შემთხვევის ანამნეზი

შემთხვევის ანამნეზი

40 წლის კაცი უჩივის 3 კვირიან ცხელებას,თავის ტკივილს, მშრალ ხველას, ტკივილს გულმკერდის არეში და მადის დაქვეითებას. მას არ აღენიშნება სისხლიანი ნახველი ან დისპნოე. გასინჯვისას სხვა ორგანოთა სისტემების შესამჩნევი ცვლილება არ ვლინდება. ის ცხოვრობს ოჰაიოში და არქიტექტორია. ის უარყოფს დაავადებულ ადამიანთან კონტაქტს და ვერ იხსენებს რაიმე სახის სპეციფიური ექსპოზიციის ეპიზოდს. მას სიმპტომები განუვითარდა მდინარე ოჰაიოს ველებში მიმდინარე მიწის გამთხრელ სამუშაობში მონაწილეობიდან 2 კვირის შემდეგ.

სხვა გამოვლინებები

მწვავე ფილტვისმიერი ჰისტოპლაზმოზი შესაძლოა დაკავშირებული იყოს დაავადების გართულების შედეგად განვითარებულ სიმპტომებთან, როგორიც არის პლევრული გამონაჟონი, კავერნა, პერიკარდიტი, ართრიტი/ართრალგია, კვანძოვანი ან მულტიფორმულ ერითემა. ინფექციის ჰემატოგენურმა გავრცელებამ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა სახის ფილტვგარე მანიფესტაცია, მათ შორის კანის დაზიანება, ჰეპატოსპლენომეგალია, ღვიძლის ფუნქციური სინჯების დარღვევა, პანციტოპენია, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანება ან სეფსისის მსგავსი სინდრომი.[2] ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე დაავადების გავრცელება შეიძლება გამოვლინდეს თავის ტვინის დაზიანებით ან მენინგიტით.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას