დიფერენციული დიაგნოზები

თავის ტკივილი, დაძაბვა

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ხშირად თანაარსებობს შაკიკთან ერთად ერთსა და იმავე პაციენტში.[63]

დაძაბვის ტიპის თავის ტკივილი არ არის სამედიცინო დახმარების მოთხოვნის ხშირი მიზეზი, თუ იგი არ არის ძალიან ხშირი ან მძიმე მიმდინარეობის.

ჯანდაცვის პირველად რგოლში დაძაბვის თავის ტკივილით დიაგნოზირებულთა 90%-ზე მეტს სინამდვილეში შაკიკი აქვთ[64]

შეტევები გენერალიზებულია მთელი თავის მასშტაბით; ხშირად ორმხრივი, წნევის მსგავსი და არამფეთქავი ტკივილი. ხშირად აღწერილია, როგორც თავზე მჭიდროდ შემოჭერილი სარტყელი.

დაძაბვის ტიპის თავის ტკივილს იშვიათად ახასიათებთ ფოტოფობია ან ფონოფობია (ვერ ექნება ორივე; წინააღმდეგ შემთხვევაში შაკიკია).[3]

აღნიშნული მდგომარეობების განსხვავება ხშირად შესაძლებელია ანამნეზის დეტალური ანალიზითა და პაციენტის თავის ტკივილის დიაგნოსტიკური დღიურის მიმოხილვით.[65]

კვლევები

არ არსებობს განმასხვავებელი კვლევები.

თავის ტკივილი, კლასტერული (ჯგუფური)

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

კლასტერული თავის ტკივილი ის უფრო ხშირად გვხვდება კაცებში,ქალებში უფრო ხშირია შაკიკის შემთხვევები[66]

კლასტერული თავის ტკივილი იწვევს ძალიან მძიმე ტკივილს მხოლოდ ერთი თვალის გარშემო, პიკს აღწევს რამდენიმე წუთში და არ იცვლის მხარეს.

შეტევები გრძელდება 3 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში (სადიფერენციაციო ნიშანი, ვინაიდან შაკიკი შეიძლება გაგრძელდეს 4-72 საათის განმავლობაში) და იწვევს მოუსვენრობას და აგზნებას ვეგეტატიური სიმპომატიკით ან სიმპტომებით ტკივილის მხარეს.[3]

კლასტერული შეტევა შეიძლება განვითარდეს 8 ჯერ დღეში, შეტევებს შორის უტკივილო ინტერვალებით.

შეტევები შეიძლება განვითარდეს დღის ან ღამის ზუსტად ერთსა და იმავე დროს (ე.წ. "მაღვიძარა" თავის ტკივილები), განსაკუთრებით ძილის თვალების სწრაფი მოძრაობის ფაზის დროს.[67]

აღნიშნული მდგომარეობების განსხვავება ხშირად შესაძლებელია ანამნეზის დეტალური ანალიზითა და პაციენტის თავის ტკივილის დიაგნოსტიკური დღიურის მიმოხილვით.

კლასტერული თავის ტკივილი შეიძლება განვითარდეს შაკიკის მქონე პაციენტებში. შაკიკთან შედარებით შეტევის გაცილებით მოკლე ხანგრძლივობა და დღეში მრავლობითი შეტევების არსებობა ხშირად საკმარისია შაკიკისა და კლასტერული თავის ტკივილის სადიფერენციაციოდ.

კვლევები

არ არსებობს განმასხვავებელი კვლევები.

მედიკამენტის ჭარბი მოხმარებით გამოწვეული თავის ტკივილი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ახასიათებს შერეული სურათი, რომელიც მოიცავს როგორც შაკიკის, ასევე დაძაბვით ტიპის ნიშნებს. ის ვლინდება თვეში 15 დღე ან უფრო ხშირად პაციენტებში,რომლებასც ადრეც ქონდათ თავის ტკივილი

შეიძლება იყოს გლობალიზებული და დაკავშირებული იყოს გულისრევასთან. ახასიათებს მედიკამენტების რეგულარული გადაჭარბებული გამოყენება მინიმუმ 3 თვის განმავლობაში.

რეცეპტის გარეშე ხელმისაწვდომობის გამო, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები და ასპირინი, განსაკუთრებით ასპირინი/პარაცეტამოლი/კოფეინი კომბინაციები მედიკამენტების ჭარბ მოხმარებასთან დაკავშირებული თავის ტკივილის ხშირი მიზეზებია.

კვლევები

არ არსებობს განმასხვავებელი კვლევები.

თავის ან კისრის ტრავმის შემდეგ თავის ტკივილი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

პოსტტრავმული თავის ტკივილი შეიძლება ჰგავდეს პირველადი თავის ტკივილის ფორმების უმეტესობას, მათ შორის შაკიკს.

შაკიკის ანამნეზის მქონე პაციენტში თავის ტკივილის გაუარესება თავის ტრავმის საპასუხოდ ითვლება შაკიკის გამწვავებად.

დიაგნოზი ეფუძნება ანამნეზს. პოსტტრავმული თავის ტკივილი დიაგნოზირდება მხოლოდ მაშინ, როდესაც თავის ტკივილის ახალი ტიპი პირველად გამოვლინდება თავის ან კისრის ტრავმიდან 7 დღის განმავლობაში.[3]

კვლევები

არ არსებობს განმასხვავებელი კვლევები.

სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა (SAH)

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

სუბარაქნოიდული ჰემორაგია არის მძიმე, უეცარი დაწყების თავის ტკივილი (ხშირად უწოდებენ გამჭოლ თავის ტკივილს), თუმცა 50%-მდე პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ პროდრომი ნაკლებად მძიმე "მომასწავებელი" თავის ტკივილით.[68]

ისევე, როგორც შაკიკის შემთხვევაში, ტკივილგამაყუჩებლები ან ტრიპტანები აუმჯობესებს ტკივილს.[69]

გასინჯვა შეიძლება ნორმალური იყოს, თუმცა 25%-მდე პაციენტებს აქვთ ნევროლოგიური სიმპტომები.[68]

კვლევები

ჩვეულებრივ CT სკანირებაზე შესაძლოა ხილული სისხლის აღმოჩენა, თუმცა, თუ CT უარყოფითია, გაითვალისწინეთ ლუმბური პუნქციის ჩატარება თუ ანამნეზი მიუთითებს სუბარაქნოიდულ ჰემორაგიაზე. შეიძლება საჭირო გახდეს ანგიოგრაფია.[48][68]

თავის ტვინის სიმსივნე

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

მიუხედავად იმისა, რომ თავის ტკივილი ხშირი სიმპტომია თავის ტვინის სიმსივნეების მქონე პაციენტებში, არ არსებობს დამახასიათებელი ნიშნები და აღნიშნული მდგომარეობა იშვიათად გვხვდება თანმხლები ანამნეზისა და გასინჯვის გარეშე.

ეჭვი კიდევ უფრო ძლიერია, თუ პაციენტს თავის ტკივილი პროგრესულად უძლიერდება და თანდათან ვითარდება ახალი ნევროლოგიური ნიშნები ან სიმპტომები.

პაპილედემა ფსკერის დათვალიერებისას უნდა გახდეს თავზურგტვინის სითხის წნევის მომატების სიმსივნური ან სხვა მიზეზზე ეჭვის საბაბი.[70]

კვლევები

CT ან MRI სკანირებით შესაძლებელია წარმონაქმნების ვიზუალიზაცია.

დაბალი წნევით გამოწვეული თავის ტკივილი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

თავზურგტვინის სითხის დაბალი წნევა ხშირად მძიმდება დგომისას და მსუბუქდება დაწოლისას.[71]

შესაძლოა გამოწვეული იყოს მაგარი გარსის სპონტანური ან იატროგენული გარღვევის გამო: მაგ. კრანიოტომიის ან ეპიდურული ანესთეზიის შემდეგ.

კვლევები

დაბალი წნევით გამოწვეული თავის ტკივილის დიაგნოსტირება შეიძლება ძალიან რთული იყოს, თუ მაგარი გარსი სპონტანურად დაირღვა. ლუმბური პუნქციით შესაძლოა გამოვლინდეს გახსნისას დაბალი წნევა, ხოლო თავის ტვინის MRI სკანირებამ გადოლინიუმით შეიძლება გამოავლინოს პაქიმენინგეური გაძლიერება.[62] ზურგის ტვინის მიელოგრამაზე CT სკანირებით შეიძლება გამოვლინდეს საკონტრასტო ნივთიერების ექსტრავაზაცია.[72]

მაღალი წნევით განპირობებული თავის ტკივილი (იდიოპათიური ინტრაკრანიული ჰიპერტენზია)

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ანამნეზისა და გასინჯვის ფონზე გვხვდება მაღალი წნევის ნიშნები, როგორიცაა მხედველობითი ცვლილებები, ტინიტუსი, მხედველობის ნერვის დისკოს შეშუპება ოფთალმოლოგიური გამოკვლევისას.

თავზურგტვინის სითხის მაღალი წნევა შეიძლება გამოწვეული იყოს ინტრაკრანიული პათოლოგიით, როგორიცაა ცერებრული ახალწარმონაქმნები, იდიოპათიური ინტრაკრანიული ჰიპერტენზია (IIH).

იდიოპათიური ინტრაკრანიული ჰიპერტენზია ყველაზე ხშირად გვხვდება რეპროდუქციული ასაკის ჭარბწონიან ქალებში და ასევე ასოცირებულია გარკვეული ანტიბიოტიკებისა და პერორალური კონტრაცეპტივების მიღებასთან.[73]

კვლევები

ლუმბური პუნქციით შეიძლება გამოვლინდეს გახსნისას მაღალი წნევა, თუმცა პაპილოედემის შემთხვევაში პუნქცია არ უნდა გაკეთდეს ვიზუალიზაციურ კვლევამდე. LP უნდა ჩატარდეს პაციენტთან შესაბამის პოზაში (გვერდითი დეკუბიტუსი), ცერებროსპინალური სითხის წნევის ფრთხილად გაზომვით.[74]

სისტემური ან ცენტრალური ნერვული სისტემის (CNS) ინფექცია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

თავის ტკივილი ხშირად ახლავს თან როგორც სისტემურ, ასევე ცნს ინფექციებს, თუმცა დამახასიათებელი კლინიკური სურათი არ აღინიშნება.

დიაგნოზი ცალსახაა მაღალი ცხელებისა და ცნობიერების ცვლილების შემთხვევაში. ცნს-ის ფარული ინფექციების დიაგნოსტიკა უფრო რთულია.

აღნიშნულ დაავადებებზე ეჭვი უნდა გაიზარდოს სისტემური დაავადებების (განსაკუთრებით, იმუნოდეფიციტური) მქონე პაციენტებში, რომლებიც იწვევს წინასწარგანწყობას Toxoplasma gondii, Cryptococcus ან ციტომეგალოვირუსული ინფექციის მიმართ.

კვლევები

თავზურგტვინის სითხის და ინფექციის სხვა პოტენციური ადგილებიდან აღებული ნიმუშების კულტივირებამ და მიკროსკოპიამ შეიძლება გამოავლინოს მაინფიცირებელი მიკროორგანიზმი.

საფეთქლის (გიგანტურუჯრედოვანი) არტერიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

საფეთქლის არტერიტი უნდა განიხილოთ 50 წელზე ზემოთ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ახლად-გამოვლენილი ან გაუარესებადი თავის ტკივილი.

იგი ყველაზე ხშირია ჩრდილოეთ ევროპული წარმომავლობის ადამიანებში.[75]

მკურნალობის გარეშე შეიძლება განვითარდეს მხედველობის შეუქცევადი დაკარგვა.

თავის ტკივილს არ აქვს დამახასიათებელი ნიშნები, თუმცა იგი ჩვეულებრივ უმჯობესდება ან ქრება კორტიკოსტეროიდების მაღალი დოზით მკურნალობის დაწყებიდან 3 დღის განმავლობაში.[3]

ანამნეზური ნიშნები მოიცავს ღეჭვის დროს ყბის ტკივილს, კუნთების ტკივილს და საფეთქლის არტერიის ტკივილს.[75]

კვლევები

ერითროციტების დალექცის სიჩქარე მომატებულია (>100 mm/hour)საფეთქლის არტერიიტის დროს და საფეთქლის არტერიის ბიოფსია ავლენს დამახასიათებელ ანთებით ინფილტრატს.[47] ულტრაბგერამ შეიძლება გამოავლინოს პათოლოგიური ცვლილებები სხვა კრანიალურ არტერიებში,გარდა საფეთქლის არტერიისა.[76]

არტერიის დისექცია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

თავის და/ან კისრის ტკივილი ვლინდება კისრის არტერიის გაშრევების შემთხვევათა 50%-ზე მეტში. ეს არის ყველაზე ხშირი საწყისი სიმპტომი (შემთხვევათა 33-86%) და ზოგჯერ შეიძლება ერთადერთი სიმპტომი იყოს. კისრის ტკივილის პირობებში ძლიერი მწვავე შაკიკი შეიძლება მიუთითებდეს კისრის არტერიის გაშრევების გაზრდილ რისკზე, რის შედეგადაც ხდება ინსულტი.[77]

თავის ტკივილს არ აქვს სტაბილური მახასიათებლები, შეიძლება ჰგავდეს პირველად თავის ტკივილს ან გამოვლინდეს სწრაფი, ძლერი "მეხის გავარდნის"მსგავსი ტკივილის სახით.[78]

თავის ტკივილი ჩვეულებრივ გვხვდება განშრევების მხარეს და შეიძლება თან ახლდეს ჰორნერის სინდრომი ან ტინიტუსი.[79]

კვლევები

დაზიანება შეიძლება გამოვლინდეს ანგიოგრაფიით.

ცერებრული ვენური თრომბოზი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

თავის ტკივილი არის ყველაზე ხშირი სიმპტომი (შემთხვევათა 80-90%) და ყველაზე ხშირი საწყისი სიმპტომი ცერებრული ვენური თრომბოზის დროს.

თავის ტკივილს არ აქვს სპეციფიკური მახასიათებლები, შეიძლება ჰგავდეს პირველად თავის ტკივილს ან გამოვლინდეს სწრაფი, ძლიერი "მეხის გავარდნის" მსგავსი ტკივილის სახით.[80]

პაციენტთა 90%-ში, ცერებრული ვენური თრომბოზი დაკავშირებულია ფოკალურ ნევროლოგიურ ნიშნებთან და იდიოპათიური ინტრაკრანიული ჰიპერტენზიის მტკიცებულებასთან.[80]

კვლევები

ნეიროვიზუალიზაცია (მაგნიტურ-რეზონანსული ვენოგრამა) ჩვეულებრივ საჭიროა დასკვნითი დიაგნოზისის დასასმელად.[81]

იშემიური ინსულტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

თავის ტკივილი შეიძლება იყოს იშემიური ინსულტის სიმპტომი. შაკიკი, განსაკუთრებით აურით, არის იშემიური ინსულტის დამოუკიდებელი რისკ ფაქტორი. რისკი ყველაზე მაღალია 45 წელზე ახალგაზრდა ქალებში.[82]

ინსულტის ან გარდამავალი იშემიური შეტევის (TIA) დროს ნევროლოგიური დეფიციტი, ჩვეულებრივ, მაქსიმალურია დაწყებისას და გრძელდება ერთ საათზე მეტხანს.[83]

შაკიკის აურა შეიძლება აგვერიოს იშემიურ ინსულტში ან გარდავამალ იშემიურ შეტევაში, მაგრამ იგი ვითარდება დროთა განმავლობაში, მოიცავს პოზიტიურ და ნეგატიურ სიმპტომებს ვიზუალიზაციური პათოლოგიების გარეშე და არის სრულად უკუგანვითარებადი.[4]

კვლევები

CT ან MRI კვლევამ შეიძლება გამოავლინოს იშემიური დაზიანებები.

შექცევადი ცერებრალური ვაზოკონსტრიქციის სინდრომი (RCVS)

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

RCVS ასოცირდება განმეორებით ძლიერ" ტკივილთან, ვიდრე შაკიკის დროს გახანგრძლივებულ მძიმე თავის ტკივილთან.[84]

RCVS იწვევს ვაზოკონსტრიქციის მოკლე არათანაბარ სეგმენტებს მცირე არტერიებში, ასიმეტრიული განაწილებით. ის ხშირად ასოცირდება ამოზნექილ სუბარაქნოიდულ სისხლჩაქცევასთან, ვიდრე ბაზილარულ სუბარაქნოიდულ სისხლჩაქცევებთან და შეიძლება ასოცირებული იყოს იშემიურ ინსულტთან.[85]

კვლევები

CT, რომელსაც მოჰყვება წელის პუნქცია, გამოიყენება სუბარაქნოიდული სისხლდენის გამოსარიცხად. MR ანგიოგრაფიას ან CT ანგიოგრაფიას შეუძლია ცერებრალური არტერიების ვაზოკონსტრიქციის ვიზუალიზაცია.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას