კრიტერიუმები
Bartonella henselae ინფექციების სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები (ადაპტირებულია Margileth-დან)[30][43]
მომდევნო 4 კრიტერიუმიდან 3-ის არსებობა ადასტურებს B henselae ინფექციის დიაგნოზს:
კატასთან ან რწყილებთან კონტაქტი, მიუხედავად ნაკაწრის ან დაზიანების არსებობისა ინოკულაციის ადგილზე
უარყოფითი ტუბერკულინის კანის ტესტი ან გამა ინტერფერონის გამოთავისუფლების ანალიზი, ან უარყოფითი სეროლოგიური ტესტი ადენოპათიის სხვა მიზეზებზე; კვანძიდან სტერილური ჩირქის ასპირაცია; დადებითი პოლიმერაზას ჯაჭვური რეაქცია B henselae-ზე; და/ან ღვიძლის/ელენთის დაზიანებები კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე
დადებითი იმუნოფერმენტული ან იმუნოფლუორესცენტული ანტისხეულის ანალიზი, ერთჯერადი ტიტრით ≥1:64 ან ტიტრის ოთხჯერადი ზრდით მწვავე და კონვალესცენტურ შრატებს შორის
ბიოფსიით ვლინდება გრანულომატოზური ანთება, რომელიც მიესადაგება კატის ნაკაწრის დაავადებას, ან დადებითია ვარტინ-სტარის ვერცხლით შეღებვა.
ბარტონელური ენდოკარდიტის სადიაგნოსტიკოდ შემოთავაზებული კრიტერიუმები[50]
ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, რეკომენდებულია ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი კრიტერიუმის ჩათვლა ძირითად Duke კრიტერიუმად ბარტონელური ენდოკარდიტისთვის:
დადებითი შედეგი PCR-ზე; ნიმუში - გულის სარქველი ან სისხლი
IgG ტიტრი ≥800 (იმუნოფლუორესცენტული კვლევა)
დადებითი ვესტერნ ბლოტი.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას