დიფერენციული დიაგნოზები
ბაქტერიული ადენიტი
ნიშნები / სიმპტომები
მტკივნეული, შეშუპებული ლიმფური კვანძები, კანის ჩართულობის ადგილობრივი ნიშნებით.
კვლევები
დაზიანებიდან აღებული ბაქტერიების გრამის წესით შეღებვა და კულტურა
გრამის წესით შეღებვა: დადებითია
კულტურა: Staphylococcus aureus ან A ჯგუფის Streptococcus (S pyogenes).
ინფექციური მონონუკლეოზი
ნიშნები / სიმპტომები
ცხელება, კისრის ლიმფადენოპათია, ფარინგიტი, გამონაყარი, პერიორბიტული შეშუპება, ჰეპატოსპლენომეგალია.
კვლევები
სისხლის საერთო ანალიზი: ლიმფოციტოზი, ატიპური ლიმფოციტოზი.
ჰეტეროფილური ანტისხეულები: დადებითია.
ეპშტეინ-ბარის ვირუსის სეროლოგია: დადებითი სპეციფიკურ ანტისხეულებზე (ვირუსის კაფსიდის ანტიგენი (VCA)-IgM, VCA-IgG, ადრეული ანტიგენი, ეპშტეინ ბარის ვირუსის ბირთვის ანტიგენი).
პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია რეალურ დროში: ეპშტეინ-ბარის ვირუსის დნმ-ის აღმოჩენა.
ციტომეგალოვირუსით გამოწვეული ინფექცია
ნიშნები / სიმპტომები
ცხელება, ლიმფადენოპათია, ჰეპატომეგალია.
კვლევები
ციტომეგალოვირუსის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია ან შრატის ანტიგენის ტესტი: დადებითი.
ტოქსოპლაზმოზი
ნიშნები / სიმპტომები
უმტკივნეულო, მკვრივი ლიმფადენოპათია, უმეტესად კვანძების ერთ ჯაჭვზე ვრცელდება, ყველაზე ხშირად კისრის არეში.
სხვა გამოვლინებებია სუბფებრილური ცხელება, ჰეპატოსპლენომეგალია და გამონაყარი.
კვლევები
სეროლოგია ტოქსოპლაზმაზე (IgM, IgG ანტისხეულები): დადებითია.
პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია: დადებითი.
კაპოშის სარკომა
ნიშნები / სიმპტომები
ბაცილარული ანგიომატოზი შესაძლოა მოჰგავდეს კაპოშის სარკომას. რთულია კლინიკურად დიფერენცირება.[49]
შეიძლება გამოვლინდეს პირის ღრუს დაზიანებები.
კვლევები
კანის/ლორწოვანი გარსის ბიოფსია ჰისტოპათოლოგიით: დამახასიათებელი სისხლძარღვთა დაზიანება ატიპიური ღეროს ფორმის უჯრედებით.
HIV ინფექცია
ნიშნები / სიმპტომები
უკონტროლო ვირემიის შედეგად შეიძლება შეგვხვდეს გენერალიზებული ლიმფადენოპათია და სუბფებრილური ცხელება.
კვლევები
შრატის სეროლოგია იმუნოფერმენტული ანალიზით (ELISA) აივ-ზე: დადებითი
ვესტერნ ბლოტის ანალიზი: დადებითია.
სწრაფი აივ ტესტი შრატზე: დადებითია.
ჰოჯკინის დაავადება
ნიშნები / სიმპტომები
ტიპურია ბიმოდალური გამოვლინება, პიკი გვხვდება ახალგაზრდებში (15-35 წელი) და მოზრდილებში >55 წელს ზემოთ.
შემთხვევათა უმეტესობა (80%) მოიცავს კისრისა და დიაფრაგმის ზემოთ მდებარე ლიმფურ კვანძებს.
ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება "B სიმპტომები", როგორიცაა წონის კლება, ღამის ოფლიანობა და ცხელება.
კვლევები
ლიმფური კვანძის ბიოფსია ადასტურებს პათოლოგიურ ნიშნებს.
ტუბერკულოზური ლიმფადენოპათია
ნიშნები / სიმპტომები
დაკავშირებულია გახანგრძლივებულ ცხელებასთან, ღამის ოფლიანობასთან, წონის კლებასთან; ხშირად თან ახლავს ფილტვისმიერი გამოვლინებები.
კვლევები
ლიმფური კვანძის ასპირატი და ნახველის კულტურა: დადებითია მჟავაგამძლე ბაქტერიებზე.
გულმკერდის რენტგენოგრაფია: ინფილტრატები ფილტვის შუა და ქვედა ზონებში.
ტუბერკულინის კანის სინჯი: დადებითი (იზომება ამობურცვის (ინდურაციის) ზომით მილიმეტრებში).
ინტერფერონ გამას გამოთავისუფლების ანალიზები: დადებითი.
ატიპური მიკობაქტერიული ლიმფადენოპათია
ნიშნები / სიმპტომები
იზოლირებული ან მრავლობითი კისრის ლიმფადენოპათია, დაკავშირებულია გახანგრძლივებულ ცხელებასთან, ღამის ოფლიანობასთან და წონის კლებასთან.
კვლევები
ექსციზიური ბიოფსია და კულტურა: დადებითია მჟავაგამძლე ბაქტერიებზე.
ადენოვირუსული სინდრომი
ნიშნები / სიმპტომები
ცხელება კონიუნქტივიტისა და ლიმფადენოპათიის თანხლებით, ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფი.
კვლევები
სეროლოგია ადენოვირუსზე: დიაგნოსტიკურია ტიტრის 4-ჯერადი მატება მწვავე და კონვალესცენტურ ნიმუშებს შორის.
პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია: დადებითი.
ტულარემია
ნიშნები / სიმპტომები
ტიპურ შემთხვევებში ვლინდება უეცრად გამოვლენილი ცხელებით, შეციებითა და ჟრჟოლით.
ანამნეზში ენდემურ რეგიონში მოგზაურობა ან ნადირობა კურდღლებზე, ბოცვერზე ან ონდატრებზე.
კვლევები
სისხლის ან სხვა ქსოვილის ნიმუშის კულტურა: დადებითი ზრდა.
მიკროსკოპია: მიკროორგანიზმები ვლინდება გიმზას წესით ბიპოლარული შეღებვისას.
პირდაპირი ფლუორესცენტური ანტისხეულის ტესტი Francisella tularensis-ზე: დადებითია.
სეროლოგია: 4-ჯერ მატება ან ერთეული ტიტრი >1:28 მიკროაგლუტინაციის ანალიზით.[43]
სალმონელური ინფექცია
ნიშნები / სიმპტომები
გახანგრძლივებული ფებრილური ავადმყოფობა, რომელსაც უმეტესად ახლავს მაღალი ცხელება, შეციება, გამონაყარი და გასტროინტესტინური სიმპტომები.
კვლევები
სისხლის კულტურა: დადებითია
ბლასტომიკოზი
ნიშნები / სიმპტომები
ენდემურ რეგიონში მოგზაურობის ანამნეზი; ცხელება და ლიმფადენოპათია კანის დაზიანებებისა და/ან რესპირატორული სიმპტომების თანხლებით.
კვლევები
გულმკერდის რენტგენი: ფილტვის ინფილტრატები, ჰილარული ადენოპათია
ნახველის ნაცხი და კულტურა: დიდი ზომის, ოვალური, ფართო ძირის მქონე გამოკვირტული საფუარა სოკოები
სეროლოგია: დადებითი
ბრუცელოზი
ნიშნები / სიმპტომები
ცხელება, ანამნეზში ექსპოზიცია ძროხებზე, ლიმფადენოპათია.
კვლევები
ბიოფსია: დადებითია ბრუცელას მიკროორგანიზმებზე.
სეროლოგიური ტესტი (შრატის აგლუტინაციის ტესტი): განსაზღვრავს ანტისხეულებს B abortus, B suis, B melitensis, and B canis-ის წინააღმდეგ.
პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია: დადებითი.
ლაიმის დაავადება
ნიშნები / სიმპტომები
ანამნეზში ექსპოზიცია ტკიპაზე, კანზე მიგრირებადი ერითემა.
კვლევები
ლაიმის დაავადების სპეციფიკური IgM და IgG: დადებითია
კანის ბიოფსიის კულტურა: დადებითი კულტურა დიდი ალბათობით მიიღება მიგრირებადი ერითემის დაზიანების ნიმუშიდან, ხოლო ნაკლები ალბათობით - შრატიდან და თავზურგტვინის სითხის ნიმუშებიდან.
პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია: დადებითია ინფექციის მოგვიანებით ეტაპებზე.
მალარია
ნიშნები / სიმპტომები
B baciliformis-მა შეიძლება გამოიწვიოს ცხელებით მიმდინარე დაავადება, რომელიც მიემსგავსება მალარიას მძიმე ანემიით და ორივე დაკავშირებულია კოღოს ნაკბენთან.
კვლევები
გიმზათი შეღებილი სისხლის სქელი და თხელი ნაცხი: პარაზიტების უსქესო და სქესობრივი ფორმების აღმოჩენა ერითროციტებში.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას