პროგნოზი

განგრენის პროგნოზი მრავალფეროვანია, განსხვავებული ტიპისა და კლინიკური მიმდინარეობის სიმძიმის მიხედვით. მიუხედავად იმისა, რომ ზოგად გამოსავლიანობა გაუმჯობესდა, დაავადება მაინც სიცოცხლისთვის და კიდურისთვის პოტენციურად საშიშად რჩება. გამოსავლიანობის გასაუმჯობესებელი ორი უმთავრესი ფაქტორია ადრეული დიაგნოსტიკა და აგრესიული ანტიბიოტიკოთერაპია და ქირურგიული მართვა.

ანტიბიოტიკების ხელმისაწვდომლობამდე ანაერობული ინფექცია ძირითადად ფატალური იყო. ამასთან, აგრესიულმა ანტიბიოტიკოთერაპიამ და აგრესიულმა ქირურგიულმა მკურნალობამ შეცვალა მდგომარეობა.

ქირურგიულად და ანტიბიოტიკებით ადექვატური მკურნალობის პირობებში მანეკროზებელ ფასციტის დროს სიკვდილობა 10%-დან 40%-მდეა.[5] იმ პაციენტებში, რომელთაც განუვითარდა შოკი და ორგანოს რადიკალური დაზიანება, სიკვდილობა უფრო მაღალია და აღწევს 30%-დან 70%-ს.[16] მანეკროზებელი ფასციტის რეციდივები იშვიათობას წარმოადგენს.[73] თუმცა, საწყისი ქირურგიული ჩარევების შემდეგ შეიძლება დარჩეს მნიშვნელოვანი ფუნქციური და კოსმეტიკური დაზიანება და საჭიროებდეს მომდევნო რეკონსტრუქციულ ქირურგიას. სიკვდილობის პროგნოზული ფაქტორებია სისხლში ლეიკოციტების რაოდენობა > 30X 10^9/ლ (> 30,000/მიკროლიტრი), შრატში კრეატინინის შემცველობა > 177 მკმოლ/ლ(> 2.0 მგ / დლ), კლოსტრიდიული ინფექცია, გულის დაავადებების არსებობა ჰოსპიტალიზაციისას, ღვიძლის ციროზი, ჰაერი რბილ ქსოვილებში, Aeromonas ინფექცია, ასაკი> 60 წელი, ჩხირბირთვიანი ნეიტროფილები > 10%, გააქტიურებული PTT> 60 წამი, სტრეპტოკოკული ტოქსიკური შოკის სინდრომი, ოპერაციის დაყოვნება > 12 საათი და ბაქტერიემია. ჰოსპიტალიზაციიდან ოპერაციამდე დროის ხანგრძლივობას განსხვავებული გავლენა აქვს სიკვდილობაზე.[74][75]

ფეხის კრიტიკული იშემიის მქონე პაციენტების 50%-60%-ს ჩაუტარდება რაიმე ტიპის ქირურგიული ან ენდოვასკულური მანიპულაცია(თუმცა ზოგიერთ სპეციალიზირებულ განყოფილებაში ჩარევის სიხშირე შეიძლება 90% აღწევდეს). პირველადი ამპუტაციის სიხშირე მერყეობს 10%-დან 40%-მდე. ამ პაციენტებში სიკვდილობა სტანდარტული თერაპიის ფონზე 1 წელიწადში 20%-ია და 5 წელიწადში - 40%-დან 70%-მდე. ამასთან, იშემიური განგრენის მქონე პაციენტთა 95% და მოსვენებისას ტკივილის მქონე პაციენტების 80%, 10 წელიწადში იღუპებიან.[76]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას