პირველადი პრევენცია
იმუნოკომპეტენტური პაციენტებისთვის არ არსებობს პირველადი პრევენციული საშუალებები. მცირეწლოვანი ჩვილების ან იმუნოსუპრესიული პაციენტების შემთხვევაში, დისემინირებული დაავადების პრევენციის მიზნით საჭიროა ექსპოზიციის არიდება ჰისტოპლაზმოზის მაღალი ინოკულუმის არეალიდან აივ/შიდსის მქონე პაციენტებში, თუ CD4 უჯრედების რაოდენობა <150 უჯრედი/მმ³ და პაციენტის საცხოვრებელ რეგიონში ჰისტოპლაზმას ინციდენტობა >10 შემთხვევაზე 100 პაციენტიდან/წელზე, რეკომენდებულია პირველადი პროფილაქტიკა ინტრაკონაზოლით, თუმცა მონაცემები, რომლებიც ასაბუთებენ ამ მიდგომას, მწირია.[23][24][25] ანტირეტროვირუსული თერაპიის ფონზე, პირველადი პროფილაქტიკა იტრაკონაზოლით შეიძლება შეწყდეს როცა პაციენტის აივ დატვირთვა აღარ ფიქსირდება და CD4 უჯრედების რაოდენობა ≥150 უჯრედი/მმ³-ზე 6 თვის განმავლობაში.[25]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას