კვლევები

1-ად შესაკვეთი გამოკვლევები

FBC

ტესტი
შედეგი
ტესტი

ჰოსპიტალიზაციისას ლეიკოციტების რაოდენობა > 15.4 X 10^9/ლ(> 15,400/მიკროლ) ვლინდება რბილი ქსოვილების მანეკროზებელი ინფექციის მქონე პაციენტთა 90%-ში.[42]

ჰემოგლობინის შემცველობა ძირითადად < 135 გ/ლ(< 13.5 გ/დლ).[5]

შედეგი

ლეიკოციტოზი, ჰემოკონცენტრაცია ან ანემია

სისხლის სრული ბიოქიმიური ანალიზი

ტესტი
შედეგი
ტესტი

ნატრიუმის < 135 მმოლ/ლ (< 135 mEq/მლ) შემცველობა ჰოსპიტალიზაციისას განგრენის მქონე პაციენტების თითქმის 100% აღენიშნება.[42]

შედეგი

შეიძლება მიანიშნებდეს მეტაბოლურ აციდოზზე, ღვიძლის დისფუნქციაზე, თირკმლის უკმარისობაზე

შრატის ლაქტატდეჰიდროგენაზა

ტესტი
შედეგი
ტესტი

ანაერობული ინფექციის მქონე პაციენტებში ხშირია სწრაფად განვითარებული ჰემოლიზური ანემია ლაქტატდეჰიდროგენაზას შემცველობის მატებით.[19][38]

ჰემოლიზური ანემია შეიძლება ძირითადი პათოლოგიის, მაგ. ცივი აგლუტინინის დაავადების გამოვლინება იყოს.

შედეგი

მომატებულია ჰემოლიზური ანემიის ფონზე

კოაგულოგრამა

ტესტი
შედეგი
ტესტი

ძირითაადი კვლევაა.

შედეგი

ნორმის ფარგლებში

სისხლის კულტურები

ტესტი
შედეგი
ტესტი

რეკომენდებულია, თუ ეჭვია ინფექციურ განგრენაზე.

შედეგი

დადებითია ინფექციით დასნებოვნებული ორგანიზმისთვის

შრატის C-რეაქტიული ცილა

ტესტი
შედეგი
ტესტი

CRP 3.26 მმოლ/ ლ (> 150 მგ / ლ) წარმოადგენს ნეკროზული რბილი ქსოვილების ინფექციების შესაბამის კლინიკურ სცენარს.

შედეგი

მოამტებულია

რენტგენოგრაფია პირდაპირ პროექციაში

ტესტი
შედეგი
ტესტი

ანაერობული განგრენის დასადასტურებელი სპეციფიკურობა 95%-ია, მაგრამ მისი არსებობა აღნიშნული პათოლოგიით ჰოსპიტალიზაციისას აღენიშნება პაციენტთა მხოლოდ 10%-15%.[42]

შედეგი

შეიძლება, გამოვლინდეს აირების არსებობა რბილ ქსოვილებში და/ან დადასტურდეს ოსტეომიელიტი, როგორც ძირითადი დაავადება.

დაზიანებული რეგიონის კტ

ტესტი
შედეგი
ტესტი

კტ სკანირება განსაკუთრებით სარგებლიანია მუცლის ღრუს ანაერობული ინფექციის დროს.[5] ფასციაში პათოლოგიური მახასიათებლების არარსებობა ნეკროზული ფასციტის დიაგნოზს ნაკლებ სავარაუდოს ხდის; მისი გამოვლენა, ამავე დროს, შეიძლება ბანალური ცელულიტის ფონზეც მოხდეს.[38]

შედეგი

შეიძლება გამოავლინოს აბსცესი ან მისი განვითარების მტკიცებულება, შეშუპება ან ფასციის გასქელება

დაზიანებული რეგიონის MRI

ტესტი
შედეგი
ტესტი

რბილ ქსოვილებში აირების ნაკლებობა არ გამორიცხავს მანეკროზებელი ინფექციის დიაგნოზს.

შედეგი

შეიძლება გამოავლინოს აბსცესი ან მისი განვითარების მტკიცებულება, შეშუპება ან ფასციის გასქელება

დოპლერული ულტრასონოგრაფია

ტესტი
შედეგი
ტესტი

დოპლერის ტალღების ფორმის შეცვლით ტრიფაზურიდან ბიფაზურზე, შემდეგ მონოფაზურზე და შემდეგ სტენოზური ტალღის ფორმებზე შეიძლება გამოვავლინოთ არტერიის დახშული უბნები.[9]

შედეგი

შეიძლება გამოავლინოს არტერიების ან ვენების ობსტრუქცია და ობსტრუქციის სიმძიმე

გასათვალისწინებელი კვლევები

ქირურგიული დამუშავება და კანის ბიოფსია.

ტესტი
შედეგი
ტესტი

ღრმად განლაგებული რბილი ქსოვილების დათვალიერება დიაგნოზის დასასმელად ერთადერთი განმსაზღვრელი მეთოდია.[38] ქსოვილების დათესვა შეიძლება იყოს ინფორმატიული..[19]

შედეგი

შეიძლება გამოავლინოს ფასციის დასნებოვნება

კტ ანგიოგრაფია

ტესტი
შედეგი
ტესტი

კტ ანგიოგრაფია ხელმისაწვდომობის შემთხვევაში შეიძლება გამოვიყენოთ ათეროემბოლიის გამოსავლენად. კტ ანგიოგრაფია სულ უფრო ფართოდ გამოიყენება, მაგრამ ჯერ კიდევ საჭიროებს ინტრავენურ კონტრასტირებას, თუმცა რადიაციის ინტენსიობა უფრო ნაკლებია ტრადიციულ ანგიოგრაფიასთან შედარებით. მას შეუძლია გამოსახულების სამგანზომილებიანი - 3D ჩვენება. ახალი 64-შრიანი კტ სურათი გამოირჩევა 89%-100%-იანი მგრძნობელობითა და 92%-100%-იანი სპეციფიკურობით 50%-ზე მეტად გამოხატული სტენოზის დროს. ვინაიდან, დიგიტალურ სუბტრაქციულ ანგიოგრაფიასთან შედარებით სივრცული რეზოლუცია დაბალი აქვს, ვენურმა დაჩრდილვამ შესაძლოა ჩამალოს არტერიული შევსება.

შედეგი

შეიძლება გვიჩვენოს ათერომატოზური ემბოლიის წყარო ან ობსტრუქციის სპეციფიკური უბნები

მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფია(MRA)

ტესტი
შედეგი
ტესტი

უფრო ნაკლებად ხელმისაწვდომია, მაგრამ MRA მგრძნობელობა და სპეციფიკურობა 50%-ზე მეტად გამოხატული სტენოზის არსებობისას შეიძლება იყოს 90%-დან 100%-მდე; ყველაზე მნიშვნელოვანი სიზუსტე ვლინდება გადოლინიუმის გამოყენებისას. აღსანიშნავია, რომ მას გარკვეული შეზღუდვები გააჩნია: MRA გარკვეულწილად სტენოზისა და ოკლუზიის ჰიპერდიაგნოსტიკას იწვევს; მეტალის კლიპები შეიძლება, ოკლუზიას დაემსგავსოს, რაც ზღუდავს მის გამოყენებას პოსტოპერაციულ პაციენტებში. ამასთან, პეისმეკერის, ინტრაკარდიული დეფიბრილატორებისა და ზოგიერთი ტიპის ცერებრული ანევრიზმის კლიპირების მქონე პაციენტების უსაფრთო სკანირება შეუძლებელია, ხოლო გადოლინიუმი თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში ნეფროგენული სისტემის ფიბროზს(NSF) იწვევს.

შედეგი

შეიძლება გვიჩვენოს ათერომატოზური ემბოლიის წყარო ან ობსტრუქციის სპეციფიკური უბნები

გულმკერდისა და მუცლის კტ

ტესტი
შედეგი
ტესტი

შეიძლება, სასარგებლო იყოს საეჭვო სიმსივნური წარმონაქმნის გამოსავლენად.[42]

შედეგი

სასარგებლოა საეჭვო ავთვისებიანი პათოლოგიების გამოსავლენად

ანტინუკლეური ანტისხეულები (ANA), მგლურას ანტიკოაგულანტი, ანტიკარდიოლიპინი და ანტი ბეტა2 გლიკოპროტეინ -1 ანტისხეულები

ტესტი
შედეგი
ტესტი

შეიძლება აღინიშნოს პაციენტებში, რომელთანაც სავარაუდოა იშემიური განგრენა.

შედეგი

შემცველობა მომატებულია ანტიფოსფოლიპიდური სიდრომის ფონზე

შრატში ცივი აგლუტინინები

ტესტი
შედეგი
ტესტი

შეიძლება აღინიშნოს პაციენტებში, რომელთანაც სავარაუდოა იშემიური განგრენა.

შედეგი

შემცველობა იმატებს ცივი აგლუტინინის დაავადების ფონზე

შრატში კრიოფიბრინოგენები

ტესტი
შედეგი
ტესტი

შეიძლება აღინიშნოს პაციენტებში, რომელთანაც სავარაუდოა იშემიური განგრენა.

შედეგი

მომატებულია კრიოფიბრინოგენემიის დროს

კრიოგლობულინი პლაზმაში

ტესტი
შედეგი
ტესტი

შეიძლება აღინიშნოს პაციენტებში, რომელთანაც სავარაუდოა იშემიური განგრენა.

შედეგი

დადებითია კრიოგლობულინემიის დროს

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას