დაავადება - გახანგრძლივებული ცხელება, რომელიც ძირითადად 2 კვირაზე მეტხანს გრძელდება.

სანგრის ცხელება - ცხელება შემცივნებით, ოფლიანობა, შეუძლოდ ყოფნა, ანორექსია ვლინდება სხეულის ტილთან (Pediculus humanus) ექსპოზიციიდან 8-დღიანი ინკუბაციური პერიოდის შემდეგ (ვარირებს 5-დან 20 დღემდე). ცხელება კლასიკურად გრძელდება 5-დან 7 დღემდე, რასაც მოჰყვება ხელახალი ტალღები ყოველ 3-5 დღეში (აქედან გამომდინარეობს სახელწოდებები „კვინტანა“ ან „5 დღიანი ცხელება“), თუმცა აღნიშნული მახასიათებლები ცვალებადია და ცხელება შეიძლება დაფიქსირდეს ერთჯერადად.[16]

კერიონის დაავადება (ოროიას ცხელება) - ასოცირებულია შეციებასთან, შეუძლოდ ყოფნასთან, ზოგად სისუსტესთან და თავის ტკივილთან. საშუალო ინკუბაციური პერიოდი დაახლოებით 60 დღეა (მერყეობს 10-დან 210 დღემდე).[5][30][47]

კატის ნაკაწრის დაავადების დროს ხშირია ღამის ოფლიანობა.

კანის გამოვლინებები (კატის ნაკაწრის დაავადება)

პაპულური ან პუსტულური დაზიანება, რომელიც ინოკულაციის ადგილზე ჩნდება ექსპოზიციიდან 3-10 დღეში. იგი ყალიბდება ქერქოვან დაზიანებად.

გამოვლინებები კანზე - მაკულოპაპულური ან ურტიკარიული გამონაყარი, ბეჭდისებრი გრანულომა, კვანძოვანი ერითემა, საზღვრების ერითემა და ლეიკოციტოკლასტური ვასკულიტი.

ბაცილარული ანგიომატოზის მქონე იმუნოკომპრომისულ პაციენტებში შეიძლება გამოვლინდეს კაპოშის სარკომის მსგავსი მოყავისფრო-წითელი დაზიანებები.

ლიმფადენოპათია (კატის ნაკაწრის დაავადება, ოროიას ცხელება)

ცალმხრივი რეგიონული ლიმფადენოპათია, რომელიც ერთ ლიმფურ კვანძს აზიანებს, გვხვდება კატის ნაკაწრის დაავადების ტიპური შემთხვევების 85%-ში. კვანძების დაახლოებით 10% ჩირქოვანი ხდება.

ასევე ახასიათებს ოროიას ცხელებას.

იშვიათად შეიძლება შეგხვდეს შუასაყრის ლიმფადენოპათია და შევამჩნიოთ წარმონაქმნი შუასაყარში.

მუცლის ეპიზოდური ტკივილი

სისტემური სიმპტომების მქონე მრავალი პაციენტი უჩივის მუცლის მარჯვენა ზედა კვადრანტის ტკივილს ან ჭიპის გარშემო ტკივილს, რაზეც პასუხისმგებელია ღვიძლის ჩართულობა.

თავის ტკივილი, პოსტ-ორბიტული (სანგრის ცხელება)

შეიძლება გამოვლინდეს გენერალიზებული თავის ტკივილი პოსტორბიტული ტკივილით.

მაკულოპაპულური გამონაყარი (სანგრის ცხელება)

მუცელზე, გულმკერდსა და ზურგზე გვხვდება ერითემატოზული მაკულოპაპულური გამონაყრის რამდენიმე დაჯგუფება.

კანის კვანძოვანი დაზიანებები (პერუს მეჭეჭი)

გახანგრძლივებული ბაქტერიემიული პროდრომული ფაზის (ოროიას ცხელება) შემდეგ, რომელიც რამდენიმე კვირას ან თვეს გრძელდება, პაციენტს უვითარდება კვანძოვანი დაზიანებები სახესა და ტანზე.

თავდაპირველად აღნიშნული დაზიანებები მილიური ფორმისაა: წითელი პაპულები, ზომით <3 მმ. დაზიანებების მეორე სტადია ხასიათდება წანაზარდოვანი, კვანძოვანი სიმსივნეებით, რომელთა დიამეტრი დაახლოებით 5 მმ-ს შეადგენს. მესამე სტადიის დაზიანება არის უფრო დიდი ზომის, უმტკივნეულო, კანქვეშა კვანძი, რომელიც მეტწილად კიდურების გამშლელ ზედაპირებზე გვხვდება და მიდრეკილია სისხლდენის, დაწყლულებისა და დაინფიცირებისაკენ.

სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

გასტროინტესტინური სიმპტომები

შეიძლება გამოვლინდეს გულისრევა, ღებინება და წონის კლება.

ძვლებისა და სახსრების ტკივილი (სანგრის ცხელება)

გვხვდება მიალგია, ართრალგია, კირის, ზურგისა და ფეხების (მათ შორის წვივის დიდი ძვლის) ძლიერი ტკივილი; შესაბამისად, ამ მდგომარეობას ზოგჯერ წვივის დიდი ძვლის ცხელებასაც უწოდებენ.

ძლიერი სიფერმკრთალე (ოროიას ცხელება)

მძიმე ანემია ოროიას ცხელების წამყვანი კლინიკური ნიშანია და იწვევს დისპნოეს, სიყვითლესა და ზოგად შეშუპებას.

ჰეპატოსპლენომეგალია (ოროიას ცხელება)

ოროიას ცხელების გამოვლინებაა.

იშვიათი

დისპნოე, გულის შუილი, გულის უკმარისობის ნიშნები (კატის ნაკაწრის დაავადება, სანგრის ცხელება)

შეიძლება გამოვლინდეს ენდოკარდიტისა და გულის უკმარისობის კლინიკური ნიშნები.

ფსიქიკური სტატუსის ცვლილებები (კატის ნაკაწრის დაავადება, ოროიას ცხელება)

ფსიქიკური სტატუსის ცვლილება ვითარდება ენცეფალოპათიის შედეგად კატის ნაკაწრის დაავადების შემთხვევაში, რაც არის Bartonella henselae-ს ყველაზე ხშირი ნევროლოგიური გამოვლინება. ნევროლოგიური გართლებები ვლინდება ინფექციების 2%-ში.

ოროიას ცხელების ნევროლოგიური გამოვლინება. შეიძლება გამოიხატოს ძილიანობით, დელირიუმით ან კომით. შეიძლება უკავშირდებოდეს გულყრებს.

კეფის კუნთების რიგიდობა (კატის ნაკაწრის დაავადება)

კატის ნაკაწრის დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს ასეპტიკური მენინგიტი (თავზურგტვინის სითხე ტიპურად ნორმაშია, თუმცა შეიძლება გამოვლინდეს პლეოციტოზი და მომატებული ცილა).

წითელი თვალი (კატის ნაკაწრის დაავადება, სანგრის ცხელება)

პარინაუს სინდრომი (ცხელება, რეგიონული ლიმფადენოპათია და ფოლიკულური კონიუნქტივიტი) შეიძლება შეგვხვდეს კატის ნაკაწრის დაავადების მქონე პაციენტთა 5%-ში.

კონიუნქტივის გამოხატული სიწითლე გვხვდება სანგრის ცხელების შემთხვევათა დაახლოებით 95%-ში.

მხედველობის უმტკივნეულო დაკარგვა, ცალმხრივი და უეცარი (კატის ნაკაწრის დაავადება)

აღნიშნული წარმოადგენს ნეირორეტინიტის კლასიკურ გამოვლინებას, რომლის დროსაც Bartonella henselae წარმოადგენს ეტიოლოგიურ აგენტს.

ნეირორეტინიტი წარმოადგენს ოპტიკური ნეიროპათიის ერთ-ერთ ფორმას, რომლის დროსაც ვლინდება ოპტიკური დისკის შეშუპება და მაკულარული ვარსკვლავისებრი ექსუდატები. აღნიშნული B henselae-ს თვალის უკანა ნაწილის ყველაზე ხშირ გართულებას წარმოადგენს.

ძვლის ტკივილი (კატის ნაკაწრის დაავადება)

B henselae ინფექციით განპირობებული ოსტეომიელიტი შესაძლოა გამოვლინდეს ძვლის ტკივილით, მომატებული მგრძნობელობით და ცხელებით.

მასტოიდიტი (კატის ნაკაწრის დაავადება)

ინფექციის დროს შეიძლება გამოვლინდეს მასტოიდიტი დვრილისებრი ძვლის ძვლოვანი ტიხრების დესტრუქციით, რაც მასტოიდექტომიას საჭიროებს. კატის ნაკაწრის დაავადების ქსოვილოვანი დიაგნოზი დგინდება გრანულაციური ქსოვილიდან და ინფიცირებული ლიმფური კვანძებიდან, რომლებიც დვრილისებრი ძვლის კორტექსის გვერდით მდებარეობენ.[41]

ჯეინვეის წყლულები, ოსლერის კვანძები ან ჰემორაგია (სისხლჩაქცევა) ნატეხის სახით (კატის ნაკაწრის დაავადება, სანგრის ცხელება)

ფიზიკური გამოკვლევით შეიძლება გამოვლინდეს ენდოკარდიტის კლასიკური ნიშნები, როგორიცაა როთის ლაქები, ჯეინვეის დაზიანებები, ოსლერის კვანძები ან ნატეხისებური სისხლჩაქცევები.

ტკივილ გულმკერდის არეში

პლევრიტით გამოწვეული ტკივილი გულმკერდის არეში შეიძლება შეგვხვდეს ფილტვის ჩართულობის შემთხვევაში.

სიხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან

დისემინირებული ბარტონელოზი იმუნოკომპრომისულ მასპინძელში შეიძლება გახდეს გასტროინტესტინური ტრაქტის ბაცილარული ანგიომატოზის მიზეზი, რომელიც შესაძლოა გამოვლინდეს სისხლდენით.

ფოტოფობია

შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებშიც აღინიშნება ცენტრალური ნერვული სისტემის ჩართულობა.

რისკფაქტორები

ძლიერი

კატის ნაკაწრი და ნაკბენი

კატებთან კონტაქტი აღწერილია პაციენტთა 87-99%-ში, ხოლო პაციენტთა >50%-ს ნამდვილად ჰქონდა კატის ნაკაწრის ან ნაკბენის ანამნეზი.[23] რისკი იზრდება თუ კატა ≤12 თვემდე ასაკისაა და ჰყავს რწყილები.[23]

სახლის კატების სეზონური შეჯვარება და სიახლოვე შინაურ ცხოველებთან სავარაუდოდ ხელს უწყობს დაავადების სეზონურობას ზომიერი კლიმატის რეგიონებში, სადაც დაავადება ხშირია სექტემბრიდან მარტამდე პერიოდში.[4]

ექსპოზიცია ფეხსახსრიან გადამტანებთან

კატებს შორის Bartonella henselae-ს გამავრცელებელი კატის ტკიპების (Ctenocephalides felis) მქონე კატები, ზრდიან ადამიანების ინფექციასთან ექსპოზიციის რისკს არაპირდაპირი გზით.[4]

ადამიანის სხეულის ტილს (Pediculus humanus)B quintana-ს გადატანა ახალ მასპინძელში შეუძლია დაინფიცირებული პირის სისხლით კვებიდან 5-6 დღის შემდეგ. დაინფიცირებული ტილი მიკროორგანიზმს გამოყოფს მთელი სიცოცხლის მანძილზე.[25][26]

მოსკიტი Lutzomyia verrucarum, რომელიც ავრცელებს B bacilliformis, გვხვდება ანდების მთების ველებზე პერუში, ეკვადორში, კოლუმბიაში, ჩილესა და ბოლივიაში. ასევე შეიძლება დაინფიცირდნენ სამხრეთ ამერიკის ამ ენდემურ რეგიონებში მოგზაურები.[31]

B vinsonii გადააქვთ სხვადასხვა ფეხსახსრიანებს, როგორიცაა მკბენარი ბუზები, რწყილები, ბუზარები, ტილები და ქინქლები.[13]

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები (CDC) იუწყებიან, რომ არ არსებობს ტკიპების მიერ ადამიანზე ბართონელას გავრცელების მტკიცებულება.[32] პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის კვლევებით გამოვლინდა ტკიპებში Bartonella-ს სახეობის დნმ-ს არსებობა  და ზოგიერთი მიიჩნევს, რომ B henselae ვრცელდება Ixodes scapularis ტკიპებით. ექსპერტებმა განიხილეს რა მონაცემები, დაასკვნეს, რომ Bartonella-ს სახეობები ცხოველიდან ადამიანში ტკიპების მეშვეობით არ გადადის.[24]

უსახლკარობა ან ცუდი საცხოვრებელი პირობები

არსებობს დამოუკიდებელი კავშირი უსახლკარობას, ცუდ საცხოვრებელ პირობებს, ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებასა და B quintana ინფექციებთან. ეპიდემიები დაფიქსირდა უსახლკარო პირებში, აშშ-ში, ევროპასა და იაპონიაში.[20][21][22]

სიეტლში უსახლკაროთა 20% სეროდადებითი იყო B quintana-ზე, ხოლო სისხლის დონორებში ეს მაჩვენებელი 2% იყო.[33] საფრანგეთში, B quintana-ს სეროპოზიტიურობის ინციდენტობა იყო 30% უსახლკაროთა შორის, ხოლო საკონტროლო ჯგუფში არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირდა.[6][34]

გულის სარქვლოვანი დაავადების ისტორია

ბართონელათი გამოწვეული ენდოკარდიტის (განსაკუთრებით B henselae) მქონე პაციენთა მნიშვნელოვან ნაწილს აქვს გულის სარქვლოვანი დაავადების ისტორია.[34][35][36]​ შემთხვევები ასევე დაფიქსირდა ბავშვებში, მოზარდებსა და მოზრდილებში, რომელთაც აქვთ გულის თანდაყოლილი დაავადება.[37][38][39]

სუსტი

იმუნოსუპრესია

მიუხედავად იმისა, რომ ბართონელას ინფექციები გვხვდება იმუნოკომპეტენტურ პირებში, ინფექცია შესაძლოა გახდეს სისტემური, ქრონიკული და სიცოცხლისათვის საშიში იმუნოკომპრომეტირებულ პირებში, მათ შორის, შიდსით და ქრონიკული ალკოჰოლიზმით დაავადებულ პაციენტებში, ან მათთან ვისაც აქვს იმუნოსუპრესიის გამომწვევი ჯანმრთელობის სხვა პრობლემები ან ვინც, იმყოფება იმუნოსუპრესიულ მედიკამენტურ თერაპიაზე.[4]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას