გართულებები
სეფსისი განისაზღვრება, როგორც დადასტურებული ან სავარაუდოდ არსებული ინფექციის მიერ გამოწვეული სისტემური ანთებითი რეაქციის სინდრომი(SIRS).
SIRS კრიტერიუმებია ორი ან მეტი სასიცოცხლო ნიშნის ან ლაბორატორიული მონაცემის არსებობა: სხეულის ტემპერატურა > 38.4C (> 100.4F) ან < 36C(< 96.8F); გულისცემის სიხშირე > 90 შეკუმშვაზე წუთში; სუნთქვის სიხშირე > 20 წუთში, ან PaCO2 < 32 მმ.ვცხ.წყ.სვ; ლეიკოციტები > 12X 10^9/ლ (> 12,000/მკლ), ან < 4X 10^9/ლ (< 4000/მკლ), ან მოუმწიფებელი ნეიტროფილები > 10%. გაიდლაინებში ამ მონაცემებს დიდი ყურადღება არ ეთმობა, რადგან ისინი სიკვდილობის ნაკლებ სარწმუნო პროგნოზულ ფაქტორად მიიჩნევა და როგორც ინფექციური, ისე არაინფექციური შემთხვევების დროს ეს კრიტერიუმები არასპეციფიკურია.[77]
სეპტიური შოკი მოიცავს: სეფსისის განსაზღვრების დადასტურებას(ორგანოთა უკმარისობის თანამიმდევრული შეფასების[SOFA] შკალით > 2 ქულაზე ძირითადი შკალის მიხედვით, ორგანოების დისფუნქციით), ლაქტატის მომატებული შემცველობას > 2 მმოლ/ლ(> 18 მგ/დლ), მდგრადი საშუალო არტერიული წნევა < 65 მმ.ვწყ.სვ მიუხედავად ადექვატური რეჰიდრატაციისა, ან ჰიპოვოლემიის გარეშე ვაზოპრესორების გამოყენებისას.[38][77] სწრაფი SOFA შკალა(qSOFA): სუნთქვის სიხშირე დაახლოებით 22 წუთში, მენტალური სტატუსის დარღვევა და სისტოლური არტერიული წნევა < 100 მმ.ვწყ.სვ, შეიძლება გამოვიყენოთ ნაკლებად კრიტიკულ სიტუაციაში. ამასთან, მისი ნაკლია სიკვდილობის პროსპექტული პროგნოზული შეფასების უქონლობა და როგორც ასეთი, იგი არ არის მიღებული სეფსისის ურთიერთშეთანხმებული განსაზღვრების ნაწილად.[77]
აღნიშნული მონაცემები(SIRS მეშვეობით სეფსისის ზემოთ აღნიშნული განსაზღვრება), პლუს კანის ინფექცია გამოხატული ტკივილით, სწრაფი პროგრესირებით, ბულოზური წარმონაქმნებით, კანქვეშა კრეპიტაციით და ვიზუალური კვლევებით გამოვლენილი აირებით კანის დამანეკროზებელი ინფექციის გამოვლენისას გამოირჩევა 85%-იანი მგრძნობელობით.[21]
სეპტიკურ შოკად ითვლება მდგრადი ჰიპოტენზია(ადრეული განსაზღვრებით: სისტოლური არტერიული წნევა < 90 მმ.ვწყ.სვ ან საწყის ციფრებთან შედარებით < 40 მმ.ვწყ.სვ-ით ნაკლები; თანამედროვე განსაზღვრებით: საშუალო არტერიული წნევა < 65 მმ.ვწყ.სვ) მიუხედავად ადექვატური რეჰიდრატაციისა, ლაქტატების მომატებული შემცველობა > 2 მმოლ/ლ და სეფსისის განსაზღვრების დადასტურება(SOFA შკალით > 2 ქულაზე საწყისთან შედარებით, ორგანოების დისფუნქციით).[21][77]
განგრენის დროს შოკის მექანიზმი ნაკლებადაა გარკვეული. Clostridium perfringens არაკონცეტრირებული ფილტრატები, გაწმენდილი ალფა ტოქსინი და გაწმენდილი ფი-ტოქსინი საცდელ ცხოველებში ინექციისას იწვევს ჰიპოტენზიას, ბრადიკარდიას და გულის წუთმოცულობის დაქვეითებას. რადგანაც ალფა ტოქსინი და ფი ტოქსინი ლიპოფილურია და შეიძლება ქსოვილოვანი პლაზმის მემბრანებთან შეჭიდული დარჩეს, ტოქსინებმა შეიძლება, გამოიწვიოს მეორადი მედიატორების სინთეზი, რომლების გულსისხლძარღვოვან დარღვეევებს იწვევს.[6] ჰოსპიტალიზაციისას განგრენის მქონე პაციენტთა 50%-ს აღენიშნება შოკი.[5]
ეგზოტოქსინებს შეუძლია მძიმე ჰემოლიზისის გამოწვევა. ჰიპოტენზიასთან, ჰემოგლობინურიასთან და მიოგლობინურიასთან ერთად განვითარების ფონზე მან შეიძლება მწვავე ტუბულური ნეკროზი და თირკმლის უკმარისობა გამოიწვიოს.[1][18] ამავე დროს შეიძლება ტოქსინებმა უშუალოდ იმოქმედოს თირკმლის ტუბულურ უჯრედებზე, რაც იწვევსთირკმლის უკმარისობას.[5]
ალფა-ტოქსინი, მეტალოენზიმი, რომელიც ფოსფოლიპაზა-C აქტიურობით გამოწვეული უჯრედის მემბრანის კომპონენტების ჰიდროლიზის მეშვეობით იწვევს უჯრედის დაშლას, გამოიყოფა ანაერობული ინფექციის დროს გამოიყოფა. ამ ქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს ერითროციტების, ლეიკოციტების, თრომბოციტების, ფიბრობლასტების და კუნთოვანი უჯრედების ლიზისი.[5]
განგრენის შემთხვევათა მნიშვნელოვანი ნაწილი იწვევს კიდურის ნაწილობრივ ან სრულ დაკარგვას. საჭიროა ფრთხილი დაკვირვება, რათა დავრწმუნდეთ შეხორცების ადექვატურ მიმდინარეობაში.
თრომბინის შეუსაბამო აქტივაციის კლინიკური გამოვლინება. თრომბინის აქტივაცია იწვევს ფიბრინოგენის ფიბრინად გარდაქმნას, თრომბოციტების აქტივაციას და ფუნქციონირებას, V და VIII ფაქტორების, პროტეინ C და ენდოთელიუმის უჯრედების აქტივაციას და ფიბრინოლიზისს. ავთვისებიანი წარმონაქმნისა და ინფიცირების ძირითადი მიზეზები, რასაც მივყავართ განგრენის განვითარებამდე. ხანდახან DIC(დისიმინირებული სისხლძარღვშიდა შედედება) შეიძლება, ინფიცირების გამოვლენის ნიშანი იყოს და სწრაფი ამოცნობა და შესაბამისი მართვა შეიძლება, სიცოცხლის გადამრჩენი გახდეს. ეს შეიძლება, ნებისმიერ ასაკში მოხდეს და აღნიშნული გართულების სიკვდილობა აღწევს 35%-ს, ხოლო ამპუტაციით გამოწვეული ავადობა დაახლოებით 85%-ია.[78]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას