მონიტორინგი

დაავადების კუპირების შესაფასებლად, ჰისტოპლაზმოზით დაავადებული ყველა პაციენტი პერიოდულად უნდა იმყოფებოდეს ამბულატორიულ გარემოში. ქრონიკული პულმონალური ჰისტოპლაზმოზის შემთხვევაში, ფილტვის ფუნქციური ტესტები უნდა მონიტორირდებოდეს დაავადების პროგრესირებისა თუ გაუმჯობესების გამოსავლენად. პროგრესული დისემინირებული ჰისტოპლაზმოზის და მძიმე მწვავე პროგრესირებადი ჰისტოპლაზმოზის ან ქრონიკული პულმონური ჰისტოპლაზმოზის შემთხვევებში, პაციენტებს შეიძლება ესაჭიროებოდეთ ინტესიური სტაციონარული მონიტორინგი.

აზოლური ანტიფუნგალური პრეპარატები ჰეპატოტოქსიურები არიან. ამიტომ, ღვიძლის ფუნქციური სინჯების შემოწმება უნდა მოხდეს მკურნალობის დაწყებამდე, მკურნალობის პირველ, მე-2 და მე-4 კვირას და ყოველ 3 თვეში თერაპიის დამთავრებამდე. ინრაკონაზოლის დონის მონიტორინგი უნდა მოხდეს მკურნალობის დაწყებიდან სულ მცირე 2 კვირის შემდეგ და რანდომულად მკურნალობის კურსის განმავლობაში, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ მისი თერაპიული კონცეტრაცია (≥1 მიკროგრამ/მლ) შენარჩუნებულია.

აზოლურ ანტიფუნგალურ საშუალებებს ახასიათებს პოტენციური წამალთაშორისი ურთიერქმედების დიდი რიცხვი; პრეპარატის დანიშვნამდე გაეცანით, თუ რა მედიკამენტებს იღებს პაციენტი მანამდე. აზოლები მეტაბოლიზდება ძირითადად CYP3A4 ფერმენტის მეშვეობით და ურთიერთქმედებენ სხვა მედიკამენტებთან, რომლებიც ასევე მეტაბოლიზდებიან ამ გზით. ისეთი პრეპარატების ერთდროულმა გამოყენებამ, რომლებიც აინდუცირებენ CYP3A4-ს, შეიძლება გამოიწვიოს აზოლების დონის დაქვეითება. შესაბამისად, თუ ეს შესაძლებელია, თავიდან უნდა იქნას აცილებული მკურნალობამდე და მკურნალობისას. ამის საპირისპიროდ, პრეპარატები, რომლებიც აინჰიბირებენ CYP3A4-ს და შესაბამისად ზრდიან აზოლის კონცენტრაციას, გამოყენებულ უნდა იქნას სიფრთხილით. თუ რომელიმე ამ წამლის ერთდროული მიღება აუცილებელია, აზოლური პრეპარატის დონე უნდა შემოწმდეს გულდასმით, საჭიროების შემთხვევაში დაკორექტირდეს დოზა. აზოლები აინჰიბირებენ CYP3A4-ს და შეუძლიათ გაზარდონ ამავე გზით მეტაბოლიზებადი პრეპარატების პლაზმური კონცენტრაცია, მათ შორის იმ წამლებისა, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს, რაც შესაბამისად იწვევს ფატალურ არითმიებს.

იტრაკონაზოლს შეიძლება ჰქონდეს უარყოფითი ინოტროპული აქტივობა, რის გამოც მკურნალობის განმავლობაში პაციენტები უნდა შემოწმდნენ, რომ არ გამოოვლინდეს გულის უკმარისობა. პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული გულის უკმარისობის ან დაქვეითებული განდევნის ფრაქციის მქონე პაციენტებში. თუ გულის უკმარისობა გააუარესდა იტრაკონაზოლის მიღებისას, შეიძლება სხვა აზოლის გამოყენება.

პაციენტების 10-15 % -ს, მიუხედავად მკურნალობისა, უვითარდებათ რეციდივი, რაც წარმოადგენს ინტრაკონაზოლით ხანგრძლივი, შემანარჩუნებლი მკურნალობის ჩვენებას.[24] რეციდივების მაღალი მაჩვენებლის გამო, პაციენტები საჭიროებენ გულდასმით მონიტორინგს მკურნალობის შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში. Histoplasma capsulatum-ის ანტიგენების დონის განსაზღვრა შარდში უნდა ხდებოდეს ყოველთვიურად, მკურნალობაზე პასუხის შესაფასებლად და შემდეგ 12 თვის განმავლობაში დაავადების რეციდივის გამოსავლენად.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას