ახალი ტიპის მკურნალობა

ომადაციკლინი

ომადაციკლინი არის ტეტრაციკლინური ანტიბიოტიკი, რომელიც ხელმისაწვდომია აშშ-ში, მწვავე ბაქტერიული კანისა და კანის სტრუქტურული ინფექციების (ABSSSIs) სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია Staphylococcus aureus (მათ შორის MRSA), Staphylococcus lugdunensis, Streptococcus anginosus ჯგუფი, Streptococcus pyogenes, Enterococcus faecalis, Klebsiella pneumoniae, და Enterobacter cloacae-ით.[67][68] ის ასევე განსახილველად წარდგენილ იქნა ევროპის მედიკამენტების სააგენტოს (EMA) მიერ 2018 წელს, ABSSSI- ს მქონე პაციენტებში ორი მე-3 ფაზის კვლევის საფუძველზე.[69][70] ამასთან, განაცხადი მწრამოებელმა 2019 წელს ამოიღოს.

პროსტაგლანდინი E1

2007 წლის TASC პერიფერიული არტერიების დაავადების(PAD) მართვის ურთიერთშეთანხმებული დოკუმენტი არ გვირჩევს პროსტაგლანდინ E1-ის ან რომელიმე სხვა პროსტანოიდის გამოყენებას კიდურისთვის საშიში იშემიის მართვისას.[61] კოხრეინის ერთ-ერთი მიმოხილვით გამოვლინდა, რომ პროსტანოიდებს არ აქვს გავლენა ტოტალური ამპუტაციის ინციდენტობაზე (მაღალი ხარისხის მტკიცებულება).[71] ამასთან, გამოხატული PAD-ის დროს პაციენტებში, რომლებსაც სხვა ჩარევის ფორმა ვერ მიესადაგებოდათ, პროსტანოიდებმა მოხსნა ტკივილი მოსვენებისას და შეახორცა წყლული, თუმცა უფრო მაღალი იყო გვერდითი მოვლენების ინციდენტობა (საშუალო ხარისხის მტკიცებულება).[71]

ანგიოგენეზის სტიმულაცია

მკურნალობა მოიცავს სისხლძარღვოვანი ზრდის ფაქტორის, როგორც რეკომბინირებული პროტეინის, ან შიშველი დნმ-ის გამოყენებას კოლატერალური სისხლის მიმოქცევისა და იშემირებულ ქსოვილებთან სისხლის მიწოდების გასაძლიერებლად. განსხვავებული მიდგომაა ანგიოგენეზის მიზნით ძვლის ტვინის მონონუკლეური უჯრედების ავტოლოგიური იმპლანტაცია ან ავტოლოგიური გრანულოციტური კოლონია-მასტიმულირებელი ფაქტორის მრავლობითი ინტრამუსკულარული ინექცია.[72]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას