გართულებები

გართულება
ქრონოლოგია
ალბათობა
მოკლევადიანი
საშუალო

პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ მწვავე შაკიკი ორსულობის დროს, აქვთ პრეეკლამფსიის, ნაადრევი მშობიარობისა და დაბალი წონის მქონე ბავშვის გაჩენის საგრძნობლად გაზრდილი რისკი.[280][281][282] ასევე დაფიქსირდა ცენტრალური ვენური სინუსის თრომბოზის გაზრდილი რისკი.[283]

მოკლევადიანი
დაბალი

დამაუძლურებელი შაკიკის შეტევა შეიძლება გაგრძელდეს 72 საათზე მეტხანს. მნიშვნელოვანია განვიხილოთ და შესაბამისად ვმართოთ ტკივილგამაყუჩებლების ჭარბი გამოყენებით გამოწვეული შაკიკის ვარიანტიც.[3]

არ არსებობს კარგი ხარისხის მტკიცებულება საუკეთესო მკურნალობის მიდგომის შესახებ; არსებული მონაცემები მიუთითებს ინტრავენური სითხეების, კორტიკოსტეროიდების, მაგნიუმის სულფატის, ანტიკონვულსიური საშუალებების, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (NSAID), ღებინების საწინააღმდეგო და სეროტონერგული საშუალებების გამოყენებაზე.[274]

მოკლევადიანი
დაბალი

ერთი ან მეტი შაკიკური აურის სიმპტომი დაკავშირებულია ტვინის იშემიურ დაზიანებასთან შესაბამის ტერიტორიაზე, რაც გამოვლინდა ნეიროვიზუალიზაციით.[3][277]

ჭეშმარიტი შაკიკური ინფარქტი აურით მიმდინარე შაკიკის იშვიათი გართუულებაა და დიაგნოზირდება, როდესაც ტიპური აურა გრძელდება 1 საათზე ხანგრძლივად და ნეიროვიზუალიზაცია ავლენს ინფარქტს შესაბამის არეში.[278]

მკურნალობა ცერებროვასკულური ინფარქტის მსგავსია. მოიცავს გადაუდებელ დამხმარე მოვლას და თრომბოლიზის განხილვას, შემდეგ კი აქტიურ რეაბილიტაციას.

მოკლევადიანი
დაბალი

გულყრა თავის ტკივილის ცნობილი მაპროვოცირებელი ფაქტორია, რომელიც შეიძლება იყოს შაკიკური ან დაძაბვის ტიპის. პაციენტებს, რომლებსაც აქვთ თავის ტკივილი გულყრის გამოვლინების წინ, უნდა ჩაუტარდეთ გამოკვლევა ფოკალურ არაკონვულსიურ გულყრაზე (იქტური ეპილეფსიური თავის ტკივილი) თავის ტკივილი შეიძლება იყოს ფოკალური გულყრის ერთადერთი სიმპტომი, გენერალიზებული ან კონვულსიური გულყრის წინ.[279]

გრძელვადიანი
საშუალო

ერთი სისტემური მიმოხილვა აფასებს, რომ შაკიკს შეუძლია ორჯერ გაზარდოს დეპრესიის რისკი. პოპულაციაზე დაფუძნებული გრძივი საზოგადოების კვლევამ აღმოაჩინა მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ შაკიკი დაკავშირებულია დიდ დეპრესიულ ეპიზოდებთან.[272] წარმოდგენილია მტკიცებულებები საერთო გენეტიკურად განსაზღვრული ბიოლოგიური მექანიზმების შესახებ, რომლებიც საფუძვლად უდევს შაკიკას და დიდ დეპრესიულ აშლილობას.[273]

გრძელვადიანი
დაბალი

შაკიკი აურასთან ერთად (მაგრამ არა შაკიკი აურის გარეშე) ასოცირდება იშემიური ინსულტისა და საერთო გულ-სისხლძარღვთა დაავადების გაზრდილ რისკთან.[275][276]

გრძელვადიანი
დაბალი

შაკიკური თავის ტკივილი, რომელიც ვლინდება თვეში 15 ან მეტი დღე, 3-ზე მეტი თვის განმავლობაში, მედიკამენტების ჭარბი მოხმარების არარსებობისას.

ჩვულებრივ იწყება, როგორც შაკიკი აურის გარეშე, რომელიც დროთა განმავლობაში კარგავს ტიპურ გამოვლინებას.

მნიშვნელოვანია განვიხილოთ და შესაბამისად ვმართოთ ტკივილგამაყუჩებლების ჭარბი გამოყენებით გამოწვეული შაკიკის ვარიანტიც.[3]

ცვლადი
დაბალი

აურის სიმპტომები პერსისტირებს 1 კვირაზე მეტხანს ინფარქტის რადიოგრაფიული ნიშნების გარეშე.

სიმპტომები ხშირად ორმხრივია და შეიძლება გაგრძელდეს თვეები ან წლები.

სარწმუნო მკურნალობა უცნობია, თუმცა ვალპროატი და აცეტაზოლამიდი შეიძლება გამოსადეგი იყოს.[284][285]

უკანა ლეიკოენცეფალოპათია და შაკიკისმიერი ინფარქტი უნდა გამოირიცხოს MRI კვლევით[3]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას