ეპიდემიოლოგია
Histoplasma capsulatum ენდემურია ზომიერი კლმატის რეგიონებში, როგორიცაა ოჰაიო, მდინარე მისისიპისა და მისურის ველები აშშ-ში; სამხრეთი მექსიკა, კარიბის ზღვის აუზი, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა.[3][4] 2011–2014 წლებში აშშ-ს 12 შტატის მიმოხილვითი მონაცემების ერთ-ერთი კვლევით გამოვლინდა, რომ წლიური შემთხვევების მაჩვენებლები ყველაზე მაღალი იყო არკანზასში, ილინოისში, ინდიანაში, მიჩიგანსა და მინესოტაში, შტატის სპეციფიკური წლიური შემთხვევების სიხშირე მერყეობდა 0-დან 4.3-მდე 100000 მოსახლეზე, ხოლო ქვეყნის დონეზე დამოკიდებული საშუალო სიხშირე 0-დან 39 შემთხვევამდე 100000 მოსახლეზე.[5] 2007-2016 წლების მონაცემების რეტროსპექტული ანალიზით გამოვლინდა, რომ ჰისტოპლაზმოზი დიაგნოზირებული იყო საკმაო რაოდენობით ისტორიულადნ ცნობილი გეოგრაფიული განაწილების მიღმა, აშშ-ის შტატების 94% აჭარბებს ჰისტოპლაზმოზის კლინიკურად რელევანტურ ზღვარს მინიმუმ ერთ მუნიციპალიტეტში.[6] 2019 წლის სამეთვალყურეო მონაცემების მიხედვთ, საერთო სიხშირე აშშ-ს იმ 12 შტატში, რომელშიც ჰისტოპლაზმოზი საანგარიშოა, იყო 1,8 შემთხვევა 100 000 მოსახლეზე.[7] ის უფრო ხშირი იყო მამაკაცებში და პირებში 41-დან 80 წლამდე.[7]
ევროპაში ჰისტოპლაზმოზი ნაკლებად გავრცელებულია და ვარაუდობენ, რომ შემთხვევათა უმრავლესობა განპირობებულია ენდემურ რეგიონში მოგზაურობით ან H capsulatum-ის მიკროკერებთან ექსპოზიციით (მაგ. ფრინველის ბუდეები, მღვიმე და მიდამოები, სადაც ღამურები და ფრიველები ბინადრობენ).[8] H capsulatum-ის გარდა, აფრიკის ზოგიერთი რეგიონი ენდემურია H capsulatum var duboisii-თვის, რაც იწვევს აფრიკულ ჰისტოპლაზმოზს (ჰისტოპლაზმოზის კლინიკურად განსხვავებული ფორმა). დაავადება სპორადიულად აღმოცენდება ენდემურ რაიონებში და შემთხვევები ამ რაიონების გარეთ უკეიდურესად იშვიათია.
კარგად იზრდება მიწაში, ხოლო ფრინველთა და ღამურების ექსკრეტების არსებობა აძლერებს სპორების წარმოქმნას.[4] ჰაერის მასებით შეიძლება გავრცელდეს სპორები (კონიდიები) დიდ მანძილზე. ეპიდაფეთქების აღმოცენება უკავშირდება დაბინძურებულ მიდამოში აქტივობებს, რომელიც იწვევს მიწის მიკროკონიდიების დისიმინირებასა და ექსპოზიციას (მაგ. მღვიმეების კვლევა, ფრინველის ქანდარების ახლოს და ძველ ფერმებში ყოფნა, მიწის სამუშაოები, ხე-ტყის ჭრა და შეგროვება). ეპიდაფეთქება შეიძლება დაფიქსირდეს როგორც სოფელში, ასევე ქალაქებში. ზოგიერთ რეგიონში, მოსახლეობის 90%-ს აღენიშნება ფარულად გადატანილი ინფექციის მტკიცებულება (მაგ. გამოვლენილი პოზიტიური კანის ტესტით)[9] ამ რაიონებიდან აივ-ინფიცირებული პაციენტების 10%-დან 25 %-ს უვითარდებათ დისიმინირებული ჰისტოპლაზმოზი. ასევე შემთხვევათა უმეტესობა ასიმპტომური ან თვით ლიმიტირებადია, 2000 მწვავე ინფექციიდან 1 შემთხვევაში ვითარდება დისემინირებული ჰისტოპლაზმოზი, უმეტესად სუსტი იმუნიტეტის მქონე პაციენტებში.[10] ენდემურ რაიონებში, ჰისტოპლაზმოზი ხშირი ოპორტუნისტული პათოგენია შიდსის მქონე პაციენტებში.
[Figure caption and citation for the preceding image starts]: Histoplasma capsulatum ნიადაგის ნიმუშშიდოქტორ ლიბერო აჯელო, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბიბლოთეკა, აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები [Citation ends].
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას