კვლევები
1-ად შესაკვეთი გამოკვლევები
გულმკერდის რენტგენი
ტესტი
პირველი რიგის კვლევა ყველა პაცინეტისთვის.
კალციფიცირებული გრანულომები შესაძლოა ასახავდნენ წინა სოკოვანი ინფექციის განკურნებულ კერებს (კეროვანი ინფილტრაციები).
ცალმხრივი ან ორმხრივი ინტერსტიციალური ან რეტიკულონოდულარული ინფილტრტები, კვანძები, შუასაყრის ან ფილტვის კარის ლიმფადენოპათია ან კავერნოზული დაზიანებები ჰისტოპლაზმოზის გავრცელებული ნიშნებია.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ჰისტოპლაზმოზის მქონე პაციენტების რენტგენლოგიური კვლევა უჩვენებს ორმხრივ დიფუზურ რეტიკულონოდულარულ ინფილტრაციასდოქტორ დავიდ ლ. გოლდმენის პერსონალური კოლექციიდან [Citation ends].
ორივე ჯგუფში, იმუნოკომპრომისულ თუ იმუნოკომპეტენტურ პაციენტებში, ფილტვის რენტგენზე დიფუზური ინტერსტიციული ინფილტრაციის არსებობა წარმოადგენს საფუძველს იმისთვის, რომ დაიწყოს კვლევები დისიმინირებული სოკოვანი ჰისტოპლაზმოზის გამოსარიცხად.
აივ-ინფიცირებულ და იმუნოკომპრომისულ პაციენტებს, რომლებსაც პულმონალური ჰისტოპლაზმოზი აქვთ, შეიძლება აღენიშნებოდეთ დიფუზური ორმხრივი რეტიკულონოდულარული ინფილტრაცია, რომელიც განურჩეველია Pneumocystis jirovecii პნევმონიისგან.
შედეგი
შეიძლება იყოს ნორმის ფარგლებში ან გამოვლინდეს ფოკალური ინფილტრატები, ჰილარული და შუასაყარის ლიმფადენოპათია, კალციფიცირებული გრანულომა, ფილტვის კვანძები, დიფუზური ინტერსტიციული ან რეტიკულონოდულური ინფილტრატები ან კავიტაციური დაზიანებები.
კულტურა
ტესტი
ფილტვის სეკრეტი კულტური კვლევა შეიძლება გამოიყენოთ ყველა პაციენტ. დიაგნოზის დასადასტუურებლად ოქროს სტანდარტია, თუმცა შეიძლება იყოს ტექნიკურად რთული და დროში გაწელილი.[28] პაციენტებს, მწვავრე დიფუზური პნევმონიით და დისემინირებული ჰისტოპლაზმოზით, აღენიშნებათ მაღალი სოკოვანი დატვირთვა, რის გამოც ნახველის კულტურის კვლევით სოკოზე დადებითი პაუხი მიიღება ჩვეულებრივ 60%-დან 85% შემთხვევაში.[29][30] ფილტვების მწვავე ლოკალიზებული დაავადების დროს დაბალია სოკოვანი დატვირთვა; ასეთ შემთხვევებშ პაციენტებში ნახველის კულტურის მგრძნობელობა 15%-ია.
სოკო იზრდება ნელა ამიტომ მისი კულტურის მიღებას შეიძლება 4-დან 6 კვირამდე დაჭირდეს.[Figure caption and citation for the preceding image starts]: Histoplasma capsulatum-ის კოლონიები იზრდება ორ სხვადასხვა სახის აგარზედოქტორ ლენორ ჰელი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბიბლოთეკა, აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები [Citation ends].
დისემინირებული დაავადების შემთხვევაში(მაგ., შიდსით დაავადებული პაციენტები), სისხლის კულტურა ლიზის ცენტრიფუგაციის გამოყენებით ზრდის დიაგნოსტიკური მგრძნობელობას სტანდარტული კულტურის მეთოდებთან შედარებით. ძვლის ტვინის კულტურა ასევე შეიძლება სარგებლიანი იყოს დისემინირებული დაავადების მქონე პაციენტებში.[25]
შედეგი
დადებითი Histoplasma capsulatum-ზე
ანტიგენის კვლევა
ტესტი
ეს კვლევა სწრაფი დიაგნოსტირების საშუალებას იძლევა და ემყარება H capsulatum-ის გალაქტომანნას დეტექციას. ის გამოსადეგია მძიმედ მიმდინარე დაავადების დიაგნოსტირებისთვის.[4][28]
ასევე რეკომენდებულია აივ-ით დაავადებულ პაციენტებში, რომლეთათვისაც სავარაუდოა დისემინირებული ჰისტოპლაზმოზი.[32]
პაციენტებს, მწვავე დიფუზური პნევმონიით და დისიმინირებული ჰისტოპლაზმოზით, აღენიშნებათ მაღალი სოკოვანი დატვირთვა და შარდში ანტიგენის აღმოჩენის ტესტი დადებითია პაციენტების 75%-ში .[29][30]
ლოკალური პულმონალური ჰისტოპლაზმოზით დაავადების შემთხვევაში პაციენტებს დაბალი სოკოვანი დატვირთვა აღენიშნებათ და შესაბამისად შარდში ანტიგენის აღმოჩენის ტესტი დადებითია პაციენტების მხოლოდ დაახლოებით 30% .[35]
ანტიგენის დეტექციის ტესტის მგრძნობელობა შარდში მსგავსია ან უკეთესი, ვიდრე შრატში.[36] ის განსაკუთრებით ეფექტურია იმუნოკომპრომისულ ან მძიმედ მიმდინარე დაავადების მქონე პაციენტების დიაგნოსტირებისთვის, როდესაც შესაძლოა არ არის გამომუშავებული საპასუხო ანტისხეულები.[35] იმუნოკომპრომეტირებულ პაციენტებში დისემინირებული დაავადების დროს შარდის ანტიგენის მგრძნობელობა 90%-ზე მეტია.[42]
ანტიგენის დეტექტიის ანალიზს აქვს 85%-იანი მგრძნბელობა და 92%-იანი სპეციფიკურობა ბრონქოალვეოლარული ლავაჟის ნიმუშებში.[37] როდესაც ნაჩვენებია, შესაძლოა ჩატარდეს CSF-ზე ტესტირება
ცრუ დადებითი შედეგი, გამოწვეული ჯვარედინი რეაქტიულობით, შესაძლებელია დადგეს ბლასტომიკოზის, აფრიკული ჰისტოპლაზმოზის, კოკციდიოიდომიკოზის, პარაკოკციდიომიკოზის და Penicillium marneffei ინფექციების დროს.
შედეგი
დადებითი H capsulatumgalactomannan ანტიგენზე
სეროლოგია (იმუნოდიფუზიური ნალექის ტესტი)
ტესტი
ანტისხეულების ტესტირება რეკომენდებულია იმუნოკომპეტენტურ პაციენტებში, რომლებიც საეჭვოა ფილტვის ჰისტოპლაზმოზზე.[28]
შედეგები დადებითია მწვავე პულმონალური ჰისტოპლაზმოზის მქონე სიმპტომური პაციენტების 90%-ში და დაახლოებით 100% -ია ქრონიკული პულმონალური ჰისტოპლაზმოზის მქონე პაციენტებში. ეს ტესტი შედარებით მგრძნობიარე, მაგრამ აქვს გარკვეული შეზღუდვები ჯვარედინი რეაქტიულობის გამო.
განსაზღვრადი ანტისხეულები ჩნდება მწვავე ინფექციის დაწყებიდან 4-დან 8კვირის განავლობაში და ნარჩუნდება 12-დან 18 თვის განმავლობაში. ამით შეიძლება აიხსნას ის, თუ რატომ არის სეროლოგიური კვლევა დასაწყისში უარყოფითი და 1 თვის შემდეგ დადებითი.
ენდემურ რაიონებში ფონური სეროპოზიტიურობა დაბალია, რის გამოც იმუნოდიფუზურ ტესტირებას მაღალი მგრძნობელობა და სპეციფიკურობა ახასითებს ენდემურ რაიონებშიც კი.[39]
შედეგი ასახავს M ან H ბენდების არსებობას.[29] M და H ანტიგენები წარმოადგენენ სოკოს გლიკოპროტეინებს. M ბენდი ნანახი იქნა ინა მწვავე პულმონალური ჰისტოპლაზმოზის მქონე პაციენტების 76%ში H ბენდი ნანახი იქნა ინფიცირებულთა მხოლოდ 20%-ში, მაგრამ ის ასოცირდება პულმონალური პნევმონიას, დისიმინირებული ინფექციისა და კავერნოზული დაავადებებთან.[29] M ფრაქცია მეტხანს გრძელდება ვიდრე H ფრაქცია. მისი არსებობა შეიძლება მიუთითებდეს მწვავე, ქრონიკულ ან უკვე გადატანილ ინფექციაზე.
შიდსის მქონე პაციენტებში სეროლოგიური კვლევების მგრძნობელობა,იმუნოდიფუზურ კვლევის ჩათვლით მცირდება 70%-მდე[2] ანალოგიურად, აღნიშნული ტესტების სეროლოგიური მგრძნობელობა სავარაუდოდ შემცირდება იმუნოსუპრესიასთან დაკავშირებულ სხვა მდგომარეობებში (მაგ. ორგანოთა ტრანსპლანტაცია ან კორტიკოსტეროიდების ქრონიკული მიღება).
ცრუ დადებითი შედეგები შეიძლება მოხდეს სხვა სოკოვანი ინფექციების არსებობისას, მათ შორის ბლასტომიკოზი, კოკციდიოიდომიკოზი, პარაკოკციდიოიდომიკოზი და ასპერგილოზი.
შედეგი
დადებითია H capsulatum -ის ანტისხეულზე
სეროლოგია (კომპლემენტის ფიქსაციის ანალიზი).
ტესტი
ანტისხეულების ტესტირება რეკომენდებულია იმუნოკომპეტენტურ პაციენტებში, რომლებიც საეჭვოა ფილტვის ჰისტოპლაზმოზზე.[28]
ეს კვლევა უფრო სწრაფი და მგრძნობიარეა იმუნოდიფუზიის ტესტთან შედარებიით(95% საპირისპიროდ 90%-ისა), მაგრამ ნაკლებ სპეციფიურია სხვა მიკოზური ინფექციების (მაგ.კოკციდიოიდომიკოზი,ბლასტომიკოზი) შედეგად გამომუშავებული ანტისხეულებთან ჯვარედინი რეაქტიულობის გამო.[39]
ტიტრი 1:8-დან 1:16-ის ფარგლებში განიხილება დაბალ პოზიტიურად და უნდა ინტერპრეტირდეს კლინიკური მდგომარეობის შესაბამისად. ტიტრი ≥1:32 ან ტიტრის ოთხჯერ მატება მწვავე ინფექციის სადიაგნოსტიკო მაჩვენებელია.[40]
ცრუ დადებითი შედეგები შეიძლება მოხდეს სხვა სოკოვანი ინფექციების არსებობისას, მათ შორის ბლასტომიკოზი, კოკციდიოიდომიკოზი, პარაკოკციდიოიდომიკოზი და ასპერგილოზი.
შედეგი
ანტისხეულების ტიტრის მომატება
სეროლოგია (ფერმენტული იმუნოკვლევა)
ტესტი
ანტისხეულების ტესტირება რეკომენდებულია იმუნოკომპეტენტურ პაციენტებში, რომლებიც საეჭვოა ფილტვის ჰისტოპლაზმოზზე.[28]
ანტისხეულების კვლევა, რომელიც მწვავე ფილტვისმიერი ჰისტოპლაზმოზის სადიაგნოსტიკოდ უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე კომპლემენტის კვლევა და იმუნოდიფუზური კვლევა. სენსიტიურობა არის 89%, ხოლო სპეციფიკურობა- 92%. სენსიტიურობას აუმჯობესებს ამ კვლევის კომბინირება ანტიგენის დეტექციასთან.[41] უარყოფითი მხარეებია: ჯვარედინი რეაქტიულობა სხვა სოკოების ანტისხეულებთან და დაქვეითებული სენსიტიურობა იმუნოკომპრომისულ პაციენტებში.
ცრუ დადებითი შედეგები შეიძლება მოხდეს სხვა სოკოვანი ინფექციების არსებობისას, მათ შორის ბლასტომიკოზი, კოკციდიოიდომიკოზი, პარაკოკციდიოიდომიკოზი და ასპერგილოზი.
შედეგი
ჰისტოპლაზმოზის სპეციფიკური IgM მომატებულია ავადმყოფობის პირველი 3 კვირის განმავლობაში; IgG მომატებული რჩება 6 კვირა
გულმკერდის კტ სკანირება
ტესტი
იმუნოსუპრესირებულ პაციენტებში, როდესაც სოკოვანი ინფექციების განვითარების მაღალი მოლოდინია და რენტგენოლოგიური კვლევა ნორმის ფარგლებშია, კომპიუტერული ტომოგრაფია უნდა იყოს პირველადი კვლევების ნაწილი.
კალციფიცირებული გრანულომები შესაძლოა ასახავდნენ წინა სოკოვანი ინფექციის განკურნებულ კერებს (კეროვანი ინფილტრაციები).
ცალმხრივი ან ორმხრივი ინტერსტიციული ან რეტიკულონოდულური ინფილტრატები, კვანძები, შუასაყრის ან ჰილარული ლიმფადენოპათია და კავიტაციური დაზიანებები არის ჰისტოპლაზმოზური პნევმონიის ხშირი ნიშნები.[Figure caption and citation for the preceding image starts]: მწვავე ჰისტოპლაზმოზის ფილტვების კომპიუტერული ტომოგრაფიაზე ვლინდება კლასიკური, „ქარბუქის“ მსგავსი სურათი.საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბიბლოთეკა, აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები [Citation ends].
ორივე ჯგუფში, იმუნოკომპრომისულ თუ იმუნოკომპეტენტურ პაციენტებში, ფილტვის რენტგენზე დიფუზური ინტერსტიციული ინფილტრაციის არსებობა წარმოადგენს საფუძველს იმისთვის, რომ დაიწყოს კვლევები დისიმინირებული სოკოვანი ჰისტოპლაზმოზის გამოსარიცხად.
აივ ინფიცირებულ და იმუნოკომპრომისულ პაციენტებს, რომლებსაც პულმონალური ჰისტოპლაზმოზი აქვთ შეიძლება აღენიშნებოდეთ დიფუზური ორმხრივი რეტიკულონოდულარული ინფილტრაცია, რომელიც განურჩეველია პნევმოცისტური პნევმონიის სურათისგან.
შედეგი
შეიძლება იყოს ნორმის ფარგლებში ან გამოვლინდეს ფოკალური ინფილტრატები, ჰილარული და შუასაყარის ლიმფადენოპათია, კალციფიცირებული გრანულომა, ფილტვის კვანძები, დიფუზური ინტერსტიციული ინფილტრატები, რეტიკულონოდულური ინფილტრატები, ფოკალური წილოვანი ინფილტრატები და კავიტაციური დაზიანებები.
FBC
ტესტი
ჰისტოპლაზმური პნევმონიის მქონე იმუნოკომპეტენტურ პაციენტებში შესაძლოა გამოვლინდეს მხოლოდ სუსტად გამოხატული ანემია.
პროგრესული დისემინირებული ჰისტოპლაზმოზის მქონე პაციენტებს შეიძლება აღენიშნებოდეთ ანემია, ნეიტროპენია, პანციტოპენია და თრომბოციტოპენია, რადგან დისემინირებული ინფექცია მოიცავს რეტიკულოენდოთელიურ სისტემასაც.
შედეგი
ანემია; პანციტოპენია; ნეიტროპენია; თრომბოციტოპენია
ღვიძლის ფუნქციური სინჯები
ტესტი
ჰისტოპლაზმოზური ინფექციის დროს მომატებული ღფს-ები სავარაუდოს ქმნის დისიმინირებული დაავადების არსებობას.
ღფს-ის აღება საწყის ეტაპზე გამოსადეგია თუ ინიშნება აზოლური ანტიმიკოზური მკურნალობა, პრეპარატების ჰეპატოტოქსიური მოქმედების რისკის გამო.
შედეგი
ნორმის ფარგლებში ან მომატებული
გასათვალისწინებელი კვლევები
ქსოვილის ბიოფსია
ტესტი
ქსოვილის აღება უნდა მოხდეს მალევე, შეძლებისდაგვარად, რათა შესაძლებელი გახდეს ჰისტოპათოლოგიური დიაგნოზი სოკოვანი ლაქების და სოკოს კულტურის მეშვეობით.[4]
შეიძლება გამოყენებულ იქნას პერიოდული მჟავა-შიფის ან გროკოტის მეტენამინის ვერცხლის შეღებვა.[4]
სწრაფი დიაგნოსტიკის საშუალებას იძლევა, მაგრამ ჰისტოპათოლოგიის მგრძნობელობა განსხვავდება დაავადების სიმძიმისა და იმუნოსუპრესიის ხარისხის მიხედვით.[4]
[Figure caption and citation for the preceding image starts]: მეთენამინის ვერცხლით შეღებვა ავლენს Histoplasma capsulatum სოკოებს ფილტვის ქსოვილშიდოქტორ ედვინ პ. ევინგი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბიბლოთეკა, აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები [Citation ends].[Figure caption and citation for the preceding image starts]: ჰისტოპათოლოგიური ცვლილებები, რომლებიც დაკავშირებულია ფილტვების ჰისტოპლაზმოზთან.დოქტორ მარტინ ჰიკლინი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბიბლოთეკა, აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები [Citation ends].
შედეგი
გამოკვლევისას H. capsulatum ჩანს, როგორც შედარებით მცირე(2-4 მიკრონი), კვერცხისებრი, უჯრედშიდა საფუარი. გრანულომატოზური ანთება შეიძლება იყოს კაზეოზური ან არაკაზეოზური.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას