პირველადი პრევენცია

სიცოცხლისუუნარო ქსოვილების აგრესიული ქირურგიული დამუშავება და სისხლძარღვოვანი დაზიანებების აღდგენა მნიშვნელოვნად ამცირებს ანაერობული ინფექციის სიხშირეს დაბინძურებულ ღრმა ჭრილობებში. სასურველია, მოვერიდოთ ადრენალინის(ეპინეფრინის) ინტრამუსკურალურ ინექციებს, ლახტის ხანგრძლივად დადებას და ტრავმული ჭრილობების ქირურგიულ დახურვას. ღია მოტეხილობის მქონე პაციენტები ანაერობული ინფექციის განსაკუთრებული რისკით გამოირჩევიან, თუ ჭრილობა ქირურგიულადაა დახურული. თუ ჭრილობა დაბინძურებულია სასურველია, პაციენტებმა პროფილაქტიკის მიზნით მიიღონ ანტიბიოტიკები.[5] დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის და სამედიცინო დახმარების დახელოვნების ეროვნული ინსტიტუტი რეკომენდაციას უწევს PICO უარყოფით დამწოლ ნახვევს დახურულ ქირურგიულ ჭრილობებზე, რათა შემცირდეს ოპერაციული არის ინფექციები და სერომები.[37] აშშ-ში BCAAs არ არის ხელმისაწვდომი.

თუ პაციენტს აღენიშნება რბილი ქსოვილების გამოხატული ინფექცია, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ქირურგიული დამუშავება ნეკროზული ქსოვილების არსებობის გამოსავლენად. იგივე ვრცელდება იმ პაციენტებზე, რომელთაც აქვთ გამოხატული სისტემური ინტოქსიკაცია და უფრო მსუბუქი ლოკალური დაზიანების კერა.[5]

იშემიური განგრენის პირველადი პრევენციის უმთავრესი მოდიფიცირებადი ფაქტორებია თამბაქოს მოხმარებისგან თავის არიდებდა და შეწყვეტა, ლიპიდებისა და ქოლესტეროლის კონტროლი, დიაბეტით დაავადებული პაციენტების მკაცრი გლიკემიური კონტროლი ჰიპერტენზიის მართვა, რეგულარული ვარჯიში და სიმსუქნის თავიდან აცილება, რეგულარული სამედიცინო შემოწმება და დროული, შესაფერისი ჩარევა იშემიის განვითარებისთანავე.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას