ანამნეზი და გასინჯვა

ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

რისკ-ფაქტორების არსებობა

რისკის ფაქტორები მოიცავს: შაკიკის ოჯახურ ისტორიას; მდედრობითი სქესი; მენსტრუაცია; სტრესული ცხოვრებისეული მოვლენები; სიმსუქნე; ძილის დარღვევა; მედიკამენტების გადაჭარბებული გამოყენება.

გახანგრძლივებული თავის ტკივილი

თავის ტკივილი, რომელიც ჩარევის გარეშე 4-დან 72 საათამდე გრძელდება, მიუთითებს შაკიკზე.[55]

გულისრევა

შაკიკთან ყველაზე ხშირად დაკავშირებული სიმპტომი. გულისრევა და პირღებინება უფრო ხშირია ახალგაზრდა პაციენტებში და ასაკის მატებასთან ერთად ნაკლებად სიხშირე კლებულობს.[55]

ქმედუნარიანობის დაქვეითება

მძიმე თავის ტკივილი და თანხმლები სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა, ხშირად ამცირების პაციენტის ქმედუნარიანობას.

თავის ტკივილის გაუარესება აქტივობასთან ერთად

შაკიკი ჩვეულებრივ უარესდება ყოველდღიური რუტინული საქმიანობით და ვარჯიშით.[55][56]

გამოსადეგია შაკიკისა და დაძაბვის ტიპის თავის ტკივილის სადიფერენციაციოდ, რადგან ეს უკანასკნელი ფიზიკური აქტივობით არ უარესდება.

მგრძნობელობა სინათლის მიმართ

ფოტოფობიის არარსებობა შეიძლება დაგვეხმაროს შაკიკის გამორიცხვაში, თუმცა ფოტოფობიის არსებობა არ არის საჭირო შაკიკის დიაგნოსტირებისთვის.[57]

იშვიათი

მგრძნობელობა ხმაურის მიმართ

შაკიკის მქონე ბევრი ადამიანი უჩივის ხმაურის მიმართ მგრძნობელობას,(ფონოფობიას) რამაც შეიძლება მოახდინოს შაკიკის პროვოცირება.

აურა

ხშირია შაკიკის დროს; იშვიათია კეფის წილის გულყრის დროს. პაციენტებს აქვთ როგორც დადებითი (ვიზუალური ნაპერწკლები, კაშკაშა სინათლეები), ასევე უარყოფითი (მხედველობის დაქვეითება ან სკოტომა) ფენომენები.[4] შეიძლება განვითარდეს სენსორული აურა (დაბუჟება, ჩხვლეტა) ან აურა აფაზიით/დისფაგიით.

სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები

იშვიათი

პირღებინება

უფრო ხშირია ახალგაზრდა პაციენტებში და ასაკის მატებასთან ერთად სიხშირე კლებულობს.[55] პირღებინება ვითარდება თავის ტკივილის 20-30% შემთხვევებში.[58]

ცალმხრივი

შაკიკი ხშირად ცალმხრივია. თუმცა იგი ორმხრივია პაციენტთა 40%-ზე მეტში, ასე რომ, ლოკალიზაცია არც ადასტურებს და არც გამორიცხავს დიაგნოზს.[55][58]

თავის ტკივილმა შეიძლება გადაინაცვლოს ერთი მხრიდან მეორეზე შეტევის დროს ან მათ შორის; ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ როდესაც ეს არ ხდება (ცალ მხარეს ჩაკეტილი თავის ტკივილი), ფიქსირებული სტრუქტურული დაზიანების ალბათობა იზრდება.[59][60]

მფეთქვავი შეგრძნება

გვხვდება თავის ტკივილის დაახლოებით 50%-ში.[58] შაკიკის თავის ტკივილი შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც მფეთქავი, მენიგური სისხლძარღვების ნორმალური პულსაციის მომატებულად აღქმის გამო.[61]

რისკფაქტორები

ძლიერი

შაკიკის ოჯახური ანამნეზი

გამოვლენილია შაკიკის რამდენიმე აუტოსომურ-დომინანტური ფორმა.[17][18] ითვლება, რომ საერთო პოლიგენური ცვალებადობა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს შაკიკის ოჯახურ აგრეგაციას.[17][18]

გენეტიკური დიაგნოსტიკა მოითხოვს ლაბორატორიულ გამოკვლევებს.

მდედრობითი სქესი.

შაკიკი დაახლოებით სამჯერ უფრო ხშირია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში, განსაკუთრებით დაზარალდნენ ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ქალები.[9][12][13]

ზოგიერთ ქალს უვლინდება მენსტრუალური შაკიკი, რომელიც ყველაზე ხშირად ვლინდება მენსტრუაციის დაწყებამდე 2 დღით ადრე და მენსტრუაციის პირველ 3 დღეში.[26][27] შაკიკის სიხშირე და სიმძიმე ასევე შეიძლება გაიზარდოს მენოპაუზის დროს ჰორმონალური ცვლილებების გამო.[28]

სიმსუქნე

სიმსუქნე (სხეულის მასის ინდექსი >30) დაკავშირებულია თავის ტკივილის პრევენციულ მედიკამენტებზე შესუსტებულ პასუხთან.[29][30] სიმსუქნე ასევე ასოცირდება თავის ტკივილის პრევენციულ მედიკამენტებზე ცუდ პასუხთან.[31][32]

წონის დაკლების გავლენა უცნობია, მაგრამ მიზანშეწონილია რისკ-ფაქტორების შემცირება და წახალისება.[31][32]

სტრესული ცხოვრებისეული მოვლენები

არსებობს მტკიცებულება, რომ სტრესი შეიძლება იყოს მაპროვოცირებელი შაკიკის დაწყებაში და ხელს უწყობს მის გახანგრძლივებას.[33][34][35][36]

სტრესის შემცირების გავლენა უცნობია, თუმცა სტრესის მართვა და სარელაქსაციო ტექნიკა შაკიკის დადასტურებული მკურნალობაა და შეიძლება განსაკუთრებით დაეხმაროს იმ პაციენტებს, რომელთაც ხშირად აქვთ სტრესი ან უჭირთ მასთან გამკლავება.[35][36]

მედიკამენტების ჭარბი გამოყენება

თავის ტკივილის მედიკამენტების ჭარბმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული შაკიკი და ქრონიკული ყოველდღიური თავის ტკივილი.[37][38] მკურნალობა დაფუძნებულია განათლებაზე, სიმპტომური მედიკამენტების მოხსნაზე (დეტოქსიკაცია) და პროფილაქტიკურ მკურნალობაზე.[39]

ამასთან, არსებობს გარკვეული წინააღმდეგობა იმასთან დაკავშირებით, უნდა მოუხსნან თუ არა მედიკამენტები ხშირი თავის ტკივილის მქონე ადამიანებს მხოლოდ წამლების გადაჭარბებული მოხმარებით გამოწვეული თავის ტკივილის თავიდან ასაცილებლად ან სამკურნალოდ.[40]

ძილის დარღვევა

ძილის სხვადასხვა დარღვევას უკავშირდება შაკიკი, მათ შორის უძილობა (რომელიც ყველაზე გავრცელებულია), ხვრინვა და ძილის ობსტრუქციული აპნოე,ე.წ. მოუსვენარი ფეხები, ცირკადული რითმის დარღვევები და ნარკოლეფსია.

ძილის დარღვევის არსებობა დაკავშირებულია შაკიკის მძიმე მიმდინარეობასთან და ასევე ასოცირდება თავის ტკივილის ცუდ პროგნოზთან.[41]

სუსტი

დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი

ეპიდემიოლოგიური კვლევების თანახმად,ა.შ.შ.-ში ეს არის ქრონიკული შაკიკის და ქრონიკული ყოველდღიური თავის ტკივილის რისკფაქტორი.[8][34]

ალერგიები ან ასთმა

რანდომიზებული შემთხვევა-კონტროლირებული კვლევა ავლენს კავშირს ალერგიებს ან ასთმასა და შაკიკსა და ქრონიკულ ყოველდღიურ თავის ტკივილს შორის.[42][43]

ჰიპოთირეოზი

დადასტურებულია დადებითი კავშირი ჰიპოთირეოზისა და შაკიკის შორის; ეს შეიძლება იყოს ორმხრივი ასოციაცია.[44]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას