კვლევები
1-ად შესაკვეთი გამოკვლევები
კლინიკური დიაგნოზი
ტესტი
დიაგნოზი ეფუძნება ანამნეზს და გასინჯვით მოპოვებულ მონაცემებს. ტესტირების მიზანია არა შაკიკის დიაგნოზის დასმა, არამედ სხვა შესაძლო ალტერნატიული დიაგნოზების გამორიცხვა, რომლებიც შეიძლება ვივარაუდოთ პაციენტის მდგომარეობის მიხედვით.[3]
შედეგი
აკმაყოფილებს თავის ტკივილის საერთაშორისო კრიტერიუმებს (ICHD)-IIIb შაკიკის დიაგნოზისთვის
გასათვალისწინებელი კვლევები
ერითროციტების დალექვის სიჩქარე (ედს)
ტესტი
ერითროციტების დალექცის სიჩქარე მომატებულია საფეთქლის არტერიტის დროს და საფეთქლის არტერიის ბიოფსია ავლენს დამახასიათებელ ანთებით ინფილტრატს.[47]
შედეგი
ნორმაშია შაკიკის დროს
ლუმბური პუნქცია (LP)
ტესტი
ლუმბური პუნქცია შეიძლება იყოს პათოლოგიური პაციენტებში, რომელთა თავის ტკივილის მიზეზია სუბარაქნოიდული სისხლდენა (SAH), მენინგიტი და თავზურგტვინის სითხის დაბალი ან მაღალი წნევა.
როგორ ჩატარდეს დიაგნოსტიკური ლუმბალური პუნქცია მოზრდილებში. მოიცავს პაციენტის პოზიციის განხილვას, ნემსის არჩევას და გახსნისა და დახურვის წნევის გაზომვას.
შედეგი
ნორმაშია შაკიკის დროს
თავზურგტვინის სითხის კულტურა
ტესტი
თავზურგტვინის სითხის და ინფექციის სხვა პოტენციური ადგილებიდან აღებული ნიმუშების კულტივირებამ და მიკროსკოპიამ შეიძლება გამოავლინოს ინფექციური მიკროორგანიზმი.
შედეგი
ნორმაშია შაკიკის დროს
თავის ტვინის მაგნიტურ რეზონანსული გამოსახვა (MRI)
ტესტი
ნეიროვიზუალიზაცია არ არის საჭირო შაკიკის თანმიმდევრული თავის ტკივილის მქონე პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ ნორმალური ნევროლოგიური გამოკვლევა, ატიპიური ნიშნების ან წითელი დროშების გარეშე.[45][46]
MRI (კონტრასტით) არის პრობლემური თავის ტკივილების რეკომენდებული კვლევა თითქმის ყველა სიტუაციაში.
MRI კვლევამ გადოლინიუმით შეიძლება გამოავლინოს მაგარი გარსის სურათის გაძლიერება დაბალი წნევით მიმდინარე თავის ტკივილის შემთხვევაში.[62]
შედეგი
შაკიკის დროს ნორმალურია; შეიძლება გამოავლინოს მოცულობითი დაზიანებები ან იშემიური დაზიანებები
თავის CT-ით
ტესტი
ნეიროვიზუალიზაცია არ არის საჭირო შაკიკის თანმიმდევრული თავის ტკივილის მქონე პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ ნორმალური ნევროლოგიური გამოკვლევა, ატიპიური ნიშნების ან წითელი დროშების გარეშე.[45][46]
ტვინის CT (კონტრასტის გარეშე) რეკომენდებულია მწვავე თავის ტკივილის სასწრაფო გამოსაკვლევად, ინტრაკრანიული სისხლდენის გამოსავლენად. ყველა სხვა სიტუაციაში MRI არის არჩევის ტესტი, თუ არ არსებობს წინააღმდეგჩვენება.
შედეგი
შაკიკის დროს ნორმალურია; შეიძლება გამოავლინოს მოცულობითი დაზიანებები, იშემიური დაზიანებები ან სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა
ანგიოგრაფია
ტესტი
ანგიოგრაფია(CT,MRI ან ჩვეულებრივი) შესაძლოა ჩაითვალოს იმ თავის ტკივილის გამოსაკვლევად,რომელიც წინ უსწრებს სუბარაქნოიდულ სისხლჩაქცევას,არტერიის განშრევებას ან შექცევად ცერებრალურ ვაზოკონსტრიქციას.
შედეგი
ნორმაშია შაკიკის დროს
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას