კრიტერიუმები

თავის ტკივილით მიმდინარე დარღვევებების საერთაშორისო კლასიფიკაცია, მესამე გამოცემა (ICHD-3)[3]

1.1 შაკიკი აურის გარეშე

  • A. სულ მცირე 5 შეტევა, რომელიც აკმაყოფილებს B - D კრიტერიუმებს

  • B: თავის ტკივილის შეტევები, რომელიც გრძელდება 4-დან 72 საათამდე (თუ მკურნალობა არ ჩატარებულა ან წარუმატებელი იყო)

  • C. თავის ტკივილი, რომელიც ხასიათდება სულ მცირე 2 ნიშნით 4 ჩამოთვლილიდან:

    1. ცალმხრივი ადგილმდებარეობა

    2. პულსირებადი ხასიათი

    3. ტკივილის ან საშუალო მძიმე ინტენსივობა

    4. მდგომარეობის დამძიმება რუტინული ფიზიკური აქტივობით (მაგ., სიარული ან კიბეზე ასვლა) ან პაციენტის მიერ ამ აქტივობებისგან თავის შეკავება ტკივილის პრევენციის მიზნით

  • D. თავის ტკივილის დროს უნდა აღინიშნებოდეს ჩამოთვლილთაგან სულ მცირე ერთი:

    1. გულისრევა და/ან ღებინება

    2. ფოტოფობია და ფონოფობია

  • E. არ არის უკეთესად ახსნილი სხვა ICHD-3 დიაგნოზით.

1.2 შაკიკი აურით

  • A: სულ მცირე 2 შეტევა, რომელიც აკმაყოფილებს B და C კრიტერიუმებს

  • B: ერთი ან მეტი სიმპტომი აურის ქვემოთ ჩამოთვლილი სრულად შექცევადი სიმპტომებიდან:

    1. ვიზუალური

    2. სენსორული

    3. მეტყველების და/ან ენობრივი

    4. მოტორული

    5. თავის ტვინის ღეროს მხრივ

    6. ბადურის დაზიანებები

  • C: შემდეგი 6 მახასიათებლიდან მინიმუმ 3:

    1. აურის მინიმუმ ერთი სიმპტომი თანდათან ვრცელდება 5 წუთის განმავლობაში

    2. აურის ორი ან მეტი სიმპტომი ვითარდება თანმიმდევრობით

    3. აურის თითოეული ცალკეული სიმპტომი გრძელდება 5-60 წუთი

    4. აურის მინიმუმ ერთი სიმპტომი არის ცალმხრივი

    5. აურის მინიმუმ ერთი სიმპტომი დადებითია

    6. აურას თან ახლავს, ან 60 წუთში იწყება თავის ტკივილი

  • D. არ არის უკეთესად ახსნილი სხვა ICHD-3 დიაგნოზით.

1.3 ქრონიკული შაკიკი

  • A. თავის ტკივილი (შაკიკის მსგავსი ან დაძაბულობის მსგავსი) თვეშ 15 დღე >3 თვის განმავლობაში და B და C კრიტერიუმების შესრულება

  • B. ადგილი აქვს პაციენტში, რომელსაც აქვს მინიმუმ 5 შეტევა, რომელიც აკმაყოფილებს 1.1 შაკიკი აურის გარეშე B-D კრიტერიუმებს და/ან 1.2 შაკიკი აურით B და C ს კრიტერიუმებს

  • C. თვეში 8 დღეზე, >3 თვის განმავლობაში, აკამყოფილებს რომელიმე ჩამოთვლილს:

    1. 1.1 შაკიკი აურის გარეშე C და D კრიტერიუმები

    2. 1.2 შაკიკი აურით B და C კრიტერიუმები

    3. პაციენტის აზრით, დაწყებისას არის შაკიკი და იხსნება ტრიპტანით ან ჭვავის რქის წარმოებულებით

  • D. არ არის უკეთესად ახსნილი სხვა ICHD-3 დიაგნოზით.

1.4 შაკიკის გართულებები

  • A: თავის ტკივილის შეტევა, რომელიც აკმაყოფილებს B და C კრიტერიუმებს

  • B. ადგილი აქვს პაციენტში, რომელსაც აქვს 1.1 შაკიკი აურის გარეშე და/ან 1.2 შაკიკი აურით და ტიპურია წინა შეტევებისთვის, გარდა მისი ხანგრძლივობისა და სიმძიმისა.

  • C: ორივე შემდეგი მახასიათებელი:

    1. უწყვეტია >72 საათის განმავლობაში

    2. ტკივილი და/ან მასთან დაკავშირებული სიმპტომები დამაუძლურებელია

  • D. არ არის უკეთესად ახსნილი სხვა ICHD-3 დიაგნოზით.

1.5 შესაძლო შაკიკი

  • A. შეტევები, რომლებიც აკმაყოფილებს 1.1 შაკიკი აურის გარეშე ყველა A-D კრიტერიუმს ერთის გარდა ან 1.2 შაკიკი აურით ყველა A-C კრიტერიუმს ერთის გარდა

  • B. არ აკმაყოფილებს თავის ტკივილით მიმდინარე რაიმე სხვა დარღვევის ICHD-3 კრიტერიუმებს

  • C. არ არის უკეთესად ახსნილი სხვა ICHD-3 დიაგნოზით.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას