პროგნოზი

ეპიზოდური შაკიკის მქონე პაციენტთა უმრავლესობა წარმატებით პასუხობს მკურნალობაზე. პოპულაციაზე დაფუძნებულ კვლევებში შაკიკური თავის ტკივილების სიხშირე ასაკთან ერთად მცირდება.[270]

პროგნოზირება რთულია პაციენტებში, რომლებსაც განუვითარდათ შაკიკის გართულებები ან აქვთ თანმხლები დაავადებები ან მედიკამენტების ჭარბად მოხმარების ხანგრძლივი ანამნეზი. ასეთ შემთხვევებში, მოსალოდნელი გაუმჯობესება მოკრძალებულია და მკურნალობის მიზანი ტკივილის ელიმინაციიდან უნდა შეიცვალოს ფუნქციის გაუმჯობესებისკენ.[271]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას