ეპიდემიოლოგია
განგრენა ერთნაირი სიხშირით ვითარდება მამაკაცებსა და ქალებში. I ტიპის ნეკროზული ფასციტი ვითარდება უმთავრესად შაქრიანი დიაბეტის და პერიფერიულ სისხლძარღვთა დაავადების მქონე პაციენტებში. ზოგადად მოსახლეობაში ეს არის ნეკროზული ფასციტის ყველაზე ხშირი ფორმა.[5] აშშ-ში ყოველწლიურად ვლინდება ყოველ 100,000 მოსახლეზე II ტიპის ნეკროზული ფასციტის 5-10 შემთხვევა. სტრეპტოკოკური ნეკროზული ფასციტების შემთხვევათა დაახლოებით ნახევარი ახალგაზრდა, მანამდე ჯანმრთელ პოპულაციაში ვითარდება.[15]
აშშ-ში ყოველწლიურად ვლინდება ანაერობული განგრენის დაახლოებით 3000 შემთხვევა . უმთავრესი გამსაზღვრელი ფაქტორები ისეთი ფაქტორებია, რომელთა ფონზეც წყდება სისხლის მიწოდება, მაგ: მძიმე შემავალი ტრავმა, ან ავტოავარიული დაზიანებები.[16] Clostridium septicum გამოწვეული სპონტანური ანაერობული განგრენა შეიძლება, უფრო ხშირი იყოს, ვიდრე clostridiumi-ს სხვა სახეობებით გამოწვეული ტრავმასთან დაკავშირებული განგრენა.[17] ნარკომანებში უფრო ხშირად ვლინდება C perfringens, C sordellii, და C novyi.[5]
ათეროსკლეროზის მქონე პაციენტებში იშემიური განგრენის გამომწვევი ათეროემბოლიზმის წლიური სიხშირე 0.3%-დან 3.5%-მდე მერყეობს, თუმცაღა სისხლძარღვოვანი მანიპულაციების შემდეგ სიხშირე მატულობს 30%-მდე.[18] ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის მქონე პაციენტებში შემთხვევათა 9%-ში შეიძლება განვითარდეს დისტალური განგრენა.[19][20] ავთვისებიანი დაავადებების დროს პარანეოპლასტიკური აკრალური ვასკულური სინდრომის ფონზე კანის პათოლოგიებიდან ყველაზე ხშირი თითების მწვავე განგრენაა, რომელიც ავადმყოფების 60% უვითარდება. რეინოს ფენომენის მქონე პაციენტთა უმრავლესობა 20-დან 40 წლამდე ასაკის ქალია, რომლებსაც დაზიანება წელიწადის ცივ თვეებში უვითარდებათ.[19]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას