შემთხვევის ანამნეზი
შემთხვევის ანამნეზი #1
60 წლის მამაკაცი - ანამნესტურად: შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერქოლესტერინემია, თამბაქოს ინტენსიურად მოხმარება დაახლოებით 20 წლის განმავლობაში; 3 კვირაა აღენიშნება მზარდი ხასიათის ტკივილი მარცხენა ტერფის წინა ნაწილში, რაც ხელს უშლის სიარულში და უფრთხობს ძილს. გასინჯვისას მარცხენა ტერფი ფერმკრთალია, ცივია, თმა გაცვენილია და ლატერალური ორი თითი მუქი და ფერშეცვლილია. ტერფზე პულსაცია არ ისინჯება მხოლოდ დოპლერის სინჯით ვლინდება.
შემთხვევის ანამნეზი #2
56 წლის მამაკაცს, ანამნეზში არასათანადოდ მართული შაქრიანი დიაბეტით და ალკოჰოლიზმით 3 დღეა აწუხებს გამოხატული ტკივილი შორისის მიდამოში და ცხელება. იგი უარყოფს პერიანალურ მტკივნეულობას. სასიცოცხლო მონაცენებია არტერიული წნევა 125/60 მმ.ვწყ.სვ, გულისცემის სიხშირე 120 შეკუმშვა წუთში, სუნთქვის სიხშირე 25 წუთში და სხეულის ტემპერატურა 38.6C(101.5F). შორისი ძლიერ მგრძნობიარე, შავი და სუნიანია. მიმდებარე პერიანალური და ბარძაყის კანი კრეპიტირებადია.
სხვა გამოვლინებები
პაციენტებში, რომელთაც აქვთ პოსტქირურგიული ინფექცია, ცეცხლსასროლი, ან დანით მიყენებული ჭრილობა, ან შაქრიანი დიაბეტი, ინფექციის ადრეული ნიშნები და სიმპტომები შეიძლება არ იყოს თვალსაჩინო, ან შეცდომით იქნეს ახსნილი. მაგალითად, დიაბეტიან პაციენტებში ტკივილი შეიძლება შემცირებული იყოს, ან არც ვლინდებოდეს ინფექციის რეგიონში არსებული ნეიროპათიის გამო. ქირურგიულ პაციენტებში, ტრავმული დაზიანების მქონე პოპულაციაში და ახლად ნამშობიარებ ქალბატონებთან ტკივილი შეიძლება, გამოჯანმრთელების პერიოდის ნორმალურ მიმდინარეობად იქნეს მიჩნეული და არა მწვავე ინფექციის გამოვლინებად. დაგვიანებული დიაგნოსტიკის გამო მკურნალობის დაწყებამდე დაავადება შეიძლება გართულდეს უფრო მძიმე სტადიებამდე.[5] იმუნოკომპრომეტირებულ პაციენტებში განგრენის განვითარებაში შეიძლება მონაწილეობდნენ ატიპიური მიკროორგანიზმები. მაგალითად, მუკორმიკოტიური განგრენოზული ცელულიტი შეიძლება განვითარდეს შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში ან იმუნოსუპრესიული მკურნალობის ფონზე. Rhizopus სახეობათა სპორებმა შეიძლება, დაასნებოვნონ ოკლუზიური ნახვევები. პაციენტებში თერმული დამწვრობით ან Pseudomona-თი გამოწვეული ბაქტერემიით შეიძლება მოხდეს Apophysomyces elegans-ის თანდართვა.[1] თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებს აღენიშნებათ კანქვეშა ქსოვილების მცირე არტერიების გავრცობილი კალციფიკაცია და კალციუმ-ფოსფატების პროდუქტის(კალციფილაქსის) შემცველობის გამოხატული მატება, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს განგრენის განვითარება ქსოვილების ჟანგბადით მომარაგების დაქვეითების გამო.[14]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას