დიფერენციული დიაგნოზები
კანის სტაფილოკოკური დაზიანებები
"წითელი ქარის" ანთება
ნიშნები / სიმპტომები
ანამნეზში ახლად გადატანილი ფარინგიტი. ძირითადად ავადდებიან ჩვილები და მოხუცები. ქავილი და წვის შეგრძნება წინ უძღვის დერმატოზს.[1] მკაფიო დემარკაციული ხაზი, მტკივნეული დაზიანება კაშკაშა წითელი, შეშუპებული, გამკვრივებული(ფორთოხლის კანი) შესახედაობით. ბუშტუკები ვითარდება შემთხვევათა მხოლოდ 5%-ში.
კვლევები
შეიძლება, გამოვლინდეს ანტისტრეპტოკოკური ანტისხეულები.
ცელულიტი
ნიშნები / სიმპტომები
წითელი ბულოზური დაზიანებების არარსებობა, კრეპიტაციის არარსებობა, დაზიანებული უბნის დისტალურად ჯანსაღი შეხედულება და შედარებით ნელი გავრცელება. სისტემური ინტოქსიკაცია(მაგ. თირკმლის უკმარისობა, ჰიპოტენზია და აციდოზი) ცელულიტის დროს უმთავრესად არ ვლინდება.
კვლევები
სეროზულმა გამონადენმა შეიძლება გამოჟონოს ჭრილობის საზღვრებზე ზეწოლისას და გრამის მეთოდით შეღებილ ნაცხში შეიძლება გამოვლინდეს სტრეპტოკოკი.[1]
ვიზუალური კვლევები(რადიოგრაფია, კტ, და MRI): აირების არარსებობა, ფასციების ზომაში მატება და რბილი ქსოვილების შეშუპება დამახასიათებელია განგრენისთვის.
მწერის ნაკბენები
ნიშნები / სიმპტომები
ანამნეზში მწერის ან ობობას ნაკვენი ან შესაფერისი კლინიკური მიმდინარეობა. ყავისფერი "განდეგილი" ობობას(Loxosceles reclusa) ნაკბენმა შეიძლება გამოიწვიოს კანის ნეკროზული დაზიანება, რაც წააგავს ინფექციური განგრენოზულ ცელულიტს. ცხელება ყოველთვის არ ვლინდება, მაგრამ კბენიდან 24-48 საათში განვითარებული ცხელება და კანკალი აძლიერებს მიმიკრიას.[1]
კვლევები
კლინიკური დიაგნოზი
ღრმა ვენების თრომბოზი (DVT)
ნიშნები / სიმპტომები
სისხლის კოლტის ფორმირება ღრმა ვენებში, ყველაზე ხშრად ფეხებსა ან მენჯში. სიმპტომებს მიეკუთვნება ტკივილი, შეშუპება, სიწითლე და გაგანიერებული ვენები დაზიანებულ არეში, მაგრამ ზოგიერთი ღრმა ვენური თრომბოზის დროს სიმპტომები არც აღინიშნება.
კვლევები
დოპლერ-ულტრასონოგრაფია განსაზღვრავს სისხლის ნაკადის ცვლილებებს; სისხლის ნაკადის არარსებობა მიუთითებს ღრმა ვენების თრომბოზზე.
პიომიოზიტი
ნიშნები / სიმპტომები
ჩონჩხის კუნთების ბაქტერიული ინფექცია, რაც იწვევს აბსცესს. იწვევს დაზიანებული კუნთის ტკივილს, მომატებულ მგრძნობელობას და ცხელებას, რასაც მოსდევს აბსცესის წარმოქმნა.
კვლევები
კტ და/ან მრტ. აბსცესი ჩანს სითხის გროვის სახით პერიფერიული რკალური გაძლიერებით.
განგრენული პიოდერმა
ნიშნები / სიმპტომები
კანის იშვიათი, ანთებითი დაავადება, როდესაც მტკივნეული პუსტულები ან კვანძები გადადის თანდთანობით მზარდ წყლულებში.
კვლევები
კლინიკური დიაგნოზის და/ან კტ, მრტ ან ბიოფსია. კანის ბიოფსიით გამოირიცხება სხვა მდგმომარეობები.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას