განხილვები პაციენტთან
შაკიკის მქონე პაციენტებს ურჩიეთ შემდეგი:
არ გადაავადოთ საწყისი მკურნალობა. მაქსიმალური ეფექტურობისთვის მნიშვნელოვანია მკურნალობის დაწყება შაკიკზე ეჭვის მიტანისთანავე, როდესაც ტკივილი ჯერ კიდევ მსუბუქ-ზომიერ ფაზაშია. მკურნალობის გადადებამ შეიძლება დააქვეითოს მედიკამენტების ეფექტურობა და გაზარდოს გულისრევის განვითარების და შეტევის გახანგრძლივების ალბათობა.
ეცადეთ შეინარჩუნოთ ცხოვრების წესი, რომელიც შეიძლება დაგეხმაროთ შაკიკის თავიდან აცილებაში; არ გამოტოვოთ საჭმლის მიღების დრო, იქონიეთ რეგულარული განრიგი, დარწმუნდით, რომ საკმარისად გძინავთ, თავიდან აიცილეთ დეჰიდრატაცია, ივარჯიშეთ რეგულარულად, გამოავლინეთ და თავი აარიდეთ შაკიკის სპეციფიკურ მაპროვოცირებელ ფაქტორებს
საკვების დღიურის წარმოება კარგი საშუალებაა გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირებისთვის, შეტევის დაწყების გამაფრთხილებელი ნიშნების ამოცნობაში და იმის შესაფასებლად, მოქმედებს თუ არა წამალი.[286] Migraine Trust: keeping a headache diary Opens in new window
ბიოუკუკავშირი, რელაქსაციის ვარჯიში, სხვა ფსიქოლოგიური თერაპია, ვარჯიში ან აკუპუნქტურა შეიძლება დაეხმაროს ზოგიერთ ადამიანს შაკიკის სიხშირისა და სიმძიმის შემცირებაში.
ჭარბი მოხმარებით შესაძლებელია მედიკამენტის ზედოზირებით გამოწვეული თავის ტკივილი განვითარდეს.
შვილოსნობის უნარის მქონე ქალებს უნდა აუხსნან, რომ მათ ვალპროატის მედიკამენტების მიღების პერიოდში უნდა შეასრულონ ორსულობის პრევენციის პროგრამა. ევროკავშირის ქვეყნებში ევროპის წამლის სააგენტო აცხადებს, რომ ეს პროგრამა უყნდა მოიცავდეს შემდეგს:[137]
პაციენტის დაორსულების შესაძლებლობის შეფასება
ორსულობის ტესტები მკურნალობის დაწყებამდე (და მკურნალობის განმავლობაში) საჭიროებისამებრ
კონსულტაცია ვალპროატის მკურნალობის რისკების შესახებ და მთელი მკურნალობის განმავლობაში ეფექტური კონტრაცეფციის აუცილებლობის შესახებ
მიმდინარე მკურნალობის განხილვა სპეციალისტის მიერ, მინიმუმ, ყოველწლიურად
რისკის დადასტურების ფორმა, რომელიც პაციენტებმა და დამნიშვნელებმა შეიძლება გაიარონ ყოველწლიური განხილვისას იმის დასადასტურებლად, რომ შესაბამისი რჩევა გაიცა და გაგებულ იქნა.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას