დიფერენციული დიაგნოზები
არა-ჰოსპიტალური (საზოგადოებაში შეძენილი) პნევმონია
ნიშნები / სიმპტომები
ხველა, ცხელება და გულმკერდის არეში ტკივილი, ჩვეულებრივ, უფრო ხანმოკლეა, ვიდრე ჰისტოპლაზმოზიური პნევმონიის დროს.
კვლევები
გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევა ლობულური კონსოლიდაციით ტიპიური პნევმონიის დროს ან ორმხრივი ინტერსტიციული ინფილტრატები ატიპიური პნევმონიის დროს.
კარის ლიმფადენოპათია არ ვლინდება.
ნახველის გრამის წესით შეღებვისას ვლინდება კულტურა, მრავალი ნეიტროფილებით ან ორალური ფლორისგან განსხვავებული ბაქტერიები.
შესაბამის ანტიბიოტიკოთერაპიაზე კარგი პასუხი.
Pneumocystis jirovecii-ით გამოწვეული პნევმონია
ნიშნები / სიმპტომები
შორსწასული აივ/შიდსის მქონე პაციენტებში Pneumocystis jirovecii-ით გამოწვეული პნევმონია ვლინდება ცხელებით და ღამის ოფლიანობით, რაც შესაძლებელია ჰისტოპლაზმოზური პნევმონიის ნიშნების მსგავსი იყოს.
კვლევები
ვერცხლის მეთენამინით შეღებვა ("ვერცხლით შეღებვა") წარმოაჩენს მრგვალი ან ნამგლისებური ფორმის ცისტებს, რომლებიც ტიპურია P jiroveci-სთვის. შრატში მომატებულია ლაქტატ დეჰიდროგენაზა (LDH) >3.64 მიკრო/ლ (>220 ერთ/ლ). მიუხედავად იმისა, რომ მომატებული LDH-არ არის სპეციფიკური ცვლილება, ადექვატური მკურნალობის ფონზე მისი მატება, ცუდი პროგნოზის მაჩვენებელია პნევმოცისტური პნევმონიის მქონე პაციენტებში. გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევა ავლენს ფილტვის ორმხრივ ინტერსტიციულ ინფილტრაციას.
ფილტვისმიერი ტუბერკულოზი
ნიშნები / სიმპტომები
ვლინდება სიმპტომებით, რომლებიც ძნელად განირჩევა მწვავე და ქრონიკული ჰისტოპლაზმოზური პნევმონიისგან.
კვლევები
ნახველის ნაცხში ვლინდება მჟავაგამძლე ბაცილები. ნახველის კულტურაში იზრდება Mycobacterium tuberculosis. ტუბერკულინის კანის სინჯით ინდურაცია ≥15 მმ.
სარკოიდოზი
ნიშნები / სიმპტომები
აუტოიმუნური დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს სხვადასხვა ორგანოს არაკაზეოზური გრანულომები და მულტისისტემური დაზიანებები, მათ შორის ნოდულარული ერითემა, პოლიართრიტი, უვეიტი, კრანიალური ნეიროპათია და სხვ.
კვლევები
გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევით ვლინდება კარის ან/და პარატრაქეალური ადენოპათია, მეტად ზედა წილებში, ორმხრივი ინფილტრაცია, პლევრალური გამონაჟონი (იშვიათია) და კვერცხის ნაჭუჭის მცგავსი კალციფიკაციები (ძალიან იშვიათია).
შრატში მომატებული ACE დონე >40 მკგ/ლ.
ფილტვის არა-წვრილუჯრედოვანი კიბო
ნიშნები / სიმპტომები
სიმპტომები მოიცავს ხველას, სისხლიანი ნახველს, ტკივილს გულმკერდის არეში და/ან დისპნოეს.
კვლევები
ნახველის ციტოლოგია გამოავლენს ავთვისებიან უჯრედებს. გულმკერდის კომპუტერული ტომოგრაფიით ვლინდება ნოდულარული ან ფილტვის კარის ლიმფადენოპათია ან სხვა ორგანოს კიბოს მეორადი მეტასტაზები.
ფილტვის კიბოს დადასტურების ყველაზე გავრცელებული და მიღებული მეთოდია სიმსივნის პათანტომიური კონფირმაცია. შესაძლებელობის მიხედვით, ბრონქოსკოპიით იღებენ ქსოვილის ნიმუშს და იკვლევენ პათანატომიურად. ტრანსთორაკალურად ნემსით ასპირაციული ბიოფსია, ტიპიურად კტ-ს კონტროლით, გამოიყენება ფილტვის პერიფერიული დაზიანების დროს, რომელიც მიუწვდომელია ბრონქოსკოპიით. ალტერნტიულად მიმართავენ ლიმფური კვანძების ბიოფსიას ან ბიოფსიას მედიასტინოსკოპიით, ვიდეოკონტროლით მიმდინარე თორაკოსკოპიული ქირურგიული ჩარვის ან ღია ქირურგიული ოპერაციის დროს.
და
ნიშნები / სიმპტომები
პირველადი ფილტვისმიერი ინფექცია კრიპტოკოკით ხშირად კლინიკურად არ ვლინდება და დაკავშირებულია მტრედის გამონაყოფით კონტამინირებულ მიწასთან ექსპოზიციასთან.[45]
კრიპტოკოკური ინფექციის პულმონალური გამოვლინებები კლინიკურად არ განსხვავდება ჰისტოპლაზმოზური პნევმონიისაგან
კვლევები
ნახველის კულტივირებისას იზრდება კრიპტოკოკი.
შრატის სეროლოგიური კვლევით დგინდება კრიპტოკოკური ანტიგენის არსებობა.
კოკციდიოიდომიკოზი
ნიშნები / სიმპტომები
ინფექცია უმეტეს შემთხვევებში სუბკლინიკურად მიმდინარეობს, თუმცა სიმპტომური ინფექცია შეიძლება კლინიკურად ძლიან გავდეს ჰისტოპლაზმოზურ პნევმონიას.
აშშ-ში Coccidioides-ის ენდემური რეგიონები განსხვავდება Histoplasma capsulatum-ის რეგიონებისგან და მოიცავს სამხრეთ კალიფორნიას, არიზონას, ნიუ მექსიკოს და დასავლეთ ტეხასს.[46]
კოქციდოიდური ინფექციის მქონე პაციენტებს ასევე შეიძლება გამოუვლინდეთ სიმპტომთა ერთობლიობა, რომელიც მოიცავს ცხელებას, გამონაყარს და ტრანზიტორულ ართრიტს/არტრალგიას.
კვლევები
ფერმენტული იმუნოანალზით დგინდება IgM ანტისხეულების არსებობა.
კომპლემენტის ფიქსაციის რეაქცია IgG ანტისხეულებით ≥1:32.
ბლასტომიკოზი
ნიშნები / სიმპტომები
გვხვდება როგორც მწვავე პნევმონია, პაციენტებში, რომელთაც აქვთ ენდემურ რეგიონებში მოგზურობის ანამნეზი. ამ რეგიონებს მიეკუთვნება: აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთი და ცენტრალური შტატებში მდ.მისისიპისა და ოჰაიოს მოსაზღვრე რეგიონები, დასავლეთის შუა შტატების და კანადის პროვინციებში დიდი ტბების მოსაზღვრე და მდინარე წმ. ლოურენსის გამყოლი რეგიონები.[47]
კრიპტოკოკური ინფექციის პულმონალური გამოვლინებები კლინიკურად არ განსხვავდება ჰისტოპლაზმოზური პნევმონიისაგან
კვლევები
ნახველის პირდაპირი კვლევით ვლინდება Blastomyces-ის საფუარის მსგავსი ფორმები.
ნახველის კულტივირებით იზრდება Blastomyces.
იმუნოფერმენტული და კომპლემენტის ფიქსაციის კვლევით დგინდება ანტისხეულების არსებობა Blastomyces-ის წინააღმდეგ.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას